სისხლიანი სამაჯური

ვაგრძელებ ციკლს ჩემს მიერ ბავშვობაში დაწერილი სამი გენიალური დეტექტივიდან, რომელიც განსაკუთრებით გენიალურია, თან შეგახსენებთ იმასაც, რომ დაწერილია სერიოზულად, მაგრამ ახლა რომ ვკითხულობ, აბსურდული კომედიის ნამდვილი შედევრია.

კახასტან სტუმრად მივიდა მისი კოლეგა ანზორ მელაძე. კახას ანტი–შესახედაობის, ჩასუქებული, ულამაზო, მელოტი კაცი.

– აბა, რა ახალი ამბები მომიტანეთ ანზორ?

– ახალი სამხილია, აი ნახეთ.

ანზორმა ცელოფნიდან ამოიღო სისხლიანი სამაჯური. კახამ გულდასმით დაათვალიერა. ეს იყო სისხლშემხმარი, ლამაზი ოქროს სამაჯური, რომელსაც ქვეფი, საფირონი, აქატი და ზურმუხტი იყო ჩასმული, ეს ფერები ერთმანეთს საოცრად ლამაზად ეხამებოდა. სამაჯური იკვრებოდა პატარა ქინძისთავით, რომელიც თვითონ მას ჰქონდა მიმაგრებული.

– საინტერესოა! სად იპოვეთ?

– ზემოთ მთები რომ არის იცი?

– მე რა ვიცი, თბილისი მთებით არის შეზღუდული.

– იქ, ზემოთ მივსეირნობდი, რომ ზურმუხტმა დაიბრჭყვიალა, მეც დავხედე და კინაღამ გული წამივიდა (რა მაგარი დეტექტივია, სისხლზე გული მისდის), სისხლიანი სამაჯური გდია იქვე. მე დავწვდი და წამოვიღე, იმ წუთში შენ გამახსენდი, ეგ ამოხსნის–მეთქი.

– კარგიც გიქნია. დავაკვირდეთ სამაჯურს. მისი ქვედა მხარე სისხლით არის დასვრილი, ზედა კი სუფთაა. შეიძება ყველას გასჭროდა ხელი.

– დიახ, მაგრამ ახლა გაზეთში დაწერილ სტატიას წაგიკითხავთ.

“4 ნოემბერს შაბათს მოხდა მკვლელობა. მსხვერპლი ქალია. მისი ვინაობა გაირკვა. ცხედარი ნაპოვნია მთაწმინდაზე. ცხედარს ცალი ხელის, კერძოდ მარჯვენას მტევანი არ აქვს. ვარაუდობენ, რომ მას ხელზე რაიმე ძვირფასი სამკაული ეკეთა. მკვლელობა ჩადენილია ქურდობის მოტივზე, პოლიცია ასე ფიქრობს. საქმე სადაცაა დაიხურება. ლიას ძალადობის არანაირი კვალი არ აქვს. გაკვეთის შედეგად ექპერტებმა დაასკვნეს, რომ ის სისხლისგანაა დაცლილი და სისხლში შესულია ინფექცია. ამას ადასტურებს ის, რომ მის სისხლში ნაპოვნია ბაქტერიები. საქმე წინ არ მიდის, მოკლულის მისამართია აღმაშენებლის 18–20″

– ჰმ, ამაზე რაღაც იტყვი ბატონო კახა?

– ჰო, მისმინე, აი ჩემი გეგმა.

– ჩემი კი არა ჩვენი.

– ჰო, აი ჩენი გეგმა, ჩვენ წავალთ ლიას მშობლებთან, მივუტანთ სამაჯურს და დავაზუსტებთ, მისია თუ არა. მე კი ვფიქრობ მისია.

კახა და ანზორი გაუყვნენ გზას. მალე ჩავიდნენ. კახამ კარზე დააკაკუნა. კარები გააღო შავებში ჩაცმულმა, მაღალმა, თვალცრემლიანმა კაცმა. იგი ალბათ ლიას მამა იყო.

_ ჩვენ გამომძიებლები ვართ, შეიძლება?

– დიახ, მობრძანდით.

ოთახის შუაგულში სასახლე ესვენა, სადაც არამიწიერი სილამაზის ქალი ესვენა.

– ეს სამაჯური ლიას ეკუთვნოდა?

– დიახ.

– ვინ აჩუქა?

– მისმა მეუღლემ.

– აქ რატომ არ არის?

– ნაჩხუბრები იყვნენ.

– აჰა, გასაგებია, ეს სამაჯური მისი ნაჩუქარია, ხომ შეეძლო მოეკლა თავისი ყოფილი მეუღლე და სამაჯურის უკან დაბრუნება ეცადა?

– დიახ, შეეძლო, შეეძლო.

კახა და ანზორი გარეთ გამოვიდნენ.

– ახლა წავიდეთ ქმართან, ლიას მამამ მისი მისამართი ჩამაწერინა, რეაქციაზე და სახეზე შევატყობთ დამნაშავეა თუ არა.

თბილისში თითქმის ყველა იცნობდა კახას და ყველა ესალმებოდა, კახაც თავს უქნევდა ნაცნობებს. ანზორი გულზე სკდებოდა მე რატომ არავინ მესალმებაო. მივიდნენ სახლთან.

სახლსაც კი სააშკარაოზე გამოჰქონდა მისი მცხოვრებლის ბუნება. კახამ დააკაკუნა, სახლში არავინ იყო, მაგრამკარი გაიღო.

სახლი არეული იყო, მაგიდაზე ათასი რამე ეყარა, მაგრამ გამორჩევით ჩანდა დღიური.

4 ნოემბრის ჩანაწერი.

“დღეს მძიმე დღე მაქვს, ლიას უნდა შევხვდე. ჩემი გეგმა ასეთია, საღამომდე დავტოვებ, რომ შებინდდება, მოვკლავ, დავახრჩობ და სამაჯურს წავართმევ. თუ მისი გასაღები ქინძისთავი თან არ აქვს, მაშინ ხელს მოვაჭრი. ამის გაგრძელებას რომ მოვალ მერე დავწერ…

…ყველაფერი ისე მოხდა როგორც დავგეგმე. ლიას შამპანური დავალევინე, რომელიც მოწამლული იყო, მაგრამ ორგანიზმში მარტო ბაქტერიებს ტოვებდა. დავუსხი ჭიქაში და დალია. ცოტა ხანში ჩემს წინ გვამიღა იყო. სამაჯური ვერ მოვხსენი და ხელი მოვაჩეხე. სამაჯურს ჩემს ძვირფასს კატერინას ვაჩუქებ, რომელიც ჩემი საცოლეა…”

– ოჰ ეს ნაძირალა – გამოსცრა კახამ.

– ახლა ჩვენ დავიმალებით და დავუცდით ვაჟბატონის მობრძანებას, სადმე ბნელ კუთხეში მოვიკუნჭოთ. ბორკილები ხომ გაქვს?

– რა თქმა უნდა, ასევე გამოვიყოლე დაპატიმრების ორდერი. (ისე, მაინც გამოუყოლებია კაცს)

– კარგი გიქნია, მგონი მოდის.

ოთახში მართლაც ვიღაც შემოვიდა და თან თავისთვის ლაპარაკობდა: “ლია ხომ მოვკალი, თუ გამაბრაზა კატერინასაც მივაყოლებო”

– კანონის სახელით გაპატიმრებთ – კახა მიუახლოვდა და ბორკილები გაუკეთა (თავიდან მეწერა ორდერი გაუკეთაო და გადაშლილი იყო) 🙂

სასამართლომ მას თავისუფლების 15–20 წლამდე აღკვეცა (და არა თ) მიუსაჯა.

– მაინც მეცოდება ამდენი ხანი ციხეში – თქვა კახამ – არა უშავს, იწვნიოს, როგორია დანაშაულის ჩადენა.

განა მეტის ღირსი არ იყო იგი?

ეს ბოლო ფრაზა დღემდე ლეგენდად გვაქვს დარჩენილი, როცა ვინმე რამეს დააშავებს, თითს მაღლა ვწევთ და ვამბობთ “განა მეტის ღირსი არ იყო იგი?”

პირველი ნოველა ციკლიდან ეკლიანი დიადემის წყევლა

Advertisements

10 thoughts on “სისხლიანი სამაჯური

  1. აააა, ააააა:):):) რა კარგია ბავშვობა :):):):))
    მე სამეცნიერო ფანტასტიკას შევეჭიდე, მაგრამ ვეღარ გავქაჩე… თან რომანის დაწერა მინდოდა 🙂 🙂

    • დეტექტივების მერე მე უფრო საშინელებათა ჟანრს შევეჭიდე, ერთი ნოველა მაქვს, “მოჩვენება მიტოვებულ სახლში”, ნეტა ვიპოვნო, ის ნამდვილი შედევრია 🙂 :დდდ გახსოვს ლიკა?

  2. იფ კარგად ვიცინე რომ წავიკითხე. კახა მანდ მოკლედ იდეალური გამომძიებელია 😀 მახსოვს აბა არ მახსოვს? არა “მოჩვენება ბნელ სარდაფში ქვია” და თუ ვიპოვე მოგცემ თუ შენთანაა? არა შენთანაა მგონი.

  3. როგორც იქნა მოვახერხე რომ წამეკითხა,მაგარი იყო რაა.ამისტანა გამომძიებლები ჩვენც გვინდა ასე უცბათ რომ ხსნიან საქმეს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s