აგვისტოს 5 დღე – მიმოხილვა + ფოტოები

სანამ ტექსტის კითხვას დაიწყებდეთ, ვისაც ფილმი არ გაქვთ ნანახი, არ არის რეკომენდირებული, შეიცავს უამრავ სპოილერს + ფოტოებს ფილმიდან.

ჰოდა როგორც იქნა ვუყურე ამ ავადსახსენებლ ფილმს, მაგრამ სანამ ვუყურებდი იმდენი უარყოფითი რივიუ წავიკითხე და ისეთი საშინელებები, რომ წინასწარ შემექმნა ცუდი განწყობა.
ჰო, ქართული შთაბეჭდილებების გარდა გადავხედე ჩემს “სამაგიდო” საიტს, იმდბ–ს, სადაც თავიდან რეიტინგი დამხვდა 7,2, ხოლო დღეს უკვე 5.9–მდე დაუწევია, იუთუბზე წავაწყდი მოწოდებებს, დარეგისტრირდით ყველა და მიეცით 1–იანი, ამ “ნაგავს” ისედაც დიდი რეიტინგი აქვს.

გარდა ამისა გადავიკითხე მიმოხილვები, ხმათა უმრავლესობით დადებითი შეფასება ლიდერობს, რომლის მიხედვით ეს “ძალიან გასართობი ფილმია”. არის რამდენიმე შეფასება უმაღლესი ქულით და კარგი გამოხმაურებით და არის რამდენიმე ცუდი შეფასებით და სათაურით “პროპაგანდა”.
ასევე გადავხედე იმდბ–ზე დადებულ კრიტიკულ სტატიებს, სადაც დეტალურადაა მიმოხილული ფილმი და დადებითადაა შეფასებული, ავტორის თქმით ნამდვილად ღირს ამ ფილმის ყურება, რადგან მსახიობთა ჯგუფი და კარგი სპეციალური ეფექტები საინტერესოს ხდის “ომის 5 დღეს”.
შევეშვი ამდენ მიმოხილვებს და ვუყურე ორიგინალში, რადგან როგორც იუტუბზე მოვკარი ყური ქართული დუბლიაჟი საშინლად ცუდად მომხვდა , რუპერტის ხმას აბსურდულ კომედიებში ლუზერებს რომ ახმოვანებენ ხოლმე ისეთი ხმა ედო, ამიტომ ორიგინალის ყურება ბევრად მერჩივნა

არ შევეხები ფილმს პოლიტიკური მხრით, პროპაგანდაა ეს თუ ქვეყნის რეკლამა, რადგან ყველა რივიუში მარტო ამაზე საუბრობენ, განვიხილავ როგორც ჩვეულებრივ კინოს მსახიობების ჩათვლით.
პირველივე კადრებზე ჰიზერ გრეჰემი მომხვდა თვალში, არც ვიცოდი ქასტში თუ იყო, როგორც მოიხსენიებენ “ჰოლივუდელი ბარბი”. ჰიზერს ძალიან ბევრი ცნობილი როლი აქვს შესრულებული და ეკრანულ პარტნიორად ჰყოლია ისეთი მსახიობები, როგორებიცაა ჯონი დეპი, ჯოზეფ ფაინსი, ედი მერფი და ა.შ.

არ ვიცი რატომ, მაგრამ რუპერტის მიმართ უარყოფითად ვიყავი განწყობილი, რომელიც ფილმის განმავლობაში შემეცვალა. რუპერტ ფრენდი ბრიტანულ ფილმების დაჯილდოვებაზე დაასახელეს, როგორც ყველაზე იმედისმომცემი დამწყები მსახიობი.

პირველივე წუთებზე ჩანს ჯონათანი, რომელზეც დიდი ხანია შეყვარებული ვარ და ყველაზე მეტად მას ველოდებოდი ამ ფილმში.
პირველი აფეთქებების და სროლების მერე კადრი გადადის და რუპერტი–ველ კილმერის დიალოგის მერე უკვე თბილისში აღმოვჩნდებით.
უნდა ავღნიშნო რიჩარდ კოული, ტომას ანდერსის ოპერატორი, რომელსაც ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა და მერე გავიხსენე სპარსეთის პრინცში მყოლია ნანახი, ფილმში სებასტიანი, საკმაოდ კარგი გუნდი შეკრეს რუპერტმა და რიჩარდმა, არახელოვნული დიალოგები და რამდენიმე ამერიკული ხუმრობა, რომელიც ასეთ ფილმებში აუცილებლად იყენებენ შესავლისთვის, სანამ მთავარი ექშენი დაიწყება.

ქორწილის სცენა ცოტა ყალბი მომეჩვენა, მითუმეტეს პატარძლის ქართული კაბა, რომელსაც არა მგონია ახლა იცმევდნენ ქორწილებში, მაგრამ ამით ქართულ ტრადიციებს გაუსვეს ხაზი, და ქალბატონი ემანუელა შრიკი, რომელიც ამ ბოლო დროს ჰოლივუდში საკმაოდ პოპულარული გახდა და სექსუალურ ქალთა რიცხვშიც მოხვდა (რატომ მართლა არ მესმის)
მგონია, რომ სახელი ცუდად იყო შერჩეული, რადგან ამერიკელების პირიდან “ტატია” ცუდად ჟღერდა, წარმოშობით მაროკოელი ემანუელა მართალია გარეგნობით წააგავდა ქართველს, მაგრამ დიდი ვერაფერი სამსახიობო მონაცემებით დაიკვეხნიდა, სიმართლე ითქვას არც სცენარი მაინცდამაინც გადატვირთული, რომ თავი წარმოეჩინა სამსახიობო ოსტატობით. ძალიან გამაღიზიანა მისმა სუპერ დამახინჯებულმა აქცენტმა, მაგრამ თავი იმით ვინუგეშე, რომ უცხოელები ამას ვერ გაიგებენ.
ჩემდა გასაოცრად რუპერტ ფრენდმა ძალიან კარგად შეასრულა თავისი დაკისრებული მოვალეობა, არ იყო ყალბი ან ზედმეტად დრამატული.
ჰო, ბევრმა აღნიშნა, რომ ქართველი ქასთი ჯობდა უცხოელებს, რა ვქნა, ამაში ვერ დაგეთანხმებით. ბევრი აღფრთოვანებულია გომიაშვილით, მაგრამ მე რატომღაც ზედმეტად თეატრალური მომეჩვენა.
პარალელურად ჩართვები იყო პრეზიდენტის სასახლიდან, სადაც ენდი გარსია ჰალსტუხს აწვალებდა და ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე, და უსაყვარლესი და უსიმპათიურესი დინ ქეინი, იგივე კრისტოფერი, რომელიც ფილმის განმავლობაში სულ რამდენიმე წუთი გამოჩნდა.

ძალიან ძალიან მომეწონა კაზაკი დანილი, იგივე მიკო, რომელსაც ადრეც ვიცნობდი, ეს არის ფინელი მსახიობი, რომელიც ერთ წაეროტიკულო ფილმში მყავს ნანახი, ეს კაცი ამ როლისთვის ასი პროცენტით არის შეცვლილი, სხეული მოხატული, თავი გადაპარსული, ერთი სიტყვით ვილაინია, თან ძალიან სიმპათიური, მაგრამ სადისტი 🙂 სახეს რომ იბანს ეს სცენა მომეწონა:


ჰოდა სად გავჩერდი, ქორწილის დაბომბის შემდეგ ტომასი თათიას გადაეფარება, უფრო სწორად ზედ დაახტება და აქ დაიწყება სუსტი სასიყვარულო ხაზი, რომელიც ცოტა არ იყოს გაუგებარიცაა, ისე მალე ვითარდება. რამდენიმე სასიყვარულო სცენა ამოუჭრიათ, ფილმს არ მოუხდაო.

თათია დის და მამის საძებნელად რამდენიმე სოფელს მოივლის, თან ტომასი და სებასტიანი დაყვებიან კამერით, მათი აზრით ეს საინტერესო რეპორტაჟი იქნება, ქართველო გოგო, რომელიც დაკარგულ ოჯახს ეძებს. თათიას ფრაზები ” ქო, ქო, დე იდა, ქარგატ ქარ?” მგონი აქ ჯობდა ისევ ინგლისურად ელაპარაკა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩვენს ენას პოპულარიზაცია გავუწიეთ 🙂
მერე განთიანზე გამოსული რუპერტი და ძალიან გემრიელად გამომზირალი ვაშლის ხრაშა–ხრუში და აი ისიც! გმირული მუსიკის ფონზე მომავალი ტანკები და ქვეითი ჯარი (უნდა ავღნიშნო, რომ მუსიკალური გაფორმება საკმაოდ მომეწონა, თან ორიგინალში)

ასევე ცოტა გაუგებარი იყო რატომ განეწყო ჩვენს მიერ ასე დადებითად საყვარელი საცოდავი წითური ბიჭი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ფილმის ფინალში. კადრი, სადაც ცოლ–ქმარი პატარა შვილით ეხვეწებიან არაფერი თქვას, საკმაოდ შთამბეჭდავია, მით უმეტეს ცოლის შეშინებული თვალები.
აქ ისევ ჩემი სადისტი კაცი მოდის და ყველანი თავის პოლკოვნიკთან მიჰყავს.

ოდნავ გაწელილი დიალოგი :სექსუალურადცხვირჩამტვრეულ: ტომასსა და დემიდოვს შორის ჭადრაკის თამაშის განმავლობაში, დანილის გულმოწყალე ჟესტი, სადაც სებასტიანს სიგარეტის ნაფაზს არტყმევინებს და კაპიტან რეზო ავალიანის ეფექტური შემოვარდნა თავისი ლაშქარით 🙂

რა ვქნა, ამ კაცზე გულგრილად ვერ ვისაუბრებ, ყველაზე გამორჩეულია ფილმში, ძალიან შეცვლილია და ასაკი აქვს მომატებული როლისთვის, ფორმაც ძალიან უხდება და სასაცილოდ წამოსროლილი ქართული ფრაზებიც, რომლებზეც ხმამაღლა ვიცინოდი. განსაკუთრებით ეს ფრაზა,როცა ტომასი მანქანიდან ხტება ჩიპის მოსაძებნად, უკმაყოფილოდ ბურდღუნებს ქართულად “გიჟია ეს ბიჭი”

ჰო, ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ვიდეო კამერის მეხსიერების ბარათს დასდევენ ფილმის ნახევარი, სადაც სებასტიანმა ბევრი სისხლიანი სცენა გადაიღო, მაგრამ როცა ეს ჩიპი ჩაიგდეს ხელთ, ავალიანს მიყვებიან გორში, არადა სასწრაფოდ სჭირდებათ ინტერნეტი ასატვირთად და საინტერესოა თბილისში რატომ არ დაბრუნდნენ?
გორში ისევ მაშტაბული სცენები, აფეთქებები, ცეცხლები, ბომბები, გადამწვარი სახლები.

რაც შეეხება სპეციალურ ეფექტებს, აქაც ორ ნაწილად გაიყო შეხედულება. ნაწილი ამტკიცებს (ძირითადად ქართული მხარე), რომ ძალიან დაბალი დონის, უსუსტესი, კომპიუტერული ეფექტები იყო, ხოლო უცხოურ საიტებზე და სტატიებში პირიქით, “საკმაოდ ძლიერ სპეც–ეფექტებად” მოიხსენიებენ, რომელიც მათი თქმით რენე ჰარლინს არ ეშლება და ოსტატურად გამოიყენა თავისი ცოდნა
“ომის 5 დღისთვის”.  ამაზე არაფერს, ვიტყვი, უყურეთ და თვითონ განსაჯეთ.
მერე რამდენიმე დაძაბული კადრი, როცა დაბომბვების ფონზე ტვირთავენ მეხსიერების ბარათიდან გადაღებულ კადრებს და ვერ ასწრებენ, ამ დროს რამდენიმე ყუმბარა ვარდება და გონზე მოსული ტომასი ნანგრევებში თავის ოპერატორს პოულობს. როგორც უკვე ვახსენე, ეს ორი ადამიანი ძალიან კარგად ასრულებს თავის როლს და ეს მომენტიც ძალიან შთამბეჭდავია, კერძოდ დიალოგი

დაჭრილი სებასტიანი გადარჩენილ ჩიპს აწვდის, შენობიდან სროლის ხმა ისმის.

– go, you have to go
– no, I’m not leaving you
– listen to me, you need to go,now.
– I’m not fucking leaving you
– fuck off, okey? I can’t move.


და ფინალური მომენტი, სადაც კაზაკს თათია ჰყავს მძევლად აყვანილი და ტომასისგან მეხსიერების ბარათის დაბრუნებას ელოდება, რატომღაც გემრიელად კოცნის ტომასს, როცა ის ცარიელ ბარათს აძლევს და შუბლზე იარაღს ადებს, ისმის გასროლის ხმა და ჩვენი სიმპათიური კაზაკი დაბლა გდია, ხომ ვთქვი წითური ბიჭი გადამწყვეტ როლს ასრულებს ფინალში–თქო.


ერთადერთი კოცნა ფილმის განმავლობაში, თუ დანილის :სიკვდილისწინკოცნას: არ ჩავთვლით:

ფინალი ცოტა არ იყოს და გაუგებარია, თითქოს ერთბაშად წყდება, ვერ ვიგებთ რა მოხდა, როგორ დამთავრდა ომი, ვინ რაზე მოაწერა ხელი, პრეზიდენტების გამოსვლის მერე კადრი სებასტიანთან შეგროვილ მთავარ გმირებზე გადადის, მერე ერთი ეპიზოდი რუპერტის რეპორტაჟიდან და ფილმიც მთავრდება. ბოლოს მიბმულია რეალური დაზარალებულების კადრები, რომელიც ჩემი აზრით ამ სტილის კინოს არ მოუხდა.

რაც შეეხება ემოციურ ნაწილებს, ჩემში არც ერთ ეპიზოდს არ გამოუწვევია არც თვალების აცრემლება და არც გრძნობების მოზღვავება, და საერთოდაც თითზე ჩამოსათვლელი ფილმებია, რომელსაც ჩემი ატირება შეუძლია, მაგრამ ფილმი მაინცდამაინც დიდ ემოციას ვერ აღგიძრავთ, მთავარი აქცენტი მაინც ექშენზეა გადატანილი. საერთოდ ომზე ფილმები დიდად არ მიყვარს (მაგრამ რატომღაც პიანისტზე გემრიელად ვტიროდი)
საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად მინუსებისა ეს კინო ასეთ საყოველთაო განადგურებას არ იმსახურებდა და არც ქართველების მიერ საყოველთაო მოწოდებას, რომ უდიდეს დატაბეისზე, რომლის მიხედვითაც ხალხი ყიდულობს/ქირაობს დისკებს, 1 ქულა მისცე და ყველანაირად დაამცირო. ათ ქულას მართალია არ იმსახურებდა, მაგრამ ავდექი და მივეცი.
ასევე ვუყურე რეპორტაჟს ლონდონური პრემიერიდან, რატომღაც ვერსად ვერ ვხედავ მთავარი როლის შემსრულებლებს რუპერტს და ემანუელას, იმედია აგვისტოში ამერიკულ პრემიერაზე მაინც მივლენ, სამაგიეროდ გახარებული ჯონათანი ყველა ინტერვიუში ამბობს, რამხელა პატივი იყო მისთვის ეს როლი და რეზო ავალიანის სახელით ამოტვიფრულ გულსაკიდს ახლაც ატარებს და არსად არ იშორებს.

18 thoughts on “აგვისტოს 5 დღე – მიმოხილვა + ფოტოები

  1. ჰოდა ვუყურე ამ ფილმს და რომ ვიძახო დიდად აღფრთოვანებული დავრჩი მეთქი მოვიტყუები, მაგრამ არც იმისთანა უარყოფითი შთაბეჭდილება შემქმნია რომ ქასთის მუხით აფეთქება მომინდეს და მითუმეტეს რენესი.ჰოდა რას ვამბობდი. მიფუჩეჩებული მომეჩვენა ზოგიერთი სცენით და მითუმეტეს ფინალით, მაგრამ საერთო ჯამში მაგალითად ძალიან მომეწონა ეფექტები და უცხოელ მსახიობებზე ნუ ემანუელას გამოკლებით რა თქმა უნდა. მაგრამ მოდი ეხლა ფილმს თავი დავანებოთ და გადავხედოთ ჩვენს უმადურ და მართლა გაუნათლებელ ერს. არ შემიძლია თვალი დავხუჭო ამ ხალხის უვიცობაზე და სნობიზმზე და ხვალ ზეგ არ მნახონ რომ ჩამქოლონ.

    ვინც ამ ფილმს აძაგებს პატრიოტი ჰგონია თავი როგორ მაინტერესებს? ხალხნო, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები სადღაც მიკარგულ პატარა ქვეყანაში ჩამოვიდნენ, პატივი დაგდეს, მსოფლიოს აჩვენეს რა და როგორ მოხდა და გააგებინეს ჩვენი ტრაგედია, და თქვენ იქითკენ აფურთხებთ და იქითკენ აძაგებთ და რატომ? მაინტერესებს რატომ? გომიაშვილი საერთოდ რომ ამოვარდნილი იყო ამ ფილმიდან და ვის რაში დაკარგვოდა ეს კაცი ვერ გავიგე. ჩვენ ქვეყანას და ჩვენს მიერ გაკეთებულს ჩვენ არ ვცემთ პატივს და რაზეა საერთოდ ლაპარაკი. სულ რომ ცუდი იყოს და სულ რომ დაბალი დონე იყოს საქართველოში გადაღებულს, საქართველოში გაკეთებულს ასე თუ ისე მსოფლიო ცნობილი პიროვნებების მიერ პატივისცემა დავიჯერო სულ არ ეკუთვნის? ჰოდა გყავდეთ დორბლებგადმოყრილი მსახიობები და მაგიტომ ვერასდროს განვვითარდებით “სექსი და ჭამაზე” და “მამაჩემის გერლფრენდზე” მეტად. რა ხალხიც ვართ, ის კინოინდუსტრია გვაქვს. როგორ მაინტერესებს მასეთზე რატომ არაფერს წერთ? ფუ გავმწარდი მე და სირცხვილი ქართველ ხალხს. აი ასე!

    • ვერ წარმოიდგენ როგორ გეთანხმები… რაც არ უნდა იყოს ფილმი, როცა ვუყურე გული ნამდვილად არ ამრევია (როგორც ზოგიერთები ამბობენ) და ანმდვილად არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება… და ამ მართლა უამდური ხალხის ლაპარაკზე როგორ მეშლება ნერვები :@ ხანდახან სექსზე დახამებული ხალხის შთაბეჭდილებას ვტოვებთ, ვტვებთ კი არა, მგონი ასეა 😡 ბოდიშიც ხომ არ მოვახდევინოთ ჰარლინს იმის გამო რომ ემანუელა არ გააშიშვლა ფილმში…

  2. ის ბიჭი რუსი რიჟა AK იარაღით მომეწონა.მიხვდა რა დამპლებიც იყო კაზაკები და თავისი დამპალი სნაიპერი მოკლა.
    ბევრი სამხედრო შეცდომაა დაშვებული.
    იარაღის დატოვება ბრძოლის ველზე როცა დაჭრილი გამოყავთ – ამ დროს მხარზე გადაიკიდებენ ხოლმე და ორი სამი ქვეითი ზურგს უმაგრებს უმიზნო სროლით.აქ კი მსგავსი არაფერი იყო.
    ყველამ იცოდა ინგლისური – არ მომეწონა, უნდა ყოფილიყო რამოდენიმე ისეთი ვინც არ იცოდა ინგლისური.
    კულტურა და ტურისტული სფერო სრულად თუ არა კარგად არის ნაჩვენები რაც ძალიან მომეწონა.
    კარგად ჩანს ქართველი ჯარისკაცები – ჯონათანის კულონის მიცემა ჯერ რად ღირს 🙂
    გორიდან გამოსვლის დროს,ქართველი ჯარისკაცების მდგრადობა “ჩვენ ვერ დავტოვებთ გორს” (როცა ხალხი გამოდის გორიდან და ჯარის ერთი ნაწილი თან მოყვება,მოყვება იმიტომ რომ ბრძანება მიიღეს)
    მედგარი ჯარისკაცები კი ბრძანებას არ ემორჩილება და გორში შედიან და ხსნიან კიდევაც ჰაერში მფრინავMI-8 ტიპის შვეულმფრენს,რომელიც ბომბავს ქალაქებს.
    შეიარაღება: ჰამერები “ვულფი” და “კობრები” ხშირად ჩანს,ასევე ხშირად ჩანს AK სისტემის იარაღები,კარგი იქნებოდა ერთი ორი ჯარისკაცის მეტს არ ჭირებოდა ხელში ეგ რუსული ნაგავი.
    ტაქტიკა,გადაადგილება,მინიშნებები – გამახსენა “უდაბნოს ქარიშხალი” მებრძოლების გვერდით დგომა და ერთმანეთის დაფასება.
    თუმცა კიდევ ერთი შეცდომა,კარებში მებრძოლი აგდებს ბომბს და ყვირის “ბომბს ვაგდებ” ეგ კარგია მაგრამ დახურულ კარებს აღებ და ბომბს აგდებ,შეიძლება შიგნით ვინმე სამოქალაქო პირი იყოს! ეს კი უკვე დიდი შეცდომაა !

    ჯამში ძალიან მომეწონა ფილმი,არც ტრაგიკული იყო და არც სანახაობრივი,უფრო დოკუმენტური ფილმი იყო კარგად,ხატოვნად გადმოცემული.

  3. დანილი ❤ და ავალიანი, ამ ორ მსახიობზე გავგიჟდი, ძალიან მომეწონა. თან ჯონათანი რატომღაც ქართველი მეგონა, გარეგნობა აქვს ასეთი.
    დანილის როლს რომელი მსახიობი თამაშობს, რა ჰქვია?

  4. ჰოლივუდის მსახიობებმა პატივი დაგვდეს, ჩამოვიდნენ მიკარგულ ქვეყანაში, მსოფლიოს გააგებინეს ჩვენი ტრაგედია?? 🙂 ნუ მაცინებთ, რა!!! როგორც ერთმა ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა ბლოგერმა თქვა, ფელინი, დეპალმა და მასტროიანი არიან ნამყოფი თბილისში, ჰარლინზე რომ არ გადავრეულიყავით. დიდი მადლობა, რომ პატივი დაგვდეს, მაგრამ ჩვენი ტრაგედია მსოფლიომ აქამდე თუ არ იცოდა, შერონის მილიონებად ნაყიდი ორი ცრემლი ვერაფერს გვიშველის…
    ფილმი არ მომეწონა, მაგრამ თავს არც მოღალატედ ვთვლი და არც არაპატრიოტად.
    დოკუმენტურობას რაც შეეხება, ვერაფრით მივიჩნევ ამ ფილმს დოკუმენტურად. დოკუმენტურთან მიახლოებული მხატვრული ფილმის მაგალითი თუ გნებავთ, ნაკლებად გახმაურებულ “valkyrie”-ს უყურეთ, რომ არაფერი ვთქვათ ტიტულოვან “შინდლერის სიაზე” ან “პიანისტზე”.

    • იცი რა არის, არ მოგეწონა ერთია, დიდი შანსია არ მოგეწონოს ცხადია, მაგრამ როცა აგიტაციას ეწევი, რომ დაბალი ქულები მიეცით და დაამცირეთ ეს “ნაგავი”. ეს უკვე სხვა საქმეა, თორემ ომის 5 დღეს შინდლერის სიას და პიანისტს როგორ შევადრი.

      • ეგ სხვა საკითხია, მაგაზე როგორ შეგედავები 🙂
        შეიძლება აღშფოთება ერთი მხრივ სამართლიანი იყოს, რაც არ უნდა იყოს, ჩვენი ფული დევს ამაში და შეიძლებოდა უკეთესიც გამოსულიყო, მაგრამ ბევრი მართლა ფეხის ხმასაა აყოლილი, არც ამაზე გედავები.
        მაგრამ არც იმათი მესმის, ვინც აღფრთოვანებულია და ცუდის გაგონებაც არ უნდა 🙂
        მოკლედ, კაცია და გუნება! 🙂

  5. საინტერესოა, ვერა და ვერ მოვახერხე ფილმის ნახვა, უკვე იმდენი ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი მოვისმინე რომ რეალურად აღარანაირი შთაბეჭდილება აღარ დამრჩა, სანამ ფილმს არ ვნახავ წინასწარი შთაბეჭდილებისგან თავს შევიკავებ. :)) ხო, რივიუ კარგი იყო, მომეწონა. 🙂

  6. es kino rom gaushves rustavelshi meore dgesve gavvardi ise mainteresbda. premieraze iyo chemi daqali da agprtovanebuli dabrunda da mec sashinlad damainteresda. mokled wavedi da davbrundi gaognebuli, ertaderti razec odnav guli amichuyda is momenti iyo rodesac shavebshi chacmuli deda daxvrites. meti mand arsad ar chanda tragedia da saertotac megona ragaca mdzaprsiujetiani prmitiuli pilmi. me ar vici sheidzleba imitom rom me momiwia omis dros gorshi gamovla da svxa danarcheni ubedurebebi da ase tu ise chemzec gadaiara omma saertod ar gamoiwvia chemshi rame emocia. es iyo zgvashi wveti sinamdvileshi rac xdeboda imastan shedarebit. rom gamovedi vtqvi sinamdvileshi rac iyo is rom agewerat martla kargi pilmi gamovidodatqo. ase rom gansxvavebuli adamianebi arseboben romeltac izidavs es kino da romeltax ar izidavs. me arc imas vityvi sazizgroba iyotqo, ubralod met dramas da tkivils movelodi da ara ragaca chipis dzebnas da cxviris chamtvrevas.

  7. საკმარისად საიფორმაცი ფილმია. მეტი რა გინდათ? გამგები გაიგებს. ფაქტები დაფიქსირებულია( რა თქმა უნდა არა დოკუმენტურად, მაგრამ მაინც). ნეტა ის ქართველები მანახა 1 ქულის მინიჭებას, რომ მოუწოდებენ. –1 დაც, რომ ფასობდეს, რატომ ასე ღვარძლიანად ხალხო, რამ გაგაბოროტათ? რუსებისა და დანარჩენი ბანდიტების საქციელმა პირიქით იმოქმედა თუ, ასე გაუკუღმართთდა ქართველი კაცი თავის სიმართლესაც კი ებრძვის?????????

  8. კარგი რევიუ იყო ^^
    მე ფილმი ძალიან გაზვიადებულად მეცვენება…
    სანამ ფილმი გამოვიდოდა რატომღაც ხალხის უმეტესობას თავში ქონდა რომ უნდა შეძულებოდა ეს ფილმი…
    ერთი ჩვეულებრივი ბლოკბასტერია მე თუ მკითხავთ…
    საზიზღრობა იყოო კადრი ქორწილის დაბომბვის დროს ფეხებ მოგლეჯილ ბავშვს რომ ანახებენ და ბავშვს რეაქცია რომ არ აქვს სახეზე..
    ძალიან ვიცინე ერთი იმაზე ველ კილმერს რომ ხვდებიან გორში და სურათს რომ იღებენ :დ:დ:დ

    გოგოს რომ ეძახიან და მერე კადრიდან რომ მოტეხავენ და მეორე თათია მამამის რომ ეუბნება სასწაული აქცენტით არ გენდობიო…
    მოკლედ ფილმის ყურების დროს საერთოდ არ მქონდა ის ემოცია რომ “ჩვენს ომზე” იყო ეს ყველაფერი უბრალოდ გორში ადგილებს რომ ვცნობდი მიხაროდა…
    ეს იყო და ეს :)))))
    წეღან კინოპოისკ.რუზე კომენტარებს ვკითხულობდი და გული მომეწურა :/

    • მე იუტუბზე ტრეილერზე დატოვებულ კომენტარებზე მომეწურა გული… ფილმს ნორმალურად არც ახსენებდნენ, მიდიოდა პოლიტიკური სჯა ბაასი და დედის გინება

  9. მგონი ცოტა დაგვიანებულია ამ პოსტზე კომენტარის დატოვება ,მაგრამ მინდა ვთქვა რომ ამ ფილმს ჯონათანის გამო ვუყურე…და კინაღამ გავგიჟდი სიხარულით როცა თვითერზე მის ფოტოზე კომენტარი დავდე და მან მიპასუხა:)))

  10. ისეთი არაფერი უბრალოდ მკითხა შენმა მეგობრებმა თუ ნახეს ეს ფილმი და თუ მოეწონათ საქართველოშიო:) მეც ვუპასუხე და მორჩა მერე არაფერი:)

Leave a reply to სოფო კომენტარის გაუქმება