როცა გავიზრდები…

სკოლის ბანკეტზე  დაწყებითების მასწავლებელმა მეორე–მესამე კლასში დაწერილი ფურცლები გადმოგვცა, სადაც ეწერა რა პროფესია გვინდოდა აგვერჩია. ჩემდა გასაოცრად  ნაცნობი ბატიფეხურით ეს წინადადება მეწერა:

” მინდა გამოვიდე ექიმი, იმიტომ რომ ხალხს დავეხმარო და მოცეკვავე, იმიტომ რომ მომწონს ეს პროფესია”

არ ვიცი რატომ ვფიქრობდი ასე, მაგრამ აშკარაა, რომ ასაკთან ერთად სრულიად შემეცვალა აზროვნება, მაგრამ ახლაც რომ მკითხოთ ვინ ვარ პროფესიით, ვერ გიპასუხებთ.

დავამთავრე პოლიტიკური მეცნიერება. რატომ? აღმოვაჩინე რომ პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, და მაინც რატომ? სანამ ამ არჩევანს გავაკეთებდი, სოციალური მეცნიერებების შვიდივე შესავალი გავიარე და ამათგან ყველაზე საინტერესოდ პოლიტიკა მომეჩვენა.

არც შევცდარვარ, ცალკეული საგნების გარდა მთლიანობაში ძალიან საინტერესო და შეიძლება ითქვას ადვილიც იყო. არც ერთი კრედიტი არ ჩამიგდია, მიუხედავად იმისა, რომ თავს ნამდვილად არ ვიკლავდი.

მეორად პროფესიად ფსიქოლოგია ავირჩიე. ვერ ვიტყვი რომ მაინცდამაინც უდიდესი ინტერესით გავიარე ეს კურსი, მაგრამ მოსაწყენი არ ყოფილა. დავამთავრე უნივერსიტეტი და ახლაც არ ვიცი რა ვარ პროფესიით. ალბათ მეტყვით რატომ ის არ დაამთავრე, რაც გინდოდა, რაც გაინტერესებდა–თქო, არ ვიცი, ალბათ ასეთი არ არსებობდა.  ზოგს ბავშვობიდან აქვს გადაწყვეტილი, რომ ექიმი გახდება, ან იურისტი, აი მე არ მქონია. კარგი, მიუხედავად ყველაფრისა არსებობს რამდენიმე პროფესია, რაზეც უარს არ ვიტყოდი ან სიამოვნებით ვიმუშავებდი.

მაგალითად:

ვეტერინარი 🙂 ცხოველებზე ვგიჟდები, ვირთხიდან დაწყებული ჟირაფით დამთავრებული, ყველანაირი ცხოველი მიყვარს და დიდი სიამოვნებით მოვუვლიდი, ჩემი ნება რომ იყოს სახლს ცხოველებით ავავსებდი.

სცენარისტი: ვინაიდან და რადგანაც წერა ძალიან მიყვარს და წერის გარეშე ალბათ ვერ ვიცოცხლებ, და კიდევ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფილმი და  ტელე–შოუ მაქვს ნანახი, ეს არც თუ ისე ცუდად გამომივიდოდა. მე და ლიკას გვქონდა საშუალება მცირე ხნით სტუდია “ქართულ ფილმთან” გვემუშავა ამ მხრივ, მაგრამ სამწუხაროდ პროექტი არ შედგა.

კიდევ… ცეკვის და სიმღერის არანაირი ნიჭი არ მაქვს, ვაღიარებ,  ასევე მათემატიკაში და ფიზიკაში ძალიან ცუდად მაქვს საქმე, ასეთი საგნები ყოველთვის ჩემი სუსტი მხარე იყო, მაგრამ სამაგიეროდ ჰუმანიტარულ საგნებში კარგად ვიყავი. ძალიან კარგი მახსოვრობა მაქვს, ნებისმიერი ტექსტის დამახსოვრება შემიძლია ერთი წაკითხვით.

ჰო, კიდევ ძალიან კარგად მეხერხება კერვა, ასე რომ დიზაინერობაშიც ვცდიდი ბედს იდეის დონეზე, მაგრამ არა რეალურად 🙂 ეს ისე, ჩემთვის ვერთობი.

თუ საქმე მაინც და მაინც ოცნების პროფესიაზე მიდგა საქმე, ალბათ მაინც მწერალი ვიქნებოდა, არ დავწერდი კომპიუტერში, ირგვლივ ბევრი ფურცლები მექნებოდა დახვავებული და დაუსრულებლად ვწერდი და ვწერდი, რასაც არც ახლა ვაკლებ პრინციპში, მაგრამ იმ პარალელურ რეალობაში კითხვადი მწერალი ვიქნებოდი. ბევრმა თქვენგანმა არც იცის, რომ ჩვენი პირველი რომანი ახლაც იყიდება თბილისის მაღაზიებში, მაგრამ არც ისე წარმატებულად. ამაზე მერე გავაკეთებ პოსტს.

ჰოდა, ვბედავ და ვთაგავ რამდენიმე ბლოგერს თემაზე ოცნების პროფესია, ანუ ახლა სწავლობთ/მუშაობთ იქ, სადაც ოცნებობდით, თუ ჯერ კიდევ მის ახდენის პროცესში ხართ 🙂

dissolved girl, ნათიას, lilac-ს, violet miss–ს, რამდენი ხანია დაიკარგა და იქნებ გამოჩნდეს :), მიას, მიაკოს.

Advertisements

2 thoughts on “როცა გავიზრდები…

  1. ძალიან ბევრი რამის დაწერა შემიძლია ეხლა ამ პოსტის შესახებ, მაგრამ იმით შემოვიფარგლები, რომ ძალიან გული მწყდება ჩვენი ძლივს სინათლე ნანახი რომანი რა დღეშია, რომელი მაღაზიის თაროზე იმტვერება და როგორ უსაქმოდ ცდება. პრინციპში არაა რომანი დიადო, ფსიქოლოგიური ტრილერია.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s