ნარინჯისფერი მარმელადი

ლამაზი ფორთოხლისფერი მარმელადი, რომელიც მაღაზიის დახლზე მდგარ ყუთში ცხოვრობდა, ჩემი ტკბილეულის მოყვარულობის გამო ჩემს ჩანთაში აღმოჩნდა, მერე ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში, საიდანაც ულმობლად ვანადგურებდი მის და–ძმებს, ბოლო კი ის ერთი ცალიღა დარჩა და ელოდებოდა თავის ჯერს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ჩემს მიერ გაკეთებულ ნაყინის შეიქზე აღმოჩნდა წამოცმული და ფოტოგრაფირებული.

და არა მარტო ეს მარმელადი, ძალიან ბევრი რამ მოხვდა ფოტოაპარატის ობიექტივის ქვეშ…

რამდენი ხანია ვაპირებდი შეიკის გაკეთებას და როგორც იქნა დავადგი საშველი. პლომბირი დავადნე, რძესთან ერთად ავთქვიფე და ცოტა მარწყვის წვენი დავუმატე. გემრიელი გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში ლიკას მოეწონა.

ამასობაში ჩემი რამდენიმე ახალი სამკაულის ფოტოგრაფირებაც მოვახერხეთ.

მე და ბადრი ვსეირნობდით გუშინ და უცებ ძალიან მომინდა რამე ახალი, მითუმეტეს რომ ჩემს საყვარელ სამკაულების მაღაზიას ჩავუარეთ, ჰოდა ვერ გამიძლო გულმა და ეს ავარჩიე…

ჩემი ახალი ზედა, რომელიც ძალიან მომწონს და ბევრი სურათებიც ვუღე 🙂

ჩემი ახალი ვედჯები:

Advertisements

9 thoughts on “ნარინჯისფერი მარმელადი

  1. სოფო როგორ გიხდება ბოლო სურათში საყურეები ,ძალიან მომხიბლა შენმა საყურეებმა და არა მარტო საყურეებმა))) იქნებ გაგვიმხილო შენი საყვარელი სამკაულების მაღაზია)))

    • დამავიწყდა პოსტში დამეწერა, მაგ მაღაზიას რუსთაველები ე.წ. “საჩუქრების მაღაზიას” ვეძახით, ისე ძირითადად ვიწერ ხოლმე სამკაულებს ან რუსთავის მაღაზიებში ვყიდულობ 🙂

  2. აი მეორედ უფრო უკეთესი სურათები გამომივიდა. მოხიბლული ვარ ჩემი პროფესიონალიზმით ოღონდ არ ჩამქოლოთ. მომწონს ჩემი თავი და ჰა 😛

  3. პირველი სურათი ძაან მაგრადაა გადაღებული მარმელადი საერთოდ არ მიყვარს მარა ისეთი სურათია რომ ნერწყვი წამომივიდა

    • მადლობა დადებითი შეფასებისთვის :* კარგად რომ მიფასებენ მერე უფრო მეტად ვცდილობ კარგი გამომივიდეს ხოლმე 😀 რატომ არ გიყვარს? სხვათა შორის ძალიან გემრიელი მარმელადი იყო.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s