გუშინ მე და ბადრი მივდიოდით ქუჩაში და უცებ მეკითხება – ცოლად გამომყვებიო? ამ კითხვამ დამაბნია, ნიშნობა უკვე გვქონდა, თვის ბოლოს ქორწილია და მეთქი რა სჭირს ამ ბიჭს, საიდან ასეთი კითხვები.
მოულოდნელად ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და თითზე გამიკეთა. პირველივე დანახვაზე შემიყვარდა.
იმდენი სურათები გადავუღე, ალბათ გამექცევა მალე.
რაც მთავარია ზუსტად მაქვს, თორემ ოდნავ დიდიც რომ იყოს, ვერ გავიკეთებდი. იდეალურადაა თითზე.
ვერ გადავწყვიტეთ ჯერ გავიკეთოთ თუ არა. მე სავარაუდოდ გული ვერ გამიძლებს 🙂
ჰო, ჩემი ამანათიც ჩამოვიდა. შარვლებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, კაბაც საყვარელია. აი ბეჭედი და საათი:
და კიდევ სხვა წვრილმანები:
ძალიან მომეწონა ბეჩედი. საქმაოდ განიერია და ლამაზად ჩანს. ბადი ქი მაგარი ტიპია 😀 მუხლებზეც ხო არ დადგა 😉 😀
მოკლედ ძალიან მომეწონა ბეჭედი. მართლა გადააჭარბა მოლოდინს 🙂 ძალიან ლამაზია. რაღას ელოდებით ხალხნო, გაიკეთეთ. აბა სახლში ხომ არ დადებ? ბეჭედიც და საათიც კარგია საყვარლები 🙂
აააააა, რა მაგარია, მეც ეგრე დამემართა :დ შენ გიხაროდა მაინც და მე მთელი ის სარღამო რაც ერთად ვიყავით სულ ვტიროდი რამდენჯერაც ბეჭედს შევხედავდი ან რამე ეგეთს ვიტყოდით :დ
ნუ, გილოცავ რა კიდევ ერთხელ, ძაან რომანტიულია ასეთი სიტუაცია ^_^ მითუმეტეს, რომ ჩვენს ქართულ რეალობაში ნაკლებადაა დამკვიდრებული , მაგრამ მაინც მოახერხეს
ჰო მართალია 🙂 გეუბნები ჩვენ ერთნაირი ტემპებით მივდივართ–თქო 🙂 🙂 :დ
magaria
ის გამახსენდა ახლა, კერი ბრედშოუს რომ სთხოვა ხელი ეიდანმა ქუჩაში მოულოდნელად 🙂 ძალიან მაგარია :*
ჰო მახსოვს 🙂 კაი ტიპი იყო ეიდანი, მევასებოდასავით 🙂