შამპანური

გუშინ წინ ერთი პატარა მოთხრობა მომხვდა ხელში და გადავიკითხე. ინანიშვილის “შამპანური”. ახლადდაქორწინებული წყვილი ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან ქუჩაში.

ჰოდა არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ კითხვის დროს სულ რაღაცას ველოდი. შევლენ მაღაზიაში, ღარიბები არიან, ერთ ბოთლს შამპანურს იყიდიან, რომ ქუჩაში შემთხვევით შეხვედრა აღნიშნონ და მიდიან სახლში. სულ მეგონა, რომ ეს შამპანური მოწამლული იქნებოდა, ან ამ ქალს საყვარელი აღმოაჩნდებოდა ან რამე მაგდაგვარი.

ისე მივეჩვიეთ ამ ჰოლივუდური ფილმებით და ბესტსელერებით ამ ინტრიგებს, რომ ძალიან უფერული მომეჩვენა სიტუაციის ჩვეულებრივი განვითარება.

ამ ბოლო დროს უკვე ფილმებზეც ვიწყენ, თუ ზედმეტად ცხოვრებისეულად მიმდინარეობს. არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ ფაქტია.

ზე–რომანტიზმიც ძალიან მაღიზიანებს, არადა წარსულში მომწონდა. ღმერთო ჩემო, ისეთი ლექსები ვნახე ჩემს რვეულში ამოწერილი, ყინულს დაადნობდა🙂

რაც შეეხება ქუჩაში შემთხვევით შეხვედრას, ძალიან მაგარი რამეა, ერთადერთხელ მომივიდა.  უნივერსიტეტში მივდიოდი, ჩემს ქუჩაზე ველოდებოდი სამარშრუტოს, დილის 8 საათი იყო, საშინლად ციოდა.

გავიხედე და ნაცნობი სილუეტი დავლანდე ქუჩაზე გადმომავალი. ძალიან გამიხარდა, თვითონ სამსახურში მიდიოდა.  ხომ ვითომ არაფერია და შემთხვევით რომ ხვდები, მაინც სხვანაირად გიხარია😉

 

4 thoughts on “შამპანური

  1. გეთანხმები მოულოდნელი ნახვა სულ სხვაა😉 გახსოვს გაუფრთხილებლად რომ ჩამოვედი რუსთავში და დილით ბუჩქებიდან რომ გადმოგიხტი კაკრას ინსტიტუტში მიდიოდი😀

    • უი არა, 6–7 ფურცელია, მაგის აკრეფვას საუკუნე მოვუნდები🙂 თან წვრილად ნაბეჭდი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s