ტელეფონით სურათების გადაღება არ მიყვარს, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 მეგაპიქსელი აქვს და საშინელ სურათებს იღებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, იმდენი და სხვადასხვა ეპოქის გამომხატველი სურათები აღმოვაჩინე, რომ გამიკვირდა.
აქედან რა თქმა უნდა ერთი ეპოქა ცხოველებს და კერძოდ კატებს ეძღვნებათ. ჰო, ხარისხი საშინელია, მაგრამ ყველა სურათს თავისი ისტორია აქვს.
კიწი საშინელებათა ფილმში – ყველა სურათში თვალები ომენის დამიენივით უნათებს.
დაძინებისას თავს ატრიალებს ისე, რომ თვალი ეჩაჩება და თვალგახელილს სძინავს.
ესეც ქობულეთში, პირველ სახლში სადაც მივედით, წვრილშვილიანი კატა იწვა კნუტებით:
ესეც უნივერსიტეტში ჩემს კურსელს ჰყავდა ფსიქოლოგიის ლექციაზე პატარა კნუტი მოყვანილი, რომელიც მთელი ლექცია ჩემს უკანა მერხზე დახტოდა და თმებს მწიწკნიდა.
კარგი, ამით კატების ეპოქას დახურულად ვაცხადებ. ჩემს ძმიშვილს ძალიან უყვარს ჩემი ტელეფონით სურათების გადაღებები. უღებს ჭერს, იატაკს, კედელს, ან თავის თავს.
ეს ზღვაზე, ფიფქია და შვიდ ჯუჯაში რომ არის, პატარა ჯუჯას რომ უფუმფულებს მეორე ტრაკს, რომ დაიძინოს, ისე წევს 🙂
მე და ჩემი მეგობრის რამდენიმე დღის პატარა:
ბადრის წითელი ბოტასი, რომელიც საიდან მოხვდა ჩემს ტელეფონში, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ არ ვშლი:
მე და დიანა (მე მარცხნივ, დიანა მარჯვნივ)
და ბოლოს, როცა ბადრი სადმე მელოდება და ეს საკმაოდ ხშირად უწევს ხოლმე, ჩემი ტელეფონით ერთობა, ხან თამაშობს, ხან ჩემს ტელეფონში ჩაწერილი ვირტუალური ხატვით ერთობა და შექმნა ჩემი პორტრეტი.
უზარმაზარი ტერფები დამიხატა, სულ დამცინის ფეხის ზომაზე (39 მაქვს რა მოხდა)
ჰოდა დღეს ჩვენი 5 წლის თავია, 5 წლის წინ 22 მაისს გავიცანით ერთმანეთი. :გულები:
დეიდას ამოყირავებული გოჭიიი 🙂 რა კარგი პორტრეტია, პირველად ვნახე 😀 მაგრამ მასეთი ბანწიკიანი კიკინები როდის გაქვს? 😀
ეს ბადრის ფანტაზიებია ალბათ 🙂
ვფიქრობ მაიმუნმა ძმისშვილმა გადაიღო ბადრის ფეხი.
კატები არ მიყვარს მაგრამ ეს მაგარი ტიპია 🙂
მომეწონა.
ყველაზე მეტად იმან მომხიბლა,რომ გულაღმა სძინავს,ალბათ თვალში თმები,რომ არ ჩაუვიდეს.
აი ჩემი ძაღლი კი კაცივით ხვრინავდა 🙂 მღეროდა კიდეცც 🙂
აუ, ეხლა რომ წავიკითხე 5 წლისთავიო, გულს გაუხარდა… ე.ი. შესაძლებელია !!!