სამი კვირა ქორწილამდე…

კინოებში რომ ვუყურებ, ქორწილამდე რამდენიმე კვირა რომ რჩება, ისეთ ამბებში და გადარბენებზე არიან, ხან რა საქმე აქვთ მოსაგვარებელი, ხან რა. მე ვზივარ ბედნიერად და სერიალებს ვუყურებ.

კაბას და ფეხსაცმელს ბოლო კვირაში ვიყიდი, რა მეჩქარება, ვზივარ უზრუნველად და უკვე კარადის დალაგებაც მეზარება იმ პრინციპით, რომ მალე მაინც უნდა ჩავალაგო და სხვაგან გადავიდე.

კიდევ კარგი, რომ ჩემი მომავალი სახლი ამჟამინდელთან ძალიან ახლოსაა და შემიძლია ნაწილ–ნაწილ, დრო და დრო გადმოვიტანო ჩემი ნივთები.

საქორწილო ციებცხელება ალბათ მაინც ბოლო კვირაში მექნება, მაგრამ ახლა არაფერი მაწუხებს, ჩვეულ რიტმს მივყვები.

ჰო, ახალი აჩემება მაქვს ეს სიმღერა და მისამღერი ისეთი აქვს, რომ არ აყვე და მთელი ხმით არ იმღერო, არაფრით არ შეიძლება. თანაც კლიპში ჯერარდს უმოწყალოდ კლავენ.

კიდევ სმოლვილის  ბოლო სერიებს ვუყურებ და ამის პირველ სეზონს ვამთავრებ.

რატომღაც მეგონა ვილი და გრეისის მერე სიტკომს ვერ დავუდებდი გულს, მაგრამ სეზონი ისე ჩავამთავრე ვერც მივხვდი.

კიდევ…

მოვიწყინე…

შარტავაზე ამათთან ერთად ლუდის სმა მომენატრა (არადა არასდროს არ ვსვამ ლუდს, მეზიზღება)

ბადრი და დიანა:

კიდევ ნამცხვარი მინდა:

გათიშვამდე დალევა მომენატრა:

კარტის თამაში მომენატრა:

წითელი თმები მომენატრა:

საქანელაზე ქანაობა მომენატრა:

და კიდევ ბევრი რამ…

20 thoughts on “სამი კვირა ქორწილამდე…

  1. კარგად დამთავრდა გმირულად ნამდვილად სმოლვილის ბოლო და დასკვნითი სერია. ჰოდა მეც მოუთმენლად ველოდები ქორწიიიილს😛

  2. მმმ, თხოვდები? გილოცავ❤
    მეგონა სხვას არავის ქონდა კიდე ზაფხულში ქორწილი (( :

    1კვირაში კაბა რომ ვერ იპოვო? და ყველა ბანძი მოგეჩვენოს?😦 წინასწარ იზრუნე რა

    • არა, რაღაცეებზე მაქვს თვალი დადგმული, ადრე არ მინდა ყიდვა, თორემ იქამდე გავაფუჭებ ალბათ🙂

      • ანუ ყიდვას თუ აპირებ ქორწილის მერეც უნდა შეინახო კაბა?

  3. ვაიმე, მე 1 კვირით ადრე კი არა, მგონი რაც აზროვნება დავიწყე კაბაზე და ფეხსაცმელზე ვფიქრობ : )))))
    გილოცავ, გილოცავ, გილოცავ!!! ბედნიერები იყავით?❤

    P.S.:ვეკო, შენ რაღაც მინიშნებებს აკეთებ თუ ეს ”მეგონა სხვას არავის ქონდა კიდე ზაფხულში ქორწილი” როგორ გავიგოთ? : ))))

    • ბედნიერები იყავითთან კითხვის ნიშანი რატომ გამოვჭიმე – არ ვიცი : ))) აშკარად ”მსურველობით” ფორმაში ვსვამდი🙂

  4. ჰა ჰა რა მაგარი სურათები დაგიდია 😀 ლუდის დალევას ზუსთად მაგ საგამოების მერე შევეჩვიე მანამდე არც მე არ ვსვამდი🙂
    აი გათიშვამდე დალევას რაც შეეხება იმ დღეს მაგრად ვიყავით ორივენი😀 არასდროს დამავიწყდება ეგ დღე, საწყალმა ბადრიმ როგორ აგათრია 6-ზე მე კი ბებიაშენს ფხიზელი ვეგონე😀😀

    ოო კარტის თამაშს რაც შეეხება…. იმ დღის თამაში მოგნატრებია???😉

    თქვენი არ ვიცი აი მე კი სოფოში დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს მოასწრებს და ულამაზესი კაბაც ექნება

    • არა არა იმ დღის არა, საერთოდ მეგობრებთან ერთად თამაში ვიგულისხმე, ის დღე არავითარ შემთხვევაში🙂

  5. შესანიშნავია მომწონს სიმღერას ვგულისხმობ. Weddings generally are a bit boring and dull, I’ve never loved it🙂 It’s my opinion but… you are always able to have fun with this. I’d wish you happiness and prosperity, and the unforgettable wedding of course

    Always your El ninio 🙂 I’m just kidding have a fun

  6. უი უი ახალი დიზაინი :^^ აეუფ როგორ მეცნობა ის ლურჯი ფარდები საიდანღაც😕

    • ბადრის ფარდებია და რა ხდება, რატომ გეცნობა?🙂😉 რაღაცაშია საქმე აქ🙂

      • სადღაც მაქვს ნანახი :^
        მგონი მეც მქონდა ეგეთი ძველ ბინაში😀

  7. მე კიდე ის წლები მომენატრა სულ ერთად რომ ვიყავით.ზღაპრული წლები იყო,მასეთი ბედნიერი არსოდეს ვყოფილვარ.ძალიან მიყვარხარ სოფ.უდიდეს ბედნიერებას გისურვებ.

  8. აი, ამ წითელი ჩოლკით მახსოვხარ უნივერსიტეტიდან. ისე, პირველად ვნახე ასეთი მშვიდი პატარძალი🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s