princess pride

როგორც იქნა დაადგა ჩემს ამანათს საშველი და ჩამობრძანდა. ეს იყო საცდელი გამოწერა აუქციონიდან, გვაინტერესებდა რამდენ ხანში მოვიდოდა, როგორი შეფუთვის იქნებოდა და საერთოდ რა აღმოჩნდებოდა.

ჰოდა გავიყოლე ბადრი და წავედით. პლიუს ამას ბიძაჩემის მეგობრის საათი უნდა ჩამოგვეტანა, ფუჯითაიმის.

გზაში ისე დაგვცხა, ისე, ძლივს ვსუნთქავდით. გამოვიტანეთ ორი პატარა ამანათი და გზაშივე გავბრღვენით🙂 იმას საათი აინტერესებდა, მე ჩემი კულონი.

ჰოდა საათი ნორმალური გამოდგა, მაინცდამაინც არ გადავრეულვარ, მაგრამ ბიძაჩემს ისე მოეწონა, მთელი დღე დადიოდა ოთახებში და იძახდა, რა მაგარი საათიაო. აი ისიც:

რაც შეეხება ჩემს კულონს… ასეთ პატარას არ ველოდი, ზომები კი ეწერა აუქციონზე, მაგრამ არ დავკირვებივარ, ლიკასაც აქვს პრინცეს პრაიდის კულონი და ის ბევრად დიდია. სამაგიეროდ 14 კარატიანი ოქროს ცეპი მოყვა და თვითონ გულიც ოქროშია ამოვლებული.

პატარა სამკაულებს იშვიათად ვხმარობ, თუ უამრავი მძივი და გულსაბამი არ მაქვს დაკიდებული, გარეთ არ გავდივარ, მაგრამ ეს მომეწონა და მაშინვე შევუერთე კოლექციას.

ჰო, 3 დოლარად მოვიგეთ აუქციონზე, თავის ლამაზ ყუთში ჩამოვიდა ორიგინალი ფასის მარკით:

რა შუაშია და ჩემი საყვარელი სამაჯურები:

ჰოდა აწი დაერხა აუქციონს, რადგან უვნებლად და დაუზიანებლად ჩამოვიდა ეს კულონი, რამდენიმე ბეჭედზე და სამაჯურზე მაქვს თვალი დადგმული🙂

13 thoughts on “princess pride

  1. ჰმ.მეც მასეთი კლავიატურა მაქვს🙂

    ესეთ ლამაზ ყელს დამშვენდა პატარა კულონი.

    უშნო კისერის პატრონს ჭირდება დიდი მძივები,რათა დაფაროს ყელის სიუშნოვე.
    გიხდება,მომილოცავს🙂

  2. კია ჩემი შენზე დიდი, მაგრამ მაინც არაა სუფთა ოქრო, თორემ სილამაზე იცოცხლე, კი აქვს. და არაა ეგ კულონი პატარა. ძალიან ლამაზია დიადო. ეჰ გახსენებულზე წავედი დავიკიდო მე ჩემი😀

  3. კი არ დაერხა გამართლებია აუქციონა :):):)
    ძალიან ლამაზია კულონი… მე ჯერ ვერ მოვაბი თავი რამის გამოწერას… არადა იმდენი ხანია მინდა

  4. ეგ პროცესი მიყვარს ყველაზე ძალიან: ამანათის გაბრდღვნა🙂 მშვიდობაში

  5. ici ra minteresebs sof? eg auqcioni truxa xom araa? :)) anu 3$ ki iyide (dzn momecona kuloni) magram chamotana ramdenad gijdeba? anu saboloo fasi bevrad meti ar gamodis 3$-ze?

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s