ზაფხული მოდის და ჩემი კაჭკაჭიზმი უფრო და უფრო მძაფრდება, ამჯერად ამაზონის სამკაულებს დავადგი თვალი და რამდენიმე ვიშ ლისტშის მოვაქციე. აი ისინიც:
მარკიზებით და ამეთვისტოს დიდი თვლებით გაწყობილი ყელსაბამი. $ 55
14 კარატიანი ოქროთი დაფარული ყელსაბამი, $ 44
ვერცხლით დაფარული ლურჯი ტოპაზის სამეული $29
ამეთვისტოს ყელსაბამი და საყურეები $39
ვერცხლის ყელსაბამი და საყურე $ 34
ტოპაზის საყურეები და ყელსაბამი $ 35
ვარდისფერი ცირკონის ყელსაბამი და საყურეები $ 39
ამეთვისტოს და ციტრინის ყელსაბამი და საყურე $ 35
ამეთვისტოს ნაკრები $ 37
ვერცხლის და ამეთვისტოს ნაკრები $ 39
რა გინდოდა რას მერჩოდი, რას ერჩოდი ჩემს სუსტ გულს? ;(
და გგონი,რომ ეს ნამდვილი ტოპაზის ქვებია ამ ფასში ?
ტოპაზი რამდენადაც ვიცი ძალიან ძვირფასი ქვა არ არის.
ძვირფასი არის იმდენად,რომ ის 50$ არ აღირება.არც იმდენი,რომ მისმა ფასმა ერთ კარატზე 5000$–ს გადააჭარბოს.
ეს ტოპაზი თუ ნამდვილია,რეალური ფასი სადღაც 350$ უნდა შეადგენდეს.
(11 წლის უკან კი მართლა ღირდა 50$ იმხელა ქვა რამხელაც სურათზეა გამოსახული.)
zalian magrebia.romel saitze iyideba egeni sof?saxlshi mitanitaa?
amazon.com
შენი ნებაა, გინდა გადამზიდ კომპანიას აირჩევ, გინდა სახლის მისამართს მიუთითებ, მაგრამ უფრო ძვირი დაგიჯდება.
ამეთვისტო საჩემო ქვა ყოფილა : ))))) მართალია, როგორც შენ ეძახი ”კაჭკაჭიზმი” დიდად არ მახასიათებს, მაგრამ მაინც მოვიხიბლე : ))