რამდენიმე ნივთი, რომლის გარეშეც ვერ გავძლებ

ეს უბრალოდ გამონათქვამია, თორემ ადამიანი რის გარეშე აღარ გაძლებს🙂 მაგრამ ამ ნივთების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ცხოვრება.

1. მობილური ტელეფონი

ჩემი საყვარელი ნოკია, რომელიც უკვე 2 წელია მაქვს და ჯერ–ჯერობით სხვა ტელეფონის სურვილი არ გამჩენია. ბევრი ტელეფონი გამომიცვლია და ყოფილა შემთხვევებიც, რომ მობილურის გარეშე ერთი კვირა დავრჩენილვარ. ოცდამეერთე საუკუნეში მობილური ტელეფონის გარეშე ძნელია ცხოვრება.

2. ჩემი კომპიუტერი.

აი აქ იქმნება ხოლმე ჩემი გენიალური პოსტები🙂 მიყვარს ჩემი ძველი და შენელებული კომპიუტერი, ერთ თვეში მომიწევს მისი მიტოვება და გული მწყდება😦

3. თმის სახვევი

ამაზონიდან გამოწერილი რევლონის თმის სახვევი. ცოტა არ იყოს და ყელში ამომივიდა ჩემი სწორი თმები. გულით რომ გინდოდეს უთოთი და სალონში ვერ გაისწორებ ისე, როგორც მე მაქვს და ამ სახვევს ცოტა მრავალფეროვნება შემოაქვს ჩემს ცხოვრებაში.

4. კონტაქტური ლინზები.

დავისვენე, რასაც ჰქვია, დიდი პრობლემა მომიხსნა ამ ლინზებმა. სათვალეს წლები ვატარებდი, მაგრამ ხან იორთქლებოდა, ხან ტყდებოდა, ხან ისე მტკენდა ცხვირს, აღარც მინდოდა გაკეთება. დაახლოებით 7 წელია რაც ლინზები გავიკეთე და ამოვისუნთქვე შვებით. არანაირი პრობლემა, ვერც ვგრძნობ რომ მხედველობა –6–ით მაკლია.

5. თმაზე გასაკეთებელი

გარეთ უმეტესი დრო გაშლილი თმებით დავდივარ, მაგრამ სახლში ვერასდროს ვერ ვგუობ გაშლილ თმას, აქედან გამომდირე სულ თმის რეზინებს ვეძებდი, ვკარგავდი, მერე ისევ ვპოულობდი და ასე შემდეგ.

რამდენიმე წლის წინ მე და ბადრიმ ერთ–ერთ პატარა მაღაზიაში ვიყიდეთ თმაზე გასაკეთებელი და იმის მერე სხვა არაფერი გამიკეთებია. ზღვაზე, სოფელში, სახლში, გარეთ, სულ ეს მიკეთია, ჩემს თავზე სხვას ვერასდროს ვერ ნახავთ🙂 თან არც მეკარგება და ერთგულად მემსახურება, ასე ვთქვათ იღბლიანი სამაგრია🙂

ჰოდა, კიდევ ბევრი რამის გარეშე გამიჭირდებოდა, მაგრამ მეტი არაფერი მახსენდება ახლა.

თქვენ რის გარეშე ვერ გაძლებთ?

2 thoughts on “რამდენიმე ნივთი, რომლის გარეშეც ვერ გავძლებ

  1. უფ არ ვიცი რამდენი რამის გარეშე არ შემიძლია. მაგრამ არ მახსენდება ეხლა ასე კონკრეტულად. და ეგ მარადმწვანე თმისამაგრი ვიცი, როგორც გიყვარს🙂

  2. magari suratia deqstopze true bloodisi<me chemi kompiuterisa ,teleponis da katis gareshe romelic ukve 5 welia chemtan aris martla gamichirdeba.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s