ევროვიზია 2011 – პირველი ნახევარფინალი – მიმოხილვა

ჰოდა მე დავბრუნდი და ეს ორი დღე ლამის გავგიჟდი უინტერნეტოდ. დღეს ორი მხიარული ბიჭი მოვიდა და ჩამირთეს ინტერნეტი.

რა თქმა უნდა გული არ გამიძლებს ევროვიზიას არ შევეხო, ეს ერთადერთი მუსიკალური კონკურსია, რომელსაც არასდროს არ ვტოვებ, მიუხედავად იმისა რომ აქ პოლიტიკაა ჩარეული და ბლა ბლა ბლა მაინც ძალიან მიყვარს.

თანაც სხვა წლებისგან განსხვავებით აქ კარგად ვიცნობ კონკურსანტებს და მათ სიმღერებს,  ჩემი ფავორიტებიც მყავს საქართველოს გარდა რა თქმა უნდა.

გახდა 11 საათი, რომელსაც მოუთმენლად ველოდებოდი და მე და ლიკა შევუდექით ყურებას სინქრონული რეჟიმით ტელეფონზე, მარწყვის ნაყინის თანხლებით.

დავიწყოთ იმით, რომ დარბაზმა და სცენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მილიონობით ევროს ახარჯავენ ევროვიზიის სცენის მოწყობას, მაგრამ გერმანიამ საოცრება გააკეთა.

რაც შეეხებათ მონაწილეებს… უნდა ითქვას რომ საკამოდ სუსტი ჯგუფი იყო, ჩემი ფავორიტების უმეტესობა მეორე ნახევარფინალში მოხვდა. უმეტესობა არ ვარგოდა, უმელოდიო, უაზრო სიმღერები – სან მარინო, მალტა, პოლონეთი, ალბანეთი, ხორვატია – არაფრად ვარგოდა, შესაბამისად ვერც მოხვდნენ ფინალში.

სომხეთს საშინელი დეტონაციები ჰქონდა, ხმა ცუდად ისმოდა, სიმღერაც ძალიან ზედაპირული და მარტივი. თურქეთისგან მეტ ველოდი, ცუდი არ იყო, მაგრამ არც გადასარევი, არადა როგორც წესი კარგ კონკურსანტს უშვებენ ძირითადად როკის ჟანრში.

აზერბაიჯანმა იმედები გამიცრუა, ჩანაწერში სიმღერა ცუდად არ ჟღერს, მაგრამ ლაივში ცუდად ისმოდა. თანაც ამ გოგოს დაყენებული მანერები მაღიზიანებდა.

რუსეთის ვერც თავი გავიგე ვერც ბოლო, რაღაც თინეიჯერული სიმღერა იყო. ნორვეგია თავისი ცნობილი ჰაბა ჰაბა–თი, რომელიც რატომღაც მეგონა გავიდოდა, მაგრამ დარჩა გაღიმებული.

ახლა შედარებით ძლიერ კონკურსანტებს რაც შეეხებათ – უნგრეთი, რომელსაც გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებენ, სულ რომ არ ემღერა ისეთი შოუ დაუდგეს, თვალები დამიბრმავდა, ლუჯრი შუქებით და საოცარი ეფექტებით, თუმცა უნდა ვაღიარო არ არის ცუდი სიმღერა და ქალიც კარგად მღერის.

ყველას მოეწონა ლიტვა ჩემს გარდა. გოგო კარგად მღერის, მაგრამ ზედმეტად მოსაწყენი ბალადაა, ჩამეძინა, მელოდიაც ვერ დავიმახსოვრე.

საყვარელი ისლანდიელი კაცები, რომლებიც გარდაცვლილი მეგობრის საპატივცემულოდ გამოდიან, კარგი სიმღერით, მაგრამ ასევე ცოტა მოსაწყენი, თუმცა გული არ დამწყვეტია, ფინალში რომ მოხვდნენ, იმსახურებდნენ.

სერბეთს არაფრით არ ველოდი ფინალში, ჭრელ კაბაში ჩაცმული ქერა გოგო უაზრო სიმღერით, რომლის მელოდიაც ასევე ვერ დავიმახსოვრე.

ჰო, ახლა ჩემი ორი ფავორიტი – ფინეთი და საბერძნეთი.

საბერძნეთის წარმომადგენელი, ლუკას იორკასი და სტერეო მაიკი უცნაური მიქსით, რომელიც ძალიან ბევრს არ მოეწონა და საერთოდ ისეთი სიმღერაა, ან უნდა მოგეწონოს, ან შეგზიზღდეს და მე ძალიან მომეწონა.

ლუკა ბერძნული იქს–ფაქტორის გამარჯვებულია, დედაჩემი ხშირად მიყვება ხოლმე, ის აქ არც ერთ კონკურს არ ტოვებს. ძალიან ნიჭიერი და კარგი ვოკალის მქონე, თავმდაბალი და მორიდებული ბიჭი.

სიმღერა ბერძნულ–ინგლისურია, თავიდან სტერეო მაიკი რეპავს და მერე ლუკა აგრძელებს პატრიოტული სულისკვეთების სიმღერით, თითქოს ძალიან შეუსაბამოა, მაგრამ კარგად ერთდება, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომეწონა. ლუკას ხმა კარგად ისმოდა, სხვებისგან განსხვავებით.

ფინეთის საყვარელი პერედაიზ ოსკარი, რომელიც პლანეტის გადარჩენაზე მღერის, საყვარელი და წყნარი სიმღერა, ოსკარი მარტო ასრულებს ამ სიმღერას, ყოველგვარი ბექ ვოკალების და შოუს გარეშე, ვარსკვლავების ფონზე.

და ბოლოს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საქართველო…

უნდა ითქვას, რომ სასიამოვნოდ დავრჩი გაოცებული, მე–9 ნომრად გამოვიდა ელდრაინი და წინა კონკურსანტებს ათასჯერ სჯობდა, ყველაფერი თავის ადგილზე იყო, ხმა, ინსტუმენტები, გაფორმება.

სოფოს კაბას ბევრი უარყოფითი შეფასება მოყვა, ადარებდნენ უცხოპლანეტელს, მორტალ კომბატს, ლედი გაგას, სიმართლე ითქვას არც მე მომეწონა კაბა, უკეთესი შეიძლებოდა, არც ცოტა წვეტიანმა ჩექმებმა მომხიბლა, მაგრამ ბიჭებს მოუხდათ მწვანე და შავის ნაზავი. კიდევ კარგი, ერთხელ მაინც ვნახე ქართული ჯგუფი, მიუხედავად იმისა რა ჟანრს მღეროდნენ, რომ ჭრელი საროჩკები და ნაკეციანი შარვლები არ ეცვათ, მადლობა ღმერთს!

მომეწონა გიტარისტის მეიქაფი და ვარცხნილობა🙂 ნუ პრინციპში შუა ნაწილის რეპსაც არა უშავდა, აიტანა სიმღერამ, გიტარისტის რამდენიმე ჩახავლებაც მესიამოვნა, კარგად ჩაჯდა.

სოფოს რაც შეეხება, სტარ აკადემიდან მოყოლებული რატომღაც გულზე არ მეხატება ეგ გოგო, მაგრამ ვაღიარებ რომ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და ბოლომდე დაიხარჯა, ვოკალი ბევრად იყო გამოსწორებული ბოლო თვის მანძილზე, თორემ ვანოს შოუში რომ იმღერა, იქ სერიოზულად შემეშინდა.

და კიდევ სულ მეშინოდა რეპის ეპიზოდზე სიტყვები არ დავიწყებოდა გიტარისტს და იმდენი ვიმეორე არ დაგავიწყდეს არ დაგავიწყდეს –თქო სანამ ლიკამ არ მაგინა🙂

მომეწონა ტყავის ელემენტები ბიჭების ტანსაცმელში , რა თქმა უნდა იტყოდნენ “ბიჭი რომ თვალებს შეიღებავს” და  მსგავს ქართულ სიბრძნეებს, მაგრამ ვაღიაროთ – რაც იყო კარგი იყო.

სიმღერა რომ ძალიან მომწონს ამას დიდი ხანია ვამბობ, მომწონდა თაკოს დროსაც და მომწონს ახლაც, ამ ჟანრის მიმართ გულგრილი ვერასდროს დავრCები, ალტერნატივა და პანკ–როკი ჩემი სისუსტეა. ვფიქრობ მეტის გაკეთება შეიძებოდა სცენაზე გაფორმების მხრივ, სხვებს აუფეთქეს სცენა და ცეცხლები და ფეიერვერკები უყარეს.

ესეც სურათები სცენიდან:

ესეც ნახევარფინალის ყველაზე კარგი ხარისხის ვიდეო რაც ვნახე:

ესეც შედეგები ეკრანზე, ჩანს მეხუთე ნომრად საქართველო.

დღევანდელ ნახევარფინალსაც მოუთმენლად ველოდები, დანია, რომელსაც ყველაზე მეტად ვგულშემატკივრობ საქართველოს მერე, დღეს გამოდის.

და საერთოდ რა მოითმენს ფინალამდე🙂

5 thoughts on “ევროვიზია 2011 – პირველი ნახევარფინალი – მიმოხილვა

  1. აბა იმდენი იძახე სანამ არ მიიღე და🙂 უფ არც ერთი არ მომეწონა. ერთადერთი დანია მომწონს ცოტათი და რა ვიცი იმედია გავა ფინალში. ვნახავთ დღეს. ყველაზე ვიხვრინე. და ასეთი მოუწესრიგებელი მომღერლები ჯერ არ მინახავს. უმეტესობას საერთოდ არ ამოსდიოდა ხმა.

  2. ნორვეგია რომ არ გადაიყვანეს გამიტყდაა…🙂 მაგრად უბერავდნენ არადა…🙂

    • დანია პირველ ნახევარფინალში არ მონაწილეობდა და მეორეზე აღარ გამიკეთებია მიმოხილვა, მაგრამ ჩემი ფავორიტები იყვნენ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s