ინტერნეტ ვაკუუმი

მაშ ასე. მოგესალმებით ქამელეონი555 ანუ ლიკა და გაცნობებთ რომ ჩვენი დიადი ბლოგერი დროებით ორდღიან ან სამდღიან ინტერნეტ ვაკუუმშია და ძალიან წუხს თავისი ბლოგის უმოქმედობის გამო. ამიტომაც გადავწყვიტე რამე პატარა პოსტი გამომეცხო თქვენთვის, რომ არ მოიწყინოთ 🙂 ჰო შეიძლება დღესაც დაგვიბრუნდეს არაა გამორიცხული 🙂

ჰოდა სანამ სოფო თავის სახლთან მდებარე საეჭვო კარაოკე დაწესებულებიდან გამომავალი მთვრალი კაცების ყროყინით და “მაია მულატკას” და ” საყვარელო ჩემო დედის” ჰანგებით ტკბება, მე არ შემეძლო არ გამომეხატა ჩემი აღფრთოვანება, ოღონდ ნამდვილი გუშინდელი ევროვიზიის შედეგებით. ნუ სხვა ფეხებზე მკიდია, მაგრამ რაც მთავარია ელდრაინი ძალიან ძალიან კარგად და შეიძლება ითქვას ყველაზე კარგად წარსდგა მაყურებლის წინაშე და ღირსეულადაც გადავცუნცულდით ფინალში:) ყოჩაღ სოფოს და მის ხმას, ყოჩაღ ჯგუფის წევრს, კარგა გემრიელად რომ დაიხავლა და გული მომფხანა. და ყოჩაღ ჩვენს რომ მორიგი სახვრინავი ბალადა არ გავუშვით იქ.

ესეც ჩვენი გამოსვლა და ჩემთვის ძალიან საამაყო. ყოჩაღ eldrineს, ყოჩაღ სოფოს.  გვასახელა რაჭველები (გვარი რაჭული კი აქვს და 😛 )

ჰოდა საიდან და რა შუაშია, მაგრამ ისევ ჩემს უსაყვარლეს within temptation ს რომ არ შევეხო არ არსებობს 🙂  მართალია 2011 წლის ალბომში ცოტა სტილი შეიცვალეს და შერონს აღარც ფუშფუშა კაბები აცვია, მაგრამ მე რისი ფანი ვარ, თუ ამ ცვილილებასაც არ მივესალმე. ესეც მათი ახალი კლიპები და იმედია მათი მოსმენითაც დატკბებით. ( მე კი ისევ ჩვენი საამაყო ჯგუფის გამოსვლით გამოწვეულ სასიამოვნო შოკში ვარ 🙂 )

ეჰ ჩემი შერონი მაინც ყველას მირჩევნია 🙂

by qameleoni555 

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s