საუკეთესო music video

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ხშირად როცა ჩემს საყვარელ სიმღერას ვუსმენ, გონებაში წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს კლიპი, მაგრამ კლიპის ყურების შემდეგ იმედები მიცრუვდება. ხან შინაარსია უაზრო, ხან ის ემოციები ვერ მოაქვს რაც საჭიროა, ერთი სიტყვით არ მომწონს. ზოგ სიმღერას კი საერთოდ არ აქვს მუსიკალური ვიდეო.

მაგრამ არის ისეთი კლიპებიც, რომელებიც ზუსტად ემთხვევა ჩემს წარმოდგენებს და გემოვნებას და რომლების ყურებაც არ მბეზრდება არასდროს.

ტოპ ათეული.

9. rob dougan – furious angels

მიყვარს, მიყვარს ეს უცნაური სიმღერა და ეს უცნაური კლიპი, მიყვარს რობ დოუგანი, რომელიც უნიჭიერესი კომპოზიტორია და რომელსაც საოცარი კომპოზიციები აქვს შექმნილი, განსაკუთრებით მატრიცასთვის.

8. sum 41 – pieces

ერთგვარი პროტესტი ყალბი და მინებში ჩასმული ცხოვრებისადმი და იმისთვის, რომ იყო იდეალური. მართლა დამაფიქრებელი და საინტერესო კლიპია, სიმღერაც რა თქმა უნდა.

7. The Fray – You Found Me

კარგი ხარისხის კლიპი, მისტიური ელემენტებით. თანაც ჯგუფის წევრები იდუმალი სახეებით დგანან სახლების სახურავზე და ჩაფიქრებული სახეებით გადაჰყურებენ ქალაქს.

6. within temptation – the howling

ამ ჯგუფის ყველა კლიპი პატარა ფილმია, როგორც შინაარით, ასევე სუპერ–სუპერ ეფექტებით. გოთიკური, მისტიური, გრანდიოზული და მასობრივი. ამ შემთხვევაში სიმღერა ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული და ნაჩვენებია კონტრასტები ომსა და მკვლელობას შორის და ჩვეულებრივ ცხოვრებას.

5. Breaking Benjamin – The Diary of Jane

დიდ, მიტოვებულ სახლში ან სასტუმროში დარბის თეთრპერანგიანი ჯეინი და სარკეებს ეძებს, მაგრამ ის სარკეში თავის თავს ვერ ხედავს და ამით ძალიან სასოწარკვეთილია, ბენჯამინების სიმპათიური სოლისტი კი მის დღიურს უმღერის.

4. papa roach – scars

ჩემი უსაყვარლესი სიმღერა და საყვარელი სოლისტი – ჯეიკობსი, რომელიც თავიდან ფეხებამდე ფერადი ტატუებითაა დაფარული. კლიპში მისი გერლფრენდი ალკოჰოლიზმითაა დაავადებული და თავს ვერაფერს უხერხებს, ერთხელ კი მის სახლს გადაწვავს შემთხვევით, პაპა როაჩი კი ნანგრევებში მღერის.

3. linkin park – shadow of the day

ლინკინ პარკის ყველა სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათი კლიპები არ მომწონს. ეს კლიპი განსხვავდება სხვა დანარჩენებისაგან, ქუჩის პროტესტების წინააღმდეგაა მიმართული, თანაც ჩესტერი კარგად გამოიყურება🙂

2.  within temptation – all i need

ჯენიფერ ლოპესის ცნობილი ფილმის “უჯრედის” შთაგონებით გაკეთებული კლიპი – უსაზღვრო ფანტაზიას და რეალობას შორის, ადამიანის გონებაში არსებული მიუდგომელი ადგილები, რომელიც ამ კლიპიშია ასახული.

 1. my chemical romance – the ghost of you

შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმღერა კლიპით შემიყვარდა. ომის პერიოდია. პატარა წვეულება, სადაც ჯარისკაცები არიან შეკრებილები. ისინი გოგონებს საცეკვაოდ იწვევენ. პარალელურად აჩვენებენ მათ ბრძოლის პერიოდში, როგორ ცდილობენ თავის გადარჩენას, როგორ ეღუპებათ თანამებრძოლი, ახლა კი ისინი უბრალოდ ცეკვავენ. ძალიან ემოციური კლიპია და სიმღერაც. ჰო და თან ჯერარდი ამ კლიპში ყველაზე სიმპათიურად გამოიყურება, რაც ოდესმე მინახავს.

3 thoughts on “საუკეთესო music video

  1. ვაიმე ვაიმე ვაიმე ჩემი შერონი ჩემი კუმირი (მუწუკას ხმით). მიყვარს მიყვარს მიყვარს მიყვარს within temptation ნამდვილად დიადო, შესანიშნავი კლიპები აქვთ და ახლა სამი ახალი კლიპი აქვთ და ისინი კი ნამდვილად პატარა ფილმებია. თითო ათ წუთიანია. ჰოულინგის მეორე კლიპიც ძალიან ლამაზია. მოკლედ მიუხედავად იმისა რომ აქ ჩამოთვლილთაგან თითქმის ყველა მიყვარს, შერონს ჩემთვის ვერასდროს ვერავინ ვერ შეედრება. ეს ჯგუფი მუდამ იყო, არის და იქნება ჩემი ყველაზე უუუუუუუუუუსაყვარლესი ჯგუფი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s