მაშ ასე, როგორც იქნა ეს დღეც შედგა და მე და ბადრი ოფიციალურად დანიშნულები ვართ 🙂
დავიწყოთ თავიდან. ჩემი დილა ასე დაიწყო:
საშინელი გრიპი, დაკარგული ხმა, სიცხე, არადა რამდენიმე საათში ნიშნობაა. სასწრაფოდ დავლიე წამლები, ჩაი, მერე ჩემს თავს შთავაგონე, რომ არაფერი არ მჭირდა და ასე თუ ისე დავძლიე კრიზისი.
ექვსი საათისკენ როგორც იქნა გავემზადე, გაჭირვებით ჩავიცვი კაბა და ჩავედი დაბლა, ბიძაჩემი მელოდებოდა მანქანით.
ეს სადარბაზოში. ნაძალადევი ღიმილით
ამინდმაც არ შემიწყო ხელი, ციოდა და წვიმდა. გავუარეთ ჩემს ძმას და რძალს, ლიკას და მივედით რესტორანში.
ჰოი საოცრებავ! ეს რესტორანი რომ არასდროს არ მინახავს ცარიელი, არ ვიცი გუშინ რა მოხდა, მაგრამ ამხელა დარბაზში მარტო ჩვენ ვიყავით და მერე მოგვიანებით რამდენიმე გოგო მოვიდა დარბაზის ბოლო კუთხეში. კარგი იყო იმ მხრივ, რომ სხვების ყაყანი და სიგარეტის ბოლი არ გვაწუხებდა, ჩვენთვის ვიყავით, და ცუდი იყო იმ მხრივ, რომ მუსიკოსებს მარტო ერთი მაგიდისთვის დაკვრა ეზარებოდათ და ზარმაცობდნენ 🙂
ბადრის დამ ულამაზესი თაიგული მომიტანა.
ჰო… ბადრიმ ბიძაჩემს და ჩემს ძმას ჩემი ხელი სთხოვა და თან ეცინებოდა, მე და ლიკა აქეთ ვიცინოდით, ახლა უარი რომ უთხრანო. მერე შევუდექით საჭმელების ათვისებას. ლიკამ საწყალ თეფშებს და ჭიქებს ფოტოსესიები მოუწყო.
მერე იმაზე ვიმსჯელეთ, კეიტმა და უილიამმა ჩვენ რატომ დაგვიმთხვიეს სამეფო ჯვრისწერა, ამასობაში ცოტა გრადუსშიც წავიდნენ. მე რამდენიმე ჭიქა არაყი დავლიე სამკურნალო მიზნით, მაგრამ ყელი ისე ამტკივდა, ჩურჩულით ვლაპარაკობდი, მაგრამ მაინც არ ვჩუმდებოდი.
ესეც ჩემი რამდენიმე ფოტო:
ეს რესტორანი, რომლის ფარდების და სკამების გაფორმებაც ძალიან მომწონს
მე და ჩემი აწ უკვე საქმრო 🙂
ლიკას პროვოკაციული ფეხსაცმელები:
ნინოს ბოტილიონები, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ამხელა ქუსლებზე შედგომის არანაირი შანსი არ მაქვს
და კიდევ რამდენიმე ხელების კადრები 🙂
ლიკას განუწყვეტელი მესიჯობა და ჩვენი აპარატურა 🙂
და ბოლო რამდენიმე კადრი.
ჰო, ქალბატონმა ლიკამ არ ისურვა სახის გამოჩენა და დავბლურე.
ეს გაურკვეველი იისფერი ლაქა მე ვარ
ესეც ნინო დენსფლორზე 🙂
ერთი სიტყვით… ძალიან კარგი დღე იყო…
ნამდვილად ძალიან კარგი დღე იყო და მეც კარგად ვიცინე და კარგად ვიმესიჯე 🙂 ნახე ასეთი სახეც მიხდება, დიადო 🙂 ჰე ჰე მოკლედ კარგი იყო და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და კარგს :*
ჰეჰეჰე ლიკამ სახის გამოჩენა არ მოინდომა და მე ფეისბუქზე ვნახე სამაგიეროდ 😛
სოფო გილოცავ გაბედნიერებას და ყველაფერს კარგს გისურვებ :))))
აუ რა საყვარელი ხართ იმ სურათში ორივე
და ლიაკს კაბა მომეწონა ძალიან ^^
და ის ნაცრისფერი ბოტოლიონები . სოფოც მომეწონა თავიდან ბოლომდე :დ
სოფო ნიშნობაზე დაბლები გეცვაა?
ნუ არც მთლად მაგრამ არც ქუსლებზე. ალბათ 3 სანტიმეტრი. 🙂
დიდი მადლობა ნათია :* დადო დიადმა მაინც სურათები 🙂 ჰე ჰე. სოფოს მთლად მაღლები არ ეცვა, მაგრამ აი მე კი დავიტანჯე მართლა 😦 თუმცა არ მეტყობოდა 😛
თქვენ ქუსლები გტანჯავთ და მე უქუსლობა 😀 🙂
-გილოცავ,-ბედნიერნი ყოფილიყავით!-ძალიან მომწონს ტრადიციიების მოყვარული ახალგაზრდები,ყველაფერი ძალიან ლამაზია…სულ ასე ლამაზი და ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება!
დიდი მადლობა 🙂
Congrats!!! სოფო, რა კარგი ფოტოებია. შენი და ლიკას ფოტოზე ლიკას სახე კია ვიდეოპატრულში რომ ადრე დამნაშავეებს აჩვენებდნენ და სახეებს უწერტილებდნენ, ისე, 🙂 მაგრამ მთლიანობაში დიდად კარგი ფოტოებია. 🙂 ლიკა, შენი ფოტო მეც ვნახე ფეისბუქზე, ასე რომ არაფერი გამოგივიდათ 🙂
სოფო, გილოცავთ ორივეს, შენც და ბადრისაც და ყოველივე კარგს გისურვებთ, რაც მთავარია კი – წრფელ სიყვარულს და უზომო ბედნიერებას 🙂
პ.ს. ნამცხვარი ახლო ხედით ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება 🙂
ჰოდა დამავიწყდა დამეწერა, რომ გეუბნებოდი მე შენ, გავხარ “ვამპირის დღიურების” ელენას თქო, არ გჯეროდა და ერთ-ორ ფოტოზე იცი მართლა როგორ გავხარ?
რა გინდა, “ოქროს გოგონა” ხარ 🙂 🙂 (ციტირებას ვახდენ ფილმის საინოფსისიდან) 🙂
ნუ ოქროს თუ არა ვერცხლისად მაინც გავალ 🙂 დიდი მადლობა გენაცვალე 🙂
ეჰ არ გამომივიდა, გამომიჭირეს მაინც 😛 უი გოგო მართლა გავხარ შენ რაღაც რაღაცეებში იცი ელენას? ზოგჯერ მეც გამგვანებ ხოლმე. უფრო სწორად ნინას 🙂
ჰო, ნინა დობრევს. ისე ძააალიან კი მომწონს ეგ გოგო, განსაკუთრებით ხვეულ თმებში, აი კეტრინს როცა თამაშობს განსაკუთრებით მაშინ. გასული საუკუნეების კორსეტებში რომაა გამოწყობილი, ძალიან ლამაზია. არ მეთანხმებით? 🙂 აუუჰ, როდის გამოვა ვამპირის დღიურების ახალი სერიები? მეორე სეზონი 19-ე სერიის ჩათვლით ნანახი მაქვს. უნდა დავჩიჩქნო ერთი ინტერნეტში, თუ დაიდო 20-ე სერიაც.
კი არის მე–20 ანუ ბოლო
არა რა ბოლო, კიდევ 2 დარჩა
ჩემი დეიმონი :((((
ანუ გამოსული რაცაა ბოლო ეგ ვიგულისხმე. 12 მაისს გამოვა 22 სერია.
გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥ გილოცავ ♥♥♥
^^
sop giocav syvarulo bednierebas gisurveb.ar gaqvs survili saqmros surati rom gvachveno?
sop giocav sayvarulo bednierebas .