stop – რა ხდება?

მახსოვს ბავშვობაში ე.წ. მეგობრობის დღიურებში იყო ერთი ასე კითხვა “სტოპ! რა გაიგონეთ ახლა?” და როგორც ყოველთვის ყველაზე საინტერესო და სასაცილო ეს პუნქტი იყო ხოლმე. ხან ჩემი კლასელი ბიჭების სასაცილო რეპლიკები ისმოდა იმ დროს, ხან მასწავლებლების უადგილო ჩანართები, ერთი სიტყვით კარგად ვხალისობდით.

ჰოდა ახლა ამ წუთას რა ხდება ჩემს თავს, პოსტის წერის მომენტში.

ნახევარი საათია რაც ავდექი. მთელი ღამე უაზრო სიზმრებს ვხედავდი და თან ყველაფერთან ერთად საიდუმლოებით მოცულ გარემოებაში გავცივდი. სახლიდან რამდენიმე დღეა არ გავსულვარ და მოულოდნელად ცხვირში გავიჭედე.

ავდექი, ბანკში მიმავალ ბიძაჩემს ჩემი პლასტიკური ბარათი და პირადობა გავატანე. გუშინ შემთხვევით აუქციონზე პატარა მოოქროვილი კულონი 3 დოლარად შემოგვეყიდა.

ჰოდა გვაინტერესებს თუ ჩამოვა საერთოდ, ან ისეთი იქნება როგორც სურათზეა თუ არა, იმიტომ რომ ისეთი ულამაზესი ნაკეთობებია ოქროებით და ბრილიანტებით, ღირს მერე აუქციონის მოგება. რამდენიმე წუთის წინ ისეთი საქორწილო ბეჭედი გაიყიდა სამი ბრილიანტის თვლით 80 დოლარად, რომ ლამის თან წავყევი.

ახლა ვზივარ ჩემს ოთახში, ფარდები ჩამოფარებულია, არ მიყვარს ნათელი ოთახი და ყოველთვის ვაბნელებ ხოლმე. კიწის ჩვეული შემოტევები აქვს და დაქრის აქეთ–იქით. წუხელ კარადიდან ძველი რვეულები გადმომიქექა და გავუბრაზდი. მერე შეტენვა დამიწყო, ამოხტა საწოლზე, ცხვირი მიხახუნა და იმდენი იკრუტუნა, სანამ არ შევურიგდი🙂

რაც შეეხება ხმას, ირგვლივ სრული სიჩუმეა ჩამოწოლილი, მარტო ჩემი დინამიკები ხრიალებს უაზროდ. გარედან მანქანების ხმები შემოდის. ჯანდაბა, აი რატომ არ მიყვარს გზის პირას ცხოვრება, ზაფხულში ფანჯარას ვერ ვაღებ და სიცხით ვიგუდები, მაინცდამაინც დილის 6 საათზე უზარმაზარ ტრაილერებს და ტრაქტორებს მოუნდებათ აქ გავლა და საშინელი ხმები შემოდის.

სულ ესაა… ჯერჯერობით.

თქვენთან რა ხდება?

ვთაგავ violet miss და ნათიას.

7 thoughts on “stop – რა ხდება?

  1. chemtan cheveni 2 metriani mamakaci menejeri gurdgunebs teleponshi ragaceeebs… конечно конечно все сделаю da egetebi…. iseti mudoa eg kaci rom veravin itans😀

    • :0🙂 კარგად გამეცინა🙂 შენ რამე ხმა მაინც გესმის ჩემგან განსხვავებით🙂

  2. mteli dgis mandzilze ise vighlebi xolme meg laparakeebiit usasrulo zarebit….tan 5-ni vzivart ert didi otaxshi😦
    saxlshi mtvdarivit movdivar da mteli sagamo xmas ar vigheb🙂

  3. მე ისე ვარ მითიშული კი ისმის რაღაც ხმები მაგრამ მაინც არაფერი ისმის ჩემთვის. უაზროდ ვდევარ და გწერ შენ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s