საუკეთესო TV წყვილები

რაც არ უნდა განსხვავებული ჟანრის იყოს ტელეშოუ, რომანტიული ელემენტები ყველას გასდევს, სასიყვარულო ისტორია აუცილებლად ჩართულია. ათი წყვილი სერიალებიდან, რომლებსაც ფიზიკურის გარდა ემოციონალური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

10. სმოლვილი – კლარკ კენტი და ლანა ლენგი

ყველაზე მრავალტანჯული წყვილი წყვილების ისტორიაში. ჯერ ისედაც სმოლვილი ათი სეზონია და კლარკმა ლანასთვის გრძნობების გამოტეხვას 5–6 სეზონი მოანდომა. ლიკას თქმის არ იყოს კომპლექსი დამიტოვა ამ სერიალმა უზომოდ გაწელილი  სიყვარულის. ყოველი სეზონის ბოლოს ლანა და კლარკი კლარკის სხვენში იდგნენ, სუპერმენი რა თქმა უნდა ვერაფერს ეუბნებოდა და ლანაც მიდიოდა.

სექსი – პირველი სექსი მეექვსე სეზონში ეღირსათ და ორივესთვის პირველი იყო. კლარკს ეშინოდა, რომ თავის ძალებს ვერ მოზომავდა და ლანას რამეს ავნებდა.

9. one tree hill ლუკასი და ბრუკი

სერიალში მთავარი წყვილი ლუკასი და პეიტონი იყვნენ, მაგრამ პირველად ბრუკთან ჰქონდა ლუკასს რომანი, მაგრამ გული მაინც ყოველთვის პეიტონისკენ მიუწევდა. ჰო, მათი რომანი ცხოვრებაშიც გადაიზარდა და ჩად მაიკლი და სოფია დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ქორწინება მცირე ხნიანი გამოდგა.

სექსი – ჰქონდათ პირველივე დღიდან, ყველგან და ყოველთვის.

8.  The O.C. სეტი და სამერი

სერიალში მთავარი წყვილი მარისა და რაიანი არიან, მაგრამ სეტის და სამერის  ურთიერთობა მაინც გამორჩეულია. დაბნეული და უიღბლო სეტი და სკოლის პოპულარული გოგო სამერი თავიდან ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ მალე ეს ყველაფერი სიყვარულში გადაეზრდებათ. ჰოდა ადამი და რეიჩელი სინამდვილეშიც 2 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს (ვერ უძლებს ეს ხალხი  ეკრანულ რომანებს)

სექსი – თავიდან ცოტა ყოყმანობენ, მაგრამ მერე სეტის ოთახში საათობით არიან ჩაკეტილები🙂

7.  Chuck ჩაკი და სარა

ყველაზე ჯაშუშური წყვილი. სარა ნაციონალური უსაფრთხოების აგენტია, ჩაკი კი ძალიან დაბნეული და ლუზერი ბიჭი, რომელიც თავისი ყოფილი კოლეჯის მეგობრის იმეილს გახსნის და მის ტვინში ინტერსექტი, ანუ სახელმწიფოს ყველა საიდუმლო ჩაიტვირთება. სარას მისი დაცვა აქვს დავალებული და დაფარვის მიზნით მისი შეყვარებულის როლს ასრულებს, მაგრამ ჩაკს ის მართლა უყვარდება.

სექსი – ეღირდებათ მესამე სეზონში დიდი ტანჯვის და თავშეკავების მერე🙂

6. legend of the seeker რიჩარდი და კეილინი

აქ სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიასთან გვაქვს საქმე. რიჩარდი მაძიებელია და უდიდესი მისია აკისრია, კეილინი კი confessor-ი (ამას ვერ ვთარგმნი) ანუ მას სექსი საყვარელ ადამიანთან არ შეუძლია, რადგან ამ დროს თავის დაფარულ ძალებს მისკენ მიმართავს და თავის მონად აქცევს ცხოვრების ბოლომდე. ისინი ჯადოქართან ერთად მოგზაურობენ, მაგრამ კოცნის იქით საქმე არ მიდის.

სექსი – არ აქვთ.

5.  gossip girl დენი და სერენა

რაღაც ვერ აღვიქვამ ამათ წყვილად, პრინციპში ახლა არც არიან ერთად, მეოთხე სეზონში, მაგრამ მთელს სერიალს მათი სიყვარულის ისტორია გასდევს🙂 ჰოდა ისინი სინამდვილეშიც ხვდებიან ერთმანეთს. დენი – ღარიბი ბიჭი და სერენა – მდიდარი არისტოკრატი მანჰეტენიდან.

სექსი – გაცნობის დღიდან, უპრობლემოდ🙂

4.  heroes საილერი და ელლე

ესეც საბედისწერო სიყვარულის ისტორია. საილერი, იგივე გაბრიელი ჯერ არ არის ბოლომდე გარკვეული თავის შესაძლებლობებში, როცა ნოა ბენეტი მასთან ელლეს შეგზავნის ფარული კამერით. გაბრიელი ენდობა მას და ყველა საიდუმლოს გაუმხელს, მაგრამ მოგვიანებით როცა ყველაფერს გაიგებს, ელლეს კლავს.

სექსი – აქვთ ხან სახლში, ხან სანაპიროზე🙂

3.  true blood სუკი და ბილი

ვამპირის და ფერიას სიყვარულის ისტორია, არც ისე რომანტიული და შელამაზებული, მაგრამ საინტერესო. დღეს ანა და სტივენი ცოლ–ქმარი არიან.

სექსი – ბებიის სიკვდილის დამწუხრებული და განადგურებული სუკი თეთრი ღამის პერანგით სახლიდან გარბის და ბილთან მიდის. ბილი ამას გრძნობს და გარეთ გამოვარდება, მერე ხელში აჰყავს სუკი და სახლში ბუხართან მიეცემიან სიყვარულს🙂 ჰო, სუკისთვის ეს პირველია.

2.  buffy the vampire slayer ბაფი და ენჯელი

ვამპირი ენჯელი და ვამპირებთან მებრძოლი ბაფი, თითქოს შეუთავსებელი წყვილია, მაგრამ ენჯელს სული აქვს სხვა ვამპირებისგან განსხვავებით და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. მართალია ენჯელი მესამე სეზონის მერე მიდის სერიალიდან, მაგრამ მეშვიდე სეზონამდე ბაფი იტანჯება მისი სიყვარულით🙂

სექსი – ჰქონდათ ერთადერთხელ, რომლის შემდეგაც ანჯელმა სული დაკარგა და ბოროტ ვამპირად იქცა.

1.  buffy the vampire slayer ბაფი და სპაიკი

მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასდროს ყოფილან ნამდვილი წყვილი, მაინც ჩემი ფავორიტები არიან. ერთმანეთის მოსისხლე მტრები, რომლებიც მთელი სამი სეზონი ერთმანეთს მოსაკლავად დასდევდნენ, რატომღაც ეს სიძულვილი სიყავრულად გადაიზარდა. ბოროტი და მკვლელი ვამპირი სპაიკი მთლიანად იცვლება და ბაფის ეხმარება.

სექსი – პირველად ერთმანეთს სცემდნენ დანგრეულ სახლში, როცა ბაფიმ მოულოდნელად აკოცა და მერე ის სახლი უარესად დაანგრიეს🙂 მეექვსე სეზონში ფაქტიურად სულ ამათი სექსი იყო და ბლუფერებში ყური მოვკარი სარა წუწუნებდა, რა ამბავია ამდენი სექსი ამ მეექვსე სეზონშიო🙂 მაგრამ ბაფის სპაიკი არასდროს ჰყვარებია ისე, როგორც ანჯელი და მიუხედავად იმისა, რომ სერიალის ბოლოს სპაიკს ეუბნება მიყვარხარო, სპაიკი პასუხობს, რომ იცის ეს ასე არაა, მაგრამ მაინც მადლობელია ეს რომ უთხრა.

6 thoughts on “საუკეთესო TV წყვილები

    • კიი რას ამბობ, ძალიან მიყვარს🙂 მაგრამ არა მგონია ქართულ საიტებზე მოიპოვო, მე ტორენტებიდან ვიწერდი.

  1. 😦 ტიუდორების მესამე და მეოთხე სეზონიც ვერ ვნახე ქართულ საიტებზე. ხანდახან მინდა, რომ ჩემი საიტი გავაკეთო :))

    • ტიუდორებიც ტორენტებზე… და საერთოდაც ტორენტები იდეალური ვარიანტია, იწერს დიდი სიჩქარით, მთლიან ფაილს, და თან ხარისხის და გახმოვანებების დიდი არჩევანიცაა.

  2. სიმართლე რომ ითქვას ყველა აქ ჩამოთვლილი სერიალი, არა, თითქმის ყველა ძალიან მიყვარს და დიდი ინტერესით მაქვს ნანახი, მაგრამ არც ერთ წყვილს არ მოვუხიბლივარ. საინტერესო და ყველაზე სასაცილოებათ ჩაკს და სარას ჩავთვლიდი და ერთადერთი რიჩარდს და კეილინს გამოვყოფდი. აი ლანამ კიდევ თავისი დიდი თავით დიდი ტრავმა დამიტოვა.უკვე ცუდად ვხდებოდი რომ ვხედავდი ამ გოგოს. ჰო მოძღვარია ქართულად confessor როგორც მახსოვს და ისპავედნიცაა რუსულად. მარა მაინც ვერ ჯდება თარგმანში რაღაც.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s