my likes-dislikes

ისევ და ისევ violet miss-მა დაწერა ძალიან საინტერესო და დიიიიიდი პოსტი ამ თემაზე და მეც როგორც ყოველთვის ურცხვად დავითაგე თავი 🙂

ჰოდა დავიწყოთ, რაც შეეხება like-ებს, აღმოჩნდა რომ ბევრ პუნქტში ვემთხვევი, მაგრამ არა ყველაში. აი ისინიც.

1. ძილი. ადამიანი ცხოვრების ნახევარს ძილში ატარებსო, ალბათ მე უფრო მეტს. სხვებისგან განსხვავებით ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ ამ საკითხს. თუ ძილისთვის ცოტა დრო მრჩება, ხასიათი მიფუჭდება. ვიცი, რომ მეორე დღეს ცუდ ხასიათზე ვიქნები. მინიმუმ 9–10 საათი მჭირდება ძილისთვის, მაგრამ ბევრჯერ მიძინია 12–13 საათიც.

უნივერსიტეტში სწავლის დროს ზუსტად ეს არ მიყვარდა. სპეციალურად შუადღის საათების ლექციებს ვარჩევდი. მაღვიძარა რომ რეკავდა ჩემს ტელეფონზე, ისე მეზიზღებოდა, ლამის გადამეგდო ფანჯრიდან. ამით რამდენიმე სიმღერა მოვიძულე კიდეც, რასაც ვაყენებდი გასაღვიძებლად.

მაგრამ ვერასდროს ვერ ვიძინებ შუადღით. პირველი იმიტომ, რომ ლინზების მოხსნა მეზარება, არადა ისე ვერ დაიძინებ. მეორეც, მერე საშინლად ცუდ ხასიათზე ვდგები, ისევ მეძინება და ლანდივით დავდივარ სახლში.

ერთი სიტყვით ძილი ძალიან მიყვარს.

2. საჭმელი. სახლში ჩემები ხშირად წუწუნებენ, რომ ძალიან წუნია ვარ საჭმელებში. ისეთი რაღაცეები მიყვარს, რაც ძნელი გასაკეთებელია და ხშირად არც არის სახლში. ხორცზე ვგიჟდები, შემწვარი, ჩახრაკული, მოხარშული, ქათმის თუ საქონლის, ოსტრი – ყოველდღე რომ მაჭამო არ მომბეზრდება.

ხილიდან ყველაზე ძალიან ატამი მიყვარს, მერე მოდის მარწყვი, კივი, ბანანზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები. ბროწეული მიყვარს კიდევ ძალიან.

მმმ, ნაყინი, განსაკუთრებით ხილის ჯემით, ან თუ სუფთა ნაყინია, მარწყვში ვთქვეფავ ხოლმე, ან ბანანს და კივს ვაჭრი.

3. წყალი მეც ნათიასი არ იყოს ძალიან მიყვარს. ცურვა სადღაც 12 წლის ასაკში ვისწავლე. ორი წელი ცურვაზეც დავდიოდი. ნაპირზე ჭყუმპალაობა არ მიყვარს, ისე შორს გავდიოდი ზღვაზე, სანაპირო დაცვა უკან მაბრუნებდა. შემიძლია საათობით ვილივლივო, განსაკუთრებით როცა ტალღებია.

4. ამაზე ადრეც დავწერე, ძალიან მიყვარს “ანგელოზების ქალაქი” ანუ ლოს–ანჯელესი. როგორ უნდა მოვკვდე ისე, რომ იქ ერთხელაც ვერ მოვხვდე და ტყეში ჩაფლული ჰოლივუდის ნიშანი ვერ დავინახო, ან გადაღებებზე მიმავალ ჩემს საყვარელ მსახიობებს ვერ შევხვდე.

5. მსახიობები ვახსენეთ, და აი ვინ მიყვარს ყველაზე ძალიან:

6. ვგიჟდები სპორტულ მანქანებზე, რბოლებზე, რალიზე და ა.შ. რატომღაც ეს მანქანა მომივიდა თვალში, რომელიც fast and furious 3 tokio drift–ის მთავარ გმირს ჰყავს ფილმში.

lotus exige ან  elise. ორივეს დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი.

7. ცხოველები. ვგიჟდები ყველანაირ ცხოველზე, კატები, ძაღლები, თაგვებიც კი მიყვარს. ვერ ვუყურებ ისეთ ფილმებს, სადაც გულიმომკვლელი ისტორიებია ცხოველებზე, მაგალითად არ მიყურებია ჰაჩიკოზე, რომელიც 11 წელი პატრონს ელოდებოდა სადგურზე, იმიტომ რომ ვიცი სამუდამო ტრამვა დამრჩება 🙂

8. მიყვარს ტოქსიკური სუნები, ბენზინის, წებოს, ლაკის, ყველანაირი, ნავთის სუნიც  კი.

ჰო, კიდევ ბევრი რამე მიყვარს, რომელიც არც მახსენდება და არც ღირს ჩამოთვლა, გადავიდეთ dislike-ბზე. მსგავსი პოსტი დაწერილი მაქვს იმაზე, რა არ მიყვარს, აქ შევეცდები რამე სხვა დავამატო.

1. არ მიყვარს თევზი, არანაირი სახეობის, მაგრამ ძალიან მინდა სუშის გასინჯვა.

2. არ მიყვარს სოციალური ქსელები და არც ვარ აქტიური სტატუსების და ბმულების გაზიარებებით.

3. არ მიყვარს, როცა ჩემი კატა კნავის. მგონია რომ ამ დროს რამე აწუხებს, ან სტკივა.

4. მეც ასევე არ მიყვარს სიგარეტის სუნი, მახრჩობს. არადა ბადრი ეწევა.

5. არ მიყვარს ზამთარში ბევრი ტანსაცმელის ჩაცმა და ამის გამო ყოველთვის ვცივდები.

6. არ მიყვარს როცა მეძახიან “სოფიკოს”

7.  საშინლად არ მიყვარს მტვერსასრუტის გამოყენება. მირჩევნია სხვა რაღაცეები გავაკეთო სახლში, ვიდრე ამ საშინელი მანქანის გამოთრევა, აწყობა და ჩართვა.

პრინციპში სხვა არაფერი მახსენდება. ვთაგავ ნათიას.

Advertisements

7 thoughts on “my likes-dislikes

  1. მსახიობების “ლაიქში” ერთი შეცდომა გაგეპარა: აბა თუ მიხვდები რა? “ჰინთს” მოგცემ და გეტყვი, რომ ფოტო გაქვს დადებული, თუმცა…

    • აუ ვერ მივხვდი… 🙂 ფოტო მაქვს დადებული თუმცა სახელი და გვარები არ მაქვს მიწერილი? თუ ზაქარის სურათზე ოდნოკლასნიკების ლოგო რომ ილანდება? თუ რააააა? 🙂

  2. არა რა ოდნოკლასნიკი… 🙂 იქიდან გამომდინარე, რომ როგორც შენს პოსტებში ვკითხულობთ ხოლმე, გიჟდები ზაქარიზე, გამიკვირდა პირველი ფოტო მისი რომ არ იყო და სკარსგარდი გყავს გამოჭიმული თავისი შვედური შარმით… 🙂 ჰოდა რომ გამიკვირდა, ამიტომაც შეცდომად ჩავთვალე 🙂 თუ გაცვალე საილერი შერიფზე? 🙂 აქ ეშმაკური სიცილით თვალებმოჭუტული სმაილი უნდა იყოს :)))

  3. ეჰ იმდენი რამე არ მიყვარს ამ ქვეყნად და იმდენი ვინმე არ მიყვარს კიდევ ვინ მიყვარს და რა მიყვარს მაგიც ძნელი მოსაძებნია უკვე და რაც უფრო მეტად გადის დრო მით უფრო მეტად უფრო და უფრო პატარავდა ლაიქის წრე და ჩნდება ძალიან ძალიან ბევრი დისლაიქები გინდა პიროვნებების მიმართ და გინდა რაღაც საგნების და საერთოდ 😐

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s