სერიალის ქუდები

ყველა სერიალს თავისებური ქუდი აქვს. ძირითადად არსებობს ორი კატეგორიის ქუდები. პირველი – სადაც უბრალოდ რამდენიმე წამი ეწერება სერიალის სახელი, როგორც ვამპირების დღიურებში, დაკარგულებში, გმირებში და კიდევ ბევრი – და მეორე, სადაც სიმღერა ადევს და მსახიობების სახელი და გვარები ეწერება, ხანდახან მათ გამოსახულებაზეც.

5. pretty little liars.

სულ 30 წამიანი წუდი აქვს, მაგრამ ერთხელაც არ გადამიხვევია, რაღაც კარგად არის დამჯდარი სიმღერაც და პატარა შესავალიც.

ჯგუფი the pierces, რომელთაგან ერთ–ერთი წევრი სერიალში ბოროტი გოგოს როლს ასრულებს🙂

4. the o.c

ასეთი ტიპის სერიალებში უფრო არის კარგი ქუდები, საერთოდაც ხშირად ბევრი ცნობილი ჯგუფი თუ მომღერალი ჰყავდათ სერიალის განმავლობაში, მათ შორის the killers, the perishers.

ჰო, ეს სიმღერა დიდი ხანი მქონდა ამოჩემებული, კალიფორნიაააა, კალიფორნიააააა, ერთხელ თუ აიჩემე, ძნელია მერე შეეშვა.

ნახევარწუთიანი ქუდი:

ძალიან კარგი ჯგუფი the phantom planet.

 3. one tree hill

ასევე მუსიკალურად დატვირთული სერიალი, ერთ–ერთი მთავარი გმირი, ჰეილი, მომღერლობაზე ოცნებობს და აიხდენს კიდეც ამ ოცნებას. ღამის კლუბში, სადაც ისინი ხშირად იკრიბებიან, ბევრი ცნობილი მომღერალი თუ ჯგუფი ჰყოლიათ სტუმრად.

ქუდი 40 წამიანია.

სერიალს გევინ დეგრაუს ძალიან ცნობილი სიმღერა I don’t wanna be ადევს.

2. Smallville

ათი სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე სიმღერა და ალბათ ყველაზე მეტჯერ მოსმენილი. სამბადი სეიიიიიიიიივ მიიიიიიიიიიი

რემი ზიროს სიმღერა, რომელიც დავიზეპირე და მიუხედავად იმისა, რომ კარგი სიმღერაა, არასდროს გამჩენია სურვილი ისე მომესმინა, ამომიყვანა სმოლვილმა ყელში🙂 მეოთხე სეზონში გამოსაშვებ საღამოზე ჰყავდათ ეს მომღერალი მოწვეული და სხვა სიმღერებთან ერთად ეს ცნობილი ქუდიც შეასრულა.

1. true blood

მმმ, ყველაზე ჭუჭყიანი და უცნაური ქუდი, რაც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ ამავე დროს იდეალურად შეეფერება სერიალის შინაარს. პატარ–პატარა გაწყვეტილი კადრები, რომლებიც თითქოს უშინაარსოდ უკავშირდება ერთმანეთს, მაგრამ არის ამაში რაღაც…

ჯეის ევერეტის სიმღერა – bad things

I wanna do bad things to you…..

5 thoughts on “სერიალის ქუდები

  1. pretty little liars და smallville ის ქუდები ძალიან მიყვარს. ისე მომენატრა ეხლა რომ ვუყურე სმოლვილს მეათე სეზონი როდის დამთავრდება ერთი სული მაქვს თავიდან ბოლომდე რომ ვუყურო. მიუხედავად იმისა, რომ ძველი სეზონები აშკარად ჯობდა. ჰოდა აი თრუ ბლადი თვითონ სერიალი ძალიან მიყვარს, მაგრამ ქუდი და სიმღერა იმდენად არ მომწონს და ისეთ ზიზღის გრძნობას მიტოვებს, ყოველთვის ვახვევ. oc ის ქუდიც კარგი იყო, დასამახსოვრებელი.

  2. pretty little liars-ის ყურება მომინდა. დევს სადმე კარგი ხარისხით (ქართულ საიტებზე) ?

  3. ვიცოდი, ვიცოდი, რომ პირველ ადგილზე თრუ ბლადი გავიდოდა, ყველაზე მაგარი ქუდია, არამარტო სერიალს, ლუიზიანას ასახავს მთლიანად❤

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s