ლურჯი ლაქა

ყველა ადამიანი რაღაც განსხვავებული ნიშნით იბადება, ზოგს თვალების ფერი აქვს სხვადასხვა, ზოგს ფეხზე ექვსი თითი, ზოგს კი სექსუალური ხალი ტუჩთან 🙂 აი მე მაგალითად ისეთი ნიშანი მაქვს, არსად დავიკარგები, ყოველ შემთხვევაში ბავშვობაში ამაზე ხშირად ხუმრობდნენ.

დაბადებისას ზურგზე პატარა სისხლჩაქცევა გამიჩნდა, რომელიც ზომით ძალიან პატარა და მუქი ფერის იყო. ზრდის პარალელურად ლაქა გაიზარდა და გაღიავდა. ახლა ზურგზე მოცისფრო–მოლურჯო გაურკვეველი მოხაზულობის ლაქა მაქვს, რომელიც მხოლოდ ერთადერთ პრობლემას მიქმნის.

ზღვაზე, ზაფხულში, როცა ზურგი მიჩანს, ყველა, ვინც ამას შეამჩნევს, დიდი მზრუნველობით მეუბნება, რომ უკან დასვრილი ვარ და გავიწმინდო. ამაზე უკვე რეაქცია აღარ მაქვს, ღიმილით ვუქნევ თავს და მადლობას ვეუბნები. არის მეორე შემთხვევაც, როცა პირდაპირ მოდიან და იწყებენ გაწმენდვას, მაგრამ ლაქა არ გადადის.

რაც შემეხება მე, მომწონს კიდეც ჩემი ნიშანი, საშუალება რომ იყოს, არ მოვიშორებდი. ბანკეტზე ზურგზე მოხსნილი კაბაც კი ჩავიცვი და კლასელები წინასწარ გავაფრთხილე, წმენდვა არ დამიწყოთ–თქო.

ერთხელ მე და დიანა მოვდიოდით და უკნიდან ერთი ბიჭი დაგვეწია. გოგონა, უკან გაიწმინდეთ, დასვრილი ხართო მითხრა. ჩვენ სიცილით ავტეხეთ და მე მივაძახე, არა, ეგ ლაქა დაბადებიდან მაქვს–მეთქი.  ისე შემოგვხედა, იფიქრა, ესენი ვერ არიანო. მერე დიანამ უკან შემომხედა და მოკვდა სიცილით, მაისურზე თეთრი ლაქა მქონია კედლიდან გადმოსული.

ჰო, ამით იმის თქმა მინდა, რომ ბევრი კომპლექსდება ასეთი ნიშნების გამო და მათ შორის ჩემი რამდენიმე ნაცნობიც 🙂 მაგრამ მე ამაზე არანაირი პრობლემა არ მაქვს და პირიქით, ეს ის ნიშანია, რომელიც დაბადებიდან მომყვება და ძალიან ვარ მიჩვეული.

აი ჩემი ბანკეტის კაბაც

Advertisements

4 thoughts on “ლურჯი ლაქა

  1. რა უშნოთ ვიკრიჭები უქანა ფონზე 😀 ბრჭყვიალების დაყრა ნაგდად არ დამენანა შენზე გახსოვს 😀 მანქანის სალონიც კი სულ რომ ბრჭყვიალებდა

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s