My top 5 anime!

მაშ ასე დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ჰოდა დღეს სოფო დავასვენე და მე ავიღე დატვირთვა ჩემს თავზე. ვიფიქრე ვიფიქრე რა დავწერო მეთქი და ერთი მშვენიერი იდეაც მომივიდა თავში. მოგესალმებით ქამელეონი555 და გთავაზობთ პოსტს ჩემს უსაყვარლეს ანიმეებზე.

ჩემი მიდრეკილება და ავადმყოფური გადახრა ყველაფერი იაპონურისკენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაიწყო დაახლოებით ორი წლის წინ. თვითონ ამ ერზე ვგიჟდები. ოცნებად მაქვს იაპონურის სწავლა და დღესაც როცა ანიმეებს იაპონურად ვუყურებ ინგლისური ან რუსული ტიტრების თანხლებით, რამოდენიმე სიტყვას რომ გავიგებ ხოლმე, ისე რომ ტიტრებს არ შევხედო, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არაა. ზოგადად მიყვარს ეს მინიატურული ხალხი ძალიან საყვარელი ენით და დიქციით. მოკლედ შორს რომ არ წავიდე, ვგიჟდები ანიმეებზე, და თითქმის ყველა ანიმეს გმირის სურათებით სავსე მაქვს კომპიუტერი. ახლა მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ანიმე, რომლებმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს.

5.  blood+

შინაარსს მოკლედ აღვწერ. მთავარი გმირი გოგონაა, რომელსაც საია ჰქვია. საია თითქოს მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს. სკოლის მოსწავლეა, მაგრამ ამნეზია სჭირს და თავისი წარსული არ ახსოვს, მასზე ზრუნავენ, თუმცა წარსულს ნელნელა იხსენებს, რაც მის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის და ხიროპტერების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს თავის ერთგულ მსახურთან ჰაჯთან ერთად. ძალიან კარგი, სათავგადასავლო და საინტერესო ანიმეა, რომანტიკის ელემენტებით.

სეც ტრაილერი.

4. vampire knight

ეს ჩემი პირველი ანიმეა, რომელიც ძალიან მომეწონა და ორივე სეზონს ვუყურე. დიდი შემართებით ველოდები დღესაც მესამეს, მაგრამ მგონი არ აპირებენ გადაღებას. ესაა ანიმე ვამპირებზე. მთავარი გმირი იუკი კროსი სწავლობს კროსის აკადემიაში ვამპირების მონადირე ზერო კირიუსთან ერთად. იუკის მოგონებები უკავშირდება ათი წლის წინანადელ მოვლენას, როდესაც მას თავს დაესხნენ ვამპირები და კეთილმა ვამპირმა  კანამე კურანმა იხსნა ის სიკვდილისგან. ახლა კანამეც ამ სკოლაშია. იუკის და ზეროს დიდი თავგადასავლები ელით, თუმცა ამას მერე გაიგებთ თუ უყურებთ ანიმეს.

 

მინდა აღვნიშნო რომ ყველა ჩემს შემოთავაზებულ ანიმეს ძალიან კარგი საუნდტრეკები და მუსიკალური გაფორმება აქვს. განსაკუთრებით vampire knightს.

3. kuroshitsuji

ძალიან დამწყდა გული, რომ ანიმე მხოლოდ ერთ სეზონიანი გამოდგა. ძალიან უცნაური და სასიამოვნო საყურებელი ანიმე.  მოსამსახურე სებასტიანი, რომლის დემონური ნატურაც სასიამოვნოდ გააკვირვებს მაყურებელს, თავდადებული ემსახურება სამეფო ოჯახის წარმომადგენელ სიელ ფანტომჰაიფს, რომელიც 15 წლისაა და უდიდეს სავაჭრო იმპერიას ფლობს. ეს ხდება ვიქტორიანული ინგლისის ეპოქაში და ფანტომჰაიფი დედოფალის დაქვემდებარების ქვეშაა. მეტს აღარაფერს ვიტყვი, თორემ ანიმეს ყურება ხიბლს დაკარგავს.

 

მინდა ვთქვა რომ ამ ანიმეს ყურების დროს სებასტიანი უბრალოდ შემიყვარდა 🙂 ის შესანიშნავი ანიმესათვის დამახასიათებელი დემონია.

2. elfen lied

ყველაზე დრამატული, სისხლიანი და არაჩვეულებრივი ანიმე, რაც კი ოდესმე მე მინახავს. ერთადერთი ანიმე, რომლის თითქმის ყველა სერიაზე ვიტირე. მოქმედება რა თქმა უნდა ხდება იაპონიაში სადაც გამოჰყავთ ახალი თაობა ხელოვნური ადამიანებისა, რომლებსაც დიკლონიუსებს ეძახიან. მათ არნახული ძალა აქვთ და ირგვლივ ყველაფერს ანადგურებენ. გამოირჩევიან ადამიანებისგან პატარა რქებით. ერთერთი დახურული სადგურიდან ძლიერი დიკლონიუსი ლუსი გარბის, რომელსაც გაორება სჭირს. ერთი მხრივ ცივსისხლიანი მკვლელია, მეორე მხრივ კი პატარა საყვარელი ბავშვი, თავის თავს ნიუს ეძახის… ძალიან ემოციური და საინტერესო ანიმეა.

 

და ბოლოს პირველი და განუმეორებელი ადგილი ჩემს ყველა დროის უსაყვარლეს ანიმეს და არა მარტო ანიმეს, თამაში რომ გამოვიდა,კინაღამ გული გამისკდა სიხარულით. მეხუთე ნაწილია უკვე თამაშის გამოსული თუ არ ვცდები, მაგრამ მიუხედავად ჩემი უდიდესი სიმპათიებისა და სიყვარულისა დანტეს მიმართ მსგავს თამაშებს ვერასდროს ვთამაშობ, მაგრამ ხომ მიხარია? 🙂

1. devil may cry

მე უბრალოდ ემოცია არ მეყოფა ანიმეს შინაარსი გადმოვცე, იმიტომ რომ დანტე დანტე დანტე დანტე დანტეეეეე…

 

ესეც ასე. მგონი კი გამოვიდა  დიდი პოსტი 🙂

by qameleoni555 

Advertisements

5 thoughts on “My top 5 anime!

  1. ვინაიდან და რადგანაც შემომელია სერიალები, ვაპირებ devil may cry-ს და ელფუკების ყურებას, მაგრამ ჯერ უილი და გრეისი სამი სეზონი დამრჩა დასამთავრებელი 🙂

  2. უყურე უყურე არაფერს დაკარგავ მაგრამ შენ მაინც არასდროს გიყვარდა ანიმეები და რა ვიცი გაქაჩავ? 😛

  3. თუ გაინტერესებს ნამდვილი ანიმე რა არის მაშინ Grave of the fireflies-ს უყურე. ძველია მაგრამ აქ ჩამოთვლილ ყველა ანიმეს ჯობია აბსოლუტურად ყველანაირად.

  4. ესე იგი vampire knight-ს ახალ ვუყურებ და დევილ მეი ქრაის ყურება ამ წამს დავიწყე პოსტი მოვრჩი თუ აარა ^^
    დანარჩენებსაც შევხედავ მერე თუ არ დამეზარა :დ მიყვარს ანიმეები ^^ ბევრი არც მაქვს ნანახი რაც მინახავს ყველა მიყვარს ^^ განსაკუთრებით : hellsing, wolf rain და death note <3<3<3 ეს სამი არის ჩემი ყველაზე ყველაზე ფავორიტები ❤

    • სამივე ნანახი მაქვს და სამივე ძალიან მიყვარს მეც. არ ინანებ დამიჯერე უყურე, ყველა ძალიან კარგია და რაც მთავარია მოსაწყენი არაა 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s