will you marry me?

ჩვენი გაცნობიდან ერთი კვირის მერე მითხრა ჩემი გრძნობა უფრო მეტია, ვიდრე მოწონებაო. სამი კვირის მერე მითხრა მიყვარხარო. ერთი თვის მერე კი უკვე ოჯახის შექმნაზე წავიდა ლაპარაკი.

იმის მერე ხუთი წელი გავიდა. ჯერ სკოლა უნდა დამემთავრებინა, მერე უნივერსიტეტი, ისიც მოთმინებით მელოდებოდა. უნივერსიტეტიც დავამთავრე უკვე ერთი წელია და გაზაფხულიც მოვიდა.

ცვლილებებს ძალიან რთულად ვეგუები. თითქოს მირჩევნია ერთ დინებას მივყვე, მაგრამ ახლა ნამდვილად ვიცი – ცვლილებების დრო დადგა.

რამდენიმე დღის წინ დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვუთხარი დედაჩემს, არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა. ბადრის არც იცნობს, ის რომ წავიდა, მაშინ გავიცანი, მარტო სურათებზე ჰყავს ნანახი. ჩემდა გასაოცრად ძალიან მშვიდად მიიღო და ყველაფერში დამეთანხმა. არადა როგორია, 6 წლის უნახავი შვილი გათხოვებას აპირებს, თანაც შენს გარეშე.

ეს ხუთი წელი საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და რომ შემეძლოს კიდევ რამდენიმე თვეს დავამატებდი, მაგრამ დამღალა უკვე ხალხის რეაქციამ და გამუდმებულმა “არ თხოვდები? რა ამბავია ამდენი წელი” და ერთი უზარმაზარი მარაზმი, რასაც ხშირად იმეორებენ: “და–ძმურ სიყვარულში არ გადაგეზარდოთ” ჰა ჰა ჰა.

სიმართლე ითქვას ცოტა არ იყოს და მეშინია. როგორც უკვე ვთქვი სიახლეებს ძნელად ვეგუები, თანაც მთლიანად გარემოს შეცვლას, მაგრამ ბადრიც მეცოდება, უკვე ორი თვეა მარტო ცხოვრობს.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი გადაწყვეტილია, აპრილის ბოლოს ნიშნობა იქნება.

Advertisements

14 thoughts on “will you marry me?

  1. უზომოდ მიყვარხართ ორივე და ძალიან გამახარებთ აპრილის ბოლოს :-* ისე და მალე გავიდა ეგ დრო გუშინდელივით მახსოვს ყველაფერი…
    ერთი გული მწყდება რომ არ ვარ მანდ…საუქეთესო მეგობრები ბედნიერდებიან მე კი გვერდში არ ვიქნები
    მენატრებიიიიიიით….

  2. ჩემი საუქეთესო მეგობრები ბედნიერდებიან მე კი გვერდში არ ვიქნები ეგრე უნდა დამეწერა თორე ვერ გამოვიდა რაგაც სწორედ 😀

  3. აბაო ვისი მეჯვარე ვიქნებიო მეო ვისიო? ვინ გადადგა როგორც იქნა ნაბიჯიო და ვის ნიშნობაში ჩასაცმელ კაბის საშოვნელად დავიწყვიტე დღეს ფეხებიო? :*

  4. ლიკ. რუსთავში რომ ვყოფილიყავი შეგეცილებოდი მეჯვარეობაში 😀

    აი ნათლიად გახდომაში კი ვერ მომიშორებთ ვერაფრით 😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s