smokey eyes თუ სულის სარკე !?

თვალები ძალიან საინტერესო ფენომენია, სამყაროს აღქმის ერთ–ერთი მთავარი საშუალება, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად ხედავს.

ნათიამ დაწერა თავის თვალებზე და დამთაგა. მაშ ასე – რას ვფიქრობ ჩემს თვალებზე.

თვალები სულის სარკეაო და ბლა ბლა ბლა, ბევრი რამეა ნათქვამი თვალებზე, თვალებით გამოიცნობ ადამიანს, რა უდევს გულში, კეთილია თუ ბოროტი და ა.შ.

როგორც ჩემი მეგობარი დიანა იტყოდა, მე მაქვს სტანდარტული ფერის თვალები, ანუ ყავისფერი (ამას იმიტომ ამბობდა, რომ თვითონ მწვანე თვალები აქვს) სიმართლე ითქვას მომწონს ეს ფერი და არასდროს მინატრია მწვანე ან ლურჯი, რომელიც სავარაუდოდ არ მომიხდებოდა.

ბავშვობიდან ძალიან ცუდად ვექცეოდი ჩემს თვალებს და შედეგიც მივიღე. სანთლის შუქზე საათობით ვკითხულობდი წიგნებს (მაშინ შუქები იშვიათად იყო), არ ვიცი ამის ბრალია თუ სხვა რამის, მაგრამ ახლა დიდი მინუსი მაქვს ორივე თვალში, აქედან გამომდინარე ვატარებ კონტაქტურ ლინზებს, რომელიც უკვე ისე შემისისხლხორცდა, რომ ვეღარც ვგრძნობ. მაგრამ როცა ლინზებს ვიხსნი, ვგრძნობ როგორი უსუსური ვარ, როცა ორი ფეხის ნაბიჯზე მიჭირს უკვე დანახვა.

ჰოდა რას ვამბობდი, მომწონს ჩემი თვალის ფერი, სახლიდან იშვიათად გავდივარ ისე, რომ თვალებს რამე make-up-ი არ გავუკეთო, თუნდაც სულ მცირე. სისტემატიურად ვხმარობ შავ ფანქარს თვალის კუთხეში ე.წ. “პწიჩკების” გასაკეთებლად.

სკოლაში, სანამ ლინზებს გავიკეთებდი, ჩემი საფირმო გამოხედვა მქონდა, რასაც ჩემი თაყვანისმცემლები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ – იდუმალი გამოხედვა, ოდნავ მოჭუტული თვალებით, სინამდვილეში ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს მიხვდება, რომ როცა კარგად ვერ ხედავ, თვალებს ჭუტავ, რომ უკეთესად დაინახო.

კიდევ ჩემს სკოლაში ორი ბოროტი გოგო სწავლობდა, პარალელურ კლასში იყვნენ და მე ამომიჩემეს. რამდენი დამინახავდნენ, ძალით ახამხამებდნენ წამწამებს და მაჯავრებდნენ, სიმართლე ითქვას სულ ფეხებზე მეკიდა მათი აზრი, მაგრამ როცა ქუჩაში ნაცნობებს ვეღარ ვცნობდი, მერე გავიკეთე სათვალე, ცივილიზაციის შემოსვლასთან ერთად კი ლინზები.

ძალიან მომწონს სმოუქი აის, ანუ შებოლილი თვალები, ხანდახან შავ ჩრდილებზეც არ ვამბობ უარს.

ახლა პატარა ექსმერიმენტი, მე და სხვადასხვა ფერის თვალები:

ლურჯი თვალები:

იასამნისფერი თვალები:

და მწვანე ან ყვითელი თვალები:

მდაა… არაა, ისევ ჩემი ფერის თვალები მირჩევნია:

 

5 thoughts on “smokey eyes თუ სულის სარკე !?

  1. ექსპერიმენტებიდან ცისფერი თვალები მოგიხდა ყველაზე მეტად.მაგრამ ისევ ბუნებრივი ჯობია, დაგეთანხმები🙂 აი მე კი ბუნებრივად მაქვს ღია ფერის თვალები და რომ არ მქონოდა, ალბათ გავგიჟდებოდი, ისეთი გართულება მაქვს ცისფერ თვალებზე🙂 ალბათ გავრისკავდი და ლინზებს ჩავისვამდი, ნუ ზაფხულში მაინც🙂

  2. ისე მეც ვფიყრობ რომ ცისფერი თვალები მოგიხდებოდა
    სტანდართი თვალებითაც მაგრად მიყვარხარ😀

  3. “…სინამდვილეში ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს მიხვდება, რომ როცა კარგად ვერ ხედავ, თვალებს ჭუტავ, რომ უკეთესად დაინახო…” sruliad getanxmebi :))) Manqanis nomrebze var egre🙂 X

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s