eurovision 2011

როგორც ძალიან, ძალიან ბევრჯერ ვახსენე, ვგიჟდები მუსიკალურ შოუებზე, აიდოლის და იქს ფაქტორის არც ერთი სეზონი არ მაქვს გამოტოვებული, რაც მთლიანობაში 18 სეზონი გამოდის.  აქედან გამომდინარე ევროვიზიას ყოველ წელს დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს, განსაკუთრებით იმ წლიდან, რაც საქართველო შეუერთდა.

2006 წელს ლორდს ვგულშემატკივრობდი, საქართველოს მერე რა თქმა უნდა🙂 და სიმღერაც ძალიან მომწონდა, დღემდე მაქვს ფლეილისტში. ფინეთი ამ წელსაც ჩემს ფავორიტების რიცხვშია.

2007 წელს გაურკვეველი სქესის მარია შერიფოვიჩმა გაიმარჯვა ბალადით “მოლიტვა”, დიდად არ ვგიჟებოდი, მაგრამ არც უსამართოლობად არ მიმიჩნევია.

აი 2008 წელმა კი ნამდვილად გამიცრუა იმედები, უკვე მეორედ გაგზავნილმა დიმა ბილანმა რუსეთს პირველი ადგილი ააღებინა, მაგრამ იმავე წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ გაიმარჯვა. მე დანიას და ძალიან კარგ სიმღერას ვგულშემატკივრობდი იმ წელს, მაგრამ უშედეგოდ.

ალექსანდრე რიბაკმა 2009 წელს სრულიად სამართლიანად მოიგო, ძალიან მომწონდა, საყვარელი და ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერა, ვიოლინოს პარტია და ბიჭი, რომელმაც თამამად აღიარა თავისი ორიენტაცია.

ლენას გამარჯვება ვერ მივხვდი საერთოდ რა იყო 2010 წელს, წინასწარ ფავორიტები იკვეთება ხოლმე და მიახლოებით ვიცი ვინ სად გავა, მაგრამ ეს უფერული და წიკვინა გოგო თუ მოიგებდა რას ვიფიქრებდი, რომ ვუყურებ სულ ის პორნო ვიდეოები მახსენდება, ინტერნეტში რომ გავრცელდა. ლენა ისევ გერმანიას წარადგენს ამ წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროვიზია პოლიტიკურ კონკურსად ითვლება და ბლა ბლა ბლა ბევრი უხარისხო სიმღერებია, ყველა წლიდან სამი–ოთხი კარგი სიმღერა მრჩება.

ახლა რაც შეეხება ამ წელს… გადმოვიწერე 43 სიმღერა და აქედან დავიტოვე ათი საუკეთესო, რომელიც ჩემი აზრით გავა ფინალში და ცუდი ადგილებიც არ უნდა აიღოს.

აი ჩემს მიერ გაკეთებული ვიდეო ტოპ ათეულის. თუ არ გეზარებათ like-ს მიაჭირეთ, ან დააკომენტარეთ. კომენტარებში როგორც ჩანს უცხოელებს მოსწონთ საქართველო და თავის ტოპ–ხუთეულში შეყავთ.

ათეულს ვიდეოში თვითონ ნახავთ, მე ტოპ–სამეულს გაგაცნობთ (საქართველოს გარდა რა თქმა უნდა)

3.  ესტონეთი

ქართულად ასე ჟღერს – გეთერ ჯაანი🙂 მე და პოპი შორს ვართ, მაგრამ ძალიან საყვარელი და ზუსტად საევროვიზიო სიმღერაა, ფერადი და მხიარული.

2.  ფინეთი.

paradise oskar – da da dam

ბევრი ამბობს, რომ ეს სიმღერა მოსაწყენია, მაგრამ მე მომწონს, რაღაც მომენტში coldplay-ს მაგონებს, სასიამოვნო სიმღერაა.

1. დანია

a friend in london – new tomorrow

ჩემი ფავორიტი, ლაით როკის სტილში მელოდიური და ენერგიული სიმღერა, რომელსაც აქვს მოგების თუ არა, ფავორიტებში გასვლის პოტენციალი მაინც.

ერთი სიტყვით წელს ცუდი ევროვიზია არ უნდა იყოს და დაველოდოთ მაისს🙂

6 thoughts on “eurovision 2011

  1. მე დანია მომეწონა და საქართველო კიდევ საერთოდ ხმას არ ვიღებ, დაეტოვებინათ თავისი სოლისტი კარგი იყო. ხმაც კარგი ქონდა იმ გოგოს და სიმღერაც კარგია. მაგრამ არაოოო. ჰოდა წელს არაპატრიოტი ვარ და საქართველოს გარდა ვგულშემატკივრობ ყველას. ასეთი შეუფერებელი სოლისტი ჯგუფს ჯერ არ ყოლია საქართველოს რომ ყავს. მაგრამ დანია საყვარელია და რომ მოიგოს გული არ დამწყდება.

  2. I know this if off topic but I’m looking into starting my own blog and was lively what all is required to get setup? I’m assuming having a blog like yours would cost a pretty penny? I’m not very web savvy so I’m not 100% certain. Any suggestions or guidance would be greatly appreciated. Many thanks

  3. არც ერთისთვის არ მომისმენია.. სპეციალურად.. ქართული სიმღერი შემდეგ გუნება საერთოდ წამიხდა… იმედია მართლაც იქნება ამ წელს მაინც ღირსეული გამარჯვებული🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s