ვამპირის დღიურები და ალუბლის შეიქი

გუშინ გიჟური დღე მქონდა, დილით გასული საღამოს შემოვედი, შესაბამისად ისეთი დაღლილი, რომ პოსტიც კი ვერ დავწერე.

ამაზონზე შემთხვევით შემომეკვეთა წიგნი, რომელიც ღირდა 40 ცენტი. ანგარიშზე დარჩენილი მქონდა 4 დოლარამდე და მაინტერესებდა შეუკვეთავდა თუ არა. ჰოდა შეუკვეთა კიდეც და ჩამოვიდა. ბადრის ვთხოვე წამომყევი–თქო.

თბილისში ბადრის სიძე დაგხვდა მანქანით და ამის მერე დაიწყო რამდენიმე საათიანი მოგზაურობა თბილისის ქუჩებში. ჯერ დიდი გაჭირვებით მივაგენით usa2gergia- ს ოფისს, ქავთარაძეზე გადაუტანიათ, მერე დიდი შემართებით გამოვიტანე ეს ჩემი წიგნი ოფისიდან. აი ასე გამოიყურება :

თვალი სტივენ კინგზე მეჭირა, მაგრამ არც ამის წაკითხვაზე ვიტყვი უარს.

ჰო, მერე ბადრის გლდანის შაურმა მოუნდა, თურმე არსად აკეთებენ ისეთ შაურმას, როგორც გლანდში. დიდი რიგები იყო. შუკვეთა და წამოვედით უკან. ახლა მაკდრაივში მოუნდათ შევლა და მაკგემრიელობების აღება. მართალია მერე ფანტა გაფუჭებული მოეჩვენათ და გადააგდეს, მაგრამ ალუბლის შეიკი მართლა გემრიელი იყო.

ამასობაში დავბრუნდით ისევ გლანდში, მაგრამ არა შაურმაზე, ბადრის დასთან ავედით. ბიჭები შაურმის მოსატანად წავიდნენ. ცოტა ხანში ბადრი ნახევარმეტრიანი შაურმით და კმაყოფილი სახით დაბრუნდა. რა თქმა უნდა ბოლომდე შეჭამა.

მერე ცოტა ხანი ტელევიზორს ვუყურეთ, სადაც კამერონ დიასი და ტომ კრუზი აქეთ–იქით დაქროდნენ და უხაროდათ. ბადრის სიძეს ჩემი სამაჯურები მოეწონა და ხან თავზე დაიმხო, ხან ყურებზე ჩამოიკიდა, მაგრამ მე მაინც არ დავთმე🙂

ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც და წამოვედით. ბადრი ისეთი დაღლილი იყო, სამარშრუტოში ჩემს მხარზე ჩაეძინა🙂

ჰო, მართლა, ერთი რჩევა, რუსთავში თუ მოხვდებით, სამარშრუტოს მძღოლს ათლარიანი არ მიაწოდოთ, თორემ შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. გუშინ ორჯერ მოგვივიდა ამის გამო უსიამოვნება. მე ოცლარიანი მქონდა, ბადრის ათლარიანი, მძღოლმა უკმაყოფილების ისეთი ხმები უშვა ათლარიანის დახურდავების დროს, რომ ნერვები მომეშალა, ხომ არ შეიძლება ყოველთვის ხურდები მქონდეს, რა მოხდა მერე?

სახლში მოსულს კიწი მშიერი და ყურმტკივანი დამიხვდა🙂 აი ასე ჰქონდა ცალი ყური:

ძალიან ვიყავი დაღლილი, მაგრამ სამკაულების ყუთი ისეთი არეული იყო, რამდენიმე დღეა ერთი სამაჯურის ამოღება მინდა, და ისეა ერთმანეთში ახლართული ვერ ვიღებ, ხოდა ამოვაყირავე ეს ყუთი და ოჯახის წევრებისგანაც რა თქმა უნდა მივიღე დაცინვები.

მერე ვამპირის დღიურების ერთი თავი წავიკითხე ძილის წინ. მართალია იქ ელენა ქერაა და ძალიან “ფეშენი”, მაგრამ ცუდად არ იკითხება.

ესეც გუშინდელი დღე.

7 thoughts on “ვამპირის დღიურები და ალუბლის შეიქი

  1. ვაიმეეეეეეეეეეეეეეეე :ისტერიკა: ის წიგნი მეც მინდააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

    და ამდენი სამაჯურიც მინდააააააააააააააააააააააააააააააააააააა😀😀😀 :D:D

  2. აუ, მეც ზუსტად ასე მაქვს უუამრავი სამკაული ერთმანეთში ახლართული, მაგრამ მიდევს ისე… ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ: დაბადების დღეზე საკმაულები აღარ მაჩუქოთ!!! : )))

    საყურესაც ზრდილობის გულისთვის ვიკეთებ ხანდახან, რომ არ შემიხროცდეს ყური : ))

    • მე პირიქით, ყველა სამკაულებს მჩუქნის და რაც არ უნდა ბევრი იყოს, მაინც მიხარია🙂

  3. მე დიადად დავბრუნდი! უი ყურები არ შემიხორცდეს წავიდე საყურე გავიკეთო.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s