რამდენიმე წვრილმანი, რომელიც ჩემზე არ იცით

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგზე ბევრ პირად პოსტებს ვწერ, მაინც არის რაღაც დეტალები, რომელიც ჯერ უცნობია და მეც თამამად ვაპირებ გამოვამზეურო 🙂

დავიწყოთ.

1. მთელი ზამთარი  მძინავს გამათბობელ ლეიბზე და მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია.  დაწოლამდე ორი საათით ადრე ვრთავ და ჩაწოლისას ისეთ კმაყოფილების ხმებს ვუშვებ, მე თვითონ მცხვენია ხოლმე. სიცივეში ვერ ვიძინებ, ამიტომ ეს იდეალური გამოსავალია. მართალია ვერ ვცდები ისეთ ბანალურ ხუმრობებს, როგორებიცაა :”საწოლი ჩართე?” ” დენმა არ დაგარტყას” “არ გამოცხვე”, მაგრამ მოთმინებით ვიტან და ვტკბები სითბოთი.

2. ხანდახან ზომაზე მეტი ინფანტილურობა შემომიტევს ხოლმე, ამ დროს ძირითადად კიწის ეფექტი მემართება, შემიძლია ვიკნავლო, მაგიდაზე გავწვე ან კიწის ულვაში მოვაძრო  და მე მივიკრა. ასევე აქაც ერთვება ოჯახის წევრების კლასიკად ქცეული ფრაზები “ბავშვია ისევ” “რა გეშველება” “აბა ამას რა ჭკუა უნდა მოთხოვო” და ა.შ.

3. ლიკას დღემდე უყვარს ამაზე ლაპარაკი. აი ეს როგორ ჟღერს : “სულ რომ 40 გრადუსი სიცხე ყოფილიყო, სოფო სკოლაში მაინც ტალახიანი ფეხსაცმელებით მოდიოდა” (ბლა ბლა ბლა) ეს ასე არაა, უბრალოდ უყურადღებო სიარული ვიცი, ყოველ წამს დაბლა არ ვიყურები და შეიძლება ხანდახან ტალახშიც გავტოპო, აი მაგალითად დღეს, და ბადრის რისხვაც დავიმსახურე. რაც გავიცანი, სულ მეჩხუბება ტალახებს გვერდი აუარეო, მეც ვცდილობ, რა ვქნა მეტი 🙂

4. ვგიჟდები ქუსლიან ფეხსაცმელებზე, მაგრამ ეს ყოველთვის კატასტროფას იწვევს. რატომ? პასუხი მარტივია – ვერ დავდივარ. რამდენჯერმე ისეთ ცუდ დღეში ჩავვარდი, თავბედი ვიწყევლე. მაგალითად ჩემი პირველი ხელფასით მეორე კურსზე ძალიან ლამაზი ვერცხლისფერი ფეხსაცმელები ვიყიდე. მაღალი ქუსლი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერთან ერთად მიჭერდა კიდეც. ჩავიცვი და წავედი უნივერსიტეტში. ვარაზის ხევზე სიმწრის ოფლით გავიწურე, მაგრამ ასვლა კიდევ რა ყოფილა, ჩამოსვლა იყო რაც იყო, ლამის გავიხადე და ფეხშიშველი წამოვედი. ამის მერე ისევ კომფორტს ვანიჭებ უპირატესობას.

5. მარილი რომ მეყრება, თავს ცუდად ვგრძნობ და მგონია, რომ ვინმესთან ვიჩხუბებ. სისულელეა, მაგრამ არასდროს ვაჩერებ ტელეფონში 13 მესიჯს.

6. ვერ ვიტან ჯოკერს და თითქმის არასდროს არ ვთამაშობ. ამით უბრალოდ ვერ ვერთობი, იმიტომ რომ ისინი, ვინც თამაშობენ ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევენ ყველაფერს და მე ცუდ დღეში მაგდებენ. “ეს რატომ ჩამოხვედი” “ეეე, რას აკეთებ” და მსგავსი. მერე რა რომ ძალიან კარგად არ ვიცი თამაში, ასეთი გამონათქვამები მაკომპლექსებს. სამაგიეროდ ჭადრაკით კარგად ვერთობი.

7. წინა სამი ზამთარი გადაბმულად საშინელი დამოკიდებულება მქონდა ცხვირის წვეთების მიმართ, მათ გარეშე უბრალოდ ვერ ვსუნთქავდი. სახლში ყველგან ცარიელი ბოთლები ეყარა, ჩანთაში ყოველთვის იყო რამდენიმე კოლოფი. ქუჩაში, უნივერსიტეტში, რამდენჯერმე კინოშიც, ისე მოხერხებულად ვიწვეთებდი, ხალხი უკვე ვეღარც ამჩნევდა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ამას რომ გადავჩვეოდი.

8. ბავშვობაში ძალიან ვიყავი გატაცებული ბერძნული  მითოლოგიით, ზედმეტადაც ალბათ, ყველა მითი ზეპირად ვიცოდი, ყველა ღმერთის თუ ქალღმერთის ფუნქცია, გამუდმებით ვხატავდი მათ, მიუხედავად იმისა, რომ არ გამომდიოდა. ლიკა ხატავდა ძალიან კარგად და მე ვბაძავდი, მაგრამ წარუმატებლად. პრინციპში ახლაც კარგად მახსოვს ყველაფერი, მაგრამ გატაცებამ გაიარა.

9. შეიძლება ჭკუიდან გადავიდე, როცა ვინმე ფრჩხილებს როგორ ვთქვა, აწკაპუნებს თუ ახმაურებს თუ ერთმანეთზე რომ ადებს და ხმას გამოსცემს, ზოგი იწმინდავს ხოლმე ან ლაკს იშორებს.  ისე მეშლება ნერვები, ისე, ვერ ავღწერ. ოჯახის წევრები დაშინებული მყავს, მეორე ოთახში რომ იყვნენ, მაინც მესმის. თუ ტრანსპორტში შევხვდი ასეთ რაღაცას, შეიძლება იმაზე ადრე ჩავიდე, ვიდრე საჭიროა. მწვავე ნერვოზი. 🙂

10. არის ერთი კერძი, რომლზეც ჭკუა მეკეტება, მაგრამ ძნელად იშოვება, პრინციპში მარტო რესტორნებში. ალბათ ამიტომაც არის განსაკუთრებული, თორემ ყოველდღე რომ მეჭამა, დაკარგავდა ხიბლს. ეს არის საქონლის ტვინი. რომ ვფიქრობ, ძალიან ბარბაროსულად ჟღერს  ტვინის შეჭმა, მაგრამ ეს ისეთი სიამოვნებას მანიჭებს, რომ მზად ვარ, ეს ბარბაროსობაც ავიტანო.

სხვა არაფერი მახსენდება, და თან ათი გამოვიდა. შემდეგი ათი რომ გამახსენდება, მეორე ნაწილსაც მივაბამ.

Advertisements

4 thoughts on “რამდენიმე წვრილმანი, რომელიც ჩემზე არ იცით

  1. vaime zalian magari posti iyo bevri vicine :)) leibi da infantiluroba momewona :))) saqonlis tvini genacvale delikatesia barbarosoba ezaxe da msoflioshi sauketeso sachmelia :)))) mec magrad miyvars :))

    mokled risi tqma minda zalian zallian magari posti vixalise :)))

  2. ბერძნული მითოლოგია მეც ძალიან კარგად ვიცი. ბავშვობაში ვკითხულობდი ერთ წიგნს, თანავარსკვლავედებზე იყო. ეხლაც მაქვს ის წიგნი და ყველა თანავარსკვლავედს ხომ მითოლოგიური პერსონაჟების სახელები ქვიათ. ჰოდა ყოველ ვარსკვლავს თავისი მითი მოყვებოდა ხოლმე, თან დახატულიც იყო წიგნში და ისე ვკითხულობდი, თითქოს მეც ვიყავი იმ მითების ნაწილი. ვისრუტავდი რასაც ქვია ინფორმაციას და დღეს ძალიან მიხარია, რომ ბევრი მითოლოგიური პერსონაჟების სახელები ვიცი და ოლიმპოს ღმერთ/ქალღმერთების მთელი გალერეა მაქვს ტვინში 🙂
    ხორცი არ მიყვარს და საქონლის ტვინზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
    ღრღრღრღრღრღრ…… 😦 ესეთი რაღაც მემართება ხოლმე,რ ომ წარმოვიდგენ 😦
    ე.წ. “კაბლუჩკები” მეც ძალიან მიყვარს და მშურს ხოლმე იმ გოგოების, ვისაც თავისუფლად შეუძლია სიარული მაღალქუსლიანებზე. მეც შემიძლია, განა არა, მაგრამ ძალიან მალე ვიღლები და ფეხზე ჩამოვწყდები ხოლმე. ასე, რომ მირჩევნია დაბლები მეცვას და ბედნიერი ვიყო 🙂
    ხოდა კიდევ ერთი დამთხვევა ჩემსა და შენს შორის არის ის, რომ მეც საერთოდ ტალახი რომ არ იყოს ქუჩაში, მაინც მოვძებნი ხოლმე და დედაჩემი სულ მეჩხუბება ამაზე 🙂

  3. ვაიმეეე ვაიმეე ოღონდ ქუსლიანს ნუ დამანახებთ. ისე მიკვირს ასე ყოველდღე რანაირად დადის ეს ხალხი ამხელა აკოკიალებულ ქუსლებზე. აი მაგას ქვია რაინდობა. რომ მომკლა ორი საათის მეტს ვერ გავძლებ. არ შემიძლია. უი იმ დღეს გადმოვიღე ეგ ნახატები მთელი სახატავი რვეულები რომ მაქვს გადავსებული ბერძნული მითოლოგიის ნახატებით და ძველი დრო გავიხსენე 🙂

  4. -სახლიდან მხოლოდ თვეში ერთხელ გავდივარ…(გადასახადების გამო).მივდივარ ქუჩაში და ხალხს ვაკვირდები…მოდის გოგონა მაღალ პლატფორმაზე შესკუპებული და მოკოტაობს,ვაიმე,რომ გადმოვარდეს? -ვფიქრობ ჩემთვის,მაგრამ მახსენდება,რომ ჩვილი ბავშვით ხელში მეც იგივენაირი ფეხსაცმელი მეცვა სადღაც 1975 წლებში….წავიქეცი.,კიდევ კარგი,რომ ბავშვს არაფერი სტკენია…

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s