გაFეშენებული

ძალიან პოპულარულია ე.გ. მოდური, ფეშენ ბლოგები. ბლოგზე არაფერი იდება იმის გარდა, თუ რა იყიდეს, რა ჩაიცვეს, სად იყვნენ, რა ჭამეს და რომელი ბრენდი რომელს შეუთავსეს, რა თქმა უნდა უამრავი სურათებით. სიმართლე ითქვას გასართობად ასეთ ბლოგები კარგია, კითხვით ძირითადად არ ვკითხულობ, მარტო სურათებს ვათვალიერებ ხოლმე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ბლოგები წარმატებულია და ბევრი ვიზიტორები ჰყავთ.

ჰოდა… ჩემი ბლოგი რომ ასეთი იყოს, ყოველდღე დღევანდელი პოსტის მსგავს სიახლეებს დავდებდი ხოლმე🙂 მაშ ასე ექსპერიმენტი (სოფო გაfეშენდა, საfეშენეში ჩაfეშენდა) უი ჰო კიდევ ერთი ტექსტი ვარდისფერი ან იასამნისფერი უნდა იყოს.

გუშინ ჩემს ფრჩხილებზე და თმებზე ექსპერიმენტები ჩავატარე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი სხვათაშორის. ჩემი მეგობრის გამოგზავნილი ტელეფონის მოსართავი თვლები ფრჩხილებზე დავიკარი და ძალიან ლამაზი გამოვიდა.

თმებზე როგორც იქნა დავადგი საშველი და დიანას გამოგზავნილი იასამნისფერი საღებავი გამოვიყენე.

მერე დაბადების დღეზე ვიყავი წასასვლელი და დავიწყე გამზადება. ჩემი გამზადების დროს სარკესთან ასეთი არეულობა სუფევს ხოლმე:

ესეც ჩემი განსაკუთრებული პარკი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

ლორეალის ტონალური და მბზინავი პუდრი, რომელიც ერთი შეხებისთანავე კანს აბრჭყვიალებს.

ესეც კაჭკაჭიზმის მტკიცებულება. არ ვხმარობ, მაგრამ მიხარია რომ მაქვს.

ჩემი საყვარელი ჩრდილები:

ამ ბოლო დროს ყავისფერს გადავეკიდა. შედეგი ასეთია:

და რა თქმა უნდა ჩემი განუყრელი სამკაულები:

საშინელი ქარი იყო, როგორც იქნა გავეტიე სახლიდან და ტაქსით წავედი. ბევრი ძველი ნაცნობი ვნახე და გამიხარდა. ესეც ჩემი მეგობრის ბავშვები. ჩემზე პატარაა და უკვე ორი შვილის დედაა🙂

ეს დიანას ნათლული:

ესეც პატარა, გუშინ მონათლული:

და ბოლოს თვით მე :  🙂

უი ჰო ის უნდა მივაწერო კიდე წესია ასეთი, what i m wearing, მართალია არ ჩანს მაგრამ მე ხომ ვიცი🙂

shirt : made by me

jacket – f21

denim – f21

shoes – ღმერთმა უწყის🙂

ასე რომ მე პასს🙂

3 thoughts on “გაFეშენებული

  1. საკაიფოდ დაჯდა ვარდისფერი ოგონდ რაგაც არათანაბრად არის შეღებილი ან მე ვერ ვხედავ უბრალოდ…
    ბრჭყვიალა პუდრა კი მართლა მაგარია…
    სოფ, სხვა ბევრი სურათიც გექნება და სქაიპში გამომიგზავნე რაა…

  2. მეც მინდა და ვერა და ვერ შევიღებე და თან მენანება კიდევ დასაწვავად ჩემი საწყალი თმა😦

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s