dance movies

რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიყვარს ცეკვაზე გადაღებული ფილმები. დინამიურია, კარგი საყურებელი და გასართობი, თან გარდაუვალი სიყვარულის ისტორიაც ლამაზად ერთვის ხოლმე. მით უმეტეს თუ ბიჭიც მოცეკვავეა, მაშინ საერთოდ.

დავაკვირდი, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა ასეთი ტიპის ფილმებს ძირითადად ერთი ფორმულა აქვს – ბალეტის მოცეკვავე, რომელიც იცეკვებს ჰიპ–ჰოპს და ქუჩის მოცეკვავე, რომელიც იცეკვებს ბალეტს. ეს ორი ჟანრი რატომღაც განუყრელია ასეთ ფილმებში. და მეორე ფორმულა – ლათინური ცეკვები, მდიდარი გოგო, ღარიბი ბიჭი, რომლებმაც შეჯიბრში უნდა მიიღონ მონაწილეობა. აი სიაც.

9. love’n’dancing

ემი სმარტის და ტომ მალოის დუეტი. ჯეიკი ცნობილი მოცეკვავეა, მაგრამ არაფერი არ ესმის – სმენადაქვეითებულია. ის მუსიკას გრძნობს. ჯეისკას ცხოვრება მოსაწყენია, ინგლისურს ასწავლის სკოლაში, უნდა ცხოვრება გაიხალისოს და მიდის ცეკვის კურსებზე, სადაც ჯეიკთან ერთად გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში.

ფილმში ასევე მონაწილეობენ  ჩემი საყვარელი შოუს – so you think you can dance – მეორე სეზონის გამარჯვებული ბენჯი და მისი დეიდაშვილი ჰეიდი, მესამე ადგილის მფლობელი.

8. Make It Happen

ახალგაზრდა გოგო ჩადის დიდ ქალაქში კასტინგზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც არ უმართლებს. კაფეში გაიცნობს მიმტანს, რომელიც დროებით მასთან ცხოვრებას შესთავაზებს. ლორენი მივა კლუბში, სადაც ბუღალტერის თანამდებობას შესთავაზებენ, მაგრამ მას ცეკვა უფრო უნდა. რა თქმა უნდა ლორენი ყველას დაანახებს, რომ ცეკვა არაჩვეულებრივად გამოსდის, გაიცნობს საყვარელ ბიჭს და ასე შემდეგ.

7. save the last dance 2

ამ ფილმს პირველი ნაწილიც აქვს, მაგრამ რატომღაც ჯულია სტაილზი ძალიან არ მიყვარს და ფილმიც დიდი ვერაფერი, მეორე უფრო სანახაობრივია. მთავარი პერსონაჟი არჩევანს ვერ აკეთებს კლასიკურ ცეკვებსა და ჰიპ ჰოპს შორის. ბიჭი, რომელიც მოსწონს ქუჩის მოცეკვავეა, მაგრამ თვითონ პრესტიჟულ სასწავლებელში ბალეტს სწავლობს.

6. burlesque

ამ ფილმზე ადრეც დავწერე, ძალიან მაღალი ხარისხის კინოა, საინტერესოდ საყურებელი და რაც მთავარია აღმოვაჩნე რომ მძიმე მაკიაჟის გარეშე აგილერა ბევრად ლამაზად გამოიყურება.

5. Dirty Dancing 2

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნაწილი ისეთივე შედევრი არაა, როგორც პირველი, ამ ფილმზეც კარგად გავერთე. ძალიან მომწონს ერთი შეხედვით შეუხედავი დიეგო ლუნა და მისმა მოქნილობამ გამაოცა🙂 რასაც გოგოზე ვერ ვიტყვით. კარგი საუნდტრეკები და ლათინური ცეკვები.

4. Honey

უსაყვარლესი ჯესიკა ალბა და უსაყვარლესი კინო. ჯესიკა ქუჩის მოცეკვავეა, რომელიც თავისი უბნის ბავშვებს ასწავლის. მას ცნობილი პროდიუსერები შეამჩნევენ და ნელ–ნელა კარიერის მწვერვალისკენ მიდის🙂

3. step up 3

რა ვქნა, ამ ფილმების მიმართ გულგრილი ვერ ვრჩები, შინაარს რომ შევეშვათ, კინოს აკეთებენ ნომერ პირველი ქორეოგრაფები და პროდიუსერები ამ ჟანრში, ადამ შეკმანი, რომელიც ზევით ნახსენები შოუს ჟიურიში ზის,  საუკეთესო პროდიუსერია ასეთი ტიპის ფილმებში. მესამე ნაწილში უნიჭიერესი მოცეკვავეები გამოიყენეს “so you think you can dance”დან, ისეთები, ვინც კვირიდან კვირამდე შეუძლებელს აკეთებდნენ, ასე რომ მე step up-ის დიდი თაყვანისმცემელი ვარ🙂

2. step up 2 the streets

ფილმი ბევრად უკეთესი იქნებოა უნიჭო  ბრიანა რომ არ ჩაეტენათ. რობერტ ჰოფმანი ძალიან ნიჭიერი მოცეკვავეა, უფრო კარგი მოცეკვავე, ვიდრე მსახიობი და ამ გოგომ არც ცეკვა იცის, არც კარგად გამოიყურება, ჩემთვის უცნობია როგორ მიიღო როლი. კინო ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით ფინალური ცნობილი ცეკვა წვიმაში.

1. step up

მიუხედავად მეორე და მესამე ნაწილის მოდერნიზაციის და მაშტაბურობის, პირველი ნაწილი მაინც ჩემს ფავორიტად რჩება. ჩანინგი, ერთ–ერთი ჩემს საყვარელ მსახიობთა შორის და ჯენა, ძალიან ლამაზ წყვილს ქმნიან, რომელიც რეალურადაც გაგრძელდა და დღეს ისინი ცოლ ქმარი არიან.

ღარიბი ბიჭი, რომელსაც სამუშაო საათები მიუსაჯეს  საცეკვაო სკოლაში, შეხვდება ჯენას, რომელსაც პარტნიორი სჭირდება ნომრის დასადგმელად. აღმოჩნდება, რომ ჩანინგი ძალიან კარგად ცეკვავს და კლასიკურ ნომერს ქუჩის სტილს იდეალურად შეუხამებენ. ფინალური ცეკვაც ძალიან კარგი გამოვა.

გამომრჩა რამე კარგი კინო? მირჩიეთ🙂

8 thoughts on “dance movies

  1. dirty dancing შედევრია ^^
    კიდევ დავამატებდი shall we dance
    ლათინო-ამერიკულ და სამეჯლისო ცეკვებზე ვკეტავ ^^
    მე თვითონ 3 წლიდან ვცეკვავ ლათინოებს ^^

    • dirty dancing ჩემთვისაც პირველია🙂 მაინც სხვა განწყობას ქმნის🙂

  2. ყველა ძალიან კარგია მაგრამ step up და burlesque განსაკუთრებით მიყვარს🙂

  3. Step Up დღემდე მაქვს ჩემი ფილმების ფოლდერში და როცა უხასიათოდ ვარ, სულ ვუყურებ ხოლმე. განსაკუთრებით ფინალური ცეკვა მომწონს – ჩანინ ტატუმი და მისი აწ უკვე მეუღლე (სახელი დამავიწყდა) რომ ცეკვავენ. ჩანინგის მოქნილობა და პლასტიკა საოცარია. ერთ-ერთმა პროდიუსერმა იგი წყალსაც კი შეადარა.აბა🙂 მეორე და მესამე “სთეფ აფ” -ები არ მაქვს ნანახი მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვცადე, მენახა. სულ საშინელი ხარისხით იდო ინტერნეტში და ეხლა უკვე, კარგა ხანია აღარ მიცდია მომეძებნა. აუცილებლად ვნახავ ამ გახსენებაზე🙂

    Dirty Dancing – ორივე ნაწილი მაქვს ნანახი და მიუხედავად პატრიკ სუეიზისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა, რატომღაც არ მომეწონა და არ აღვფრთოვანებულვარ ამ ფილმით. მე მეორე ნაწილი უფრო მომწონს და დიეგო ლუნაც ძალიან საყვარელია. ძალიან კარგად ცეკვავს, რას ერჩით🙂 ხოდა რომოლა გარაი კიდევ მოუდრეკელი ქალია, რაღაც ტლანქია ძალიან და ხესავითაა ფილმში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობს, კარგად ითამაშოს🙂 Dirty Dancing – Havana Nights – ეს ფილმიც ჩემი კომპიუტერის “დ” დისკზე განისვენებს🙂 და კიდევ, ვგიჟდები ამ ფილმის საუნდტრეკებზე. ესპანური ენა ჩემია რა🙂

    • აუ ჰო აი ზუსტად ეგრე მოუდრეკელი🙂 აფდეიტი მეზარება და გუშინ center stage-ის ორივე ნაწილს ვუყურე და აღფრთვანებულზე აღფრთოვანებული დავრჩი, მგონი სთეფ აფსაც ჯობია, მთავარი მსახიობები სამეფო ბალეტის წევრები არიან, პროფესიონალი მოცეკვავეები. ერთი სიტყვით ძალიან კარგია.

  4. ჯულიას რას ერჩი, ისე? “ten reasons I hate about you”-ში ძალიან კარგია🙂 შენ რომ ამბობ, ეგ ფილმი კიდევ შუიდან მაქვს ნანახი და არც ვიცოდი, რა ერქვა…🙂

    • აუ რა ვიცი, პირველად იქ ვნახე, მე და პრინციო თუ პრინცი და მეო, რაღაც არ მოვიდა გულთან, ეგ კინო მარტო ჰიტის ხათრით მაქვს ნანახი და მართლა ძალიან საყვარელი კინოა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s