ხუთი ქალაქი

ბევრ პოსტს შევხვედრილვარ იმ თემაზე, თუ სად იმოგზაურებდნენ დიდი სიამოვნებით და რა ადგილებს დაათვალიერებდნენ. რომ ვთქვა,  მაინცდამაინც მოგზაურობის დიდი მოყვარული ვარ, ტყუილი გამოვა, მაგრამ უარს არ ვიტყოდი რამდენიმე ხანმოკლე ვიზიტზე ჩემთვის საინტერესო ადგილებში. საზღვარს მარტო მეზობელ რუსეთში ვიზიტისთვის გადავცდენილვარ, ისიც შორეულ წარსულში.

ხუთი ქალაქი, სადაც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი.

1. გიზა – ეგვიპტე.

გარკვეული მიზეზების გამო ეგვიპტე ჩემთვის ერთგვარ მისტიურ ადგილად ითვლება. პირამიდები, სფინქსები, ეგვიპტური მითოლოგია, მდიდარი წარსული – ეს ყველაფერი ძალიან მიზიდავს.

გიზა კაიროდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. ცნობილია პირამიდებით და დიდი სფინქსით. აქ ათასობით გამოქვაბული, ტაძარი და უძველესი ცივილიზაციის ნიშნებია შემორჩენილი.

რაც შეეხება დიდ სფინქსს, მას ლომის ტანი და ადამიანის თავი აქვს. ის იცავს პირამიდას.

2. ლოს–ანჯელესი – შეერთებული შტატები.

ჯანდაბა, ისე როგორ უნდა მოვკვდე, რომ ჰოლივუდის ნიშანი ვერ დავინახო? ეს ხომ ამერიკული ოცნებაა, მაგრამ მე არც მსახიობობაზე ვოცნებობ, არც მოცეკვავეობაზე და არც მომღერლობაზე. მიუხედავად ამისა, ალბათ გული გამისკდება, იქ რომ აღმოვჩნდე და ქუჩის კუთხეში ყავით ხელში გადაღებაზე მიმავალი ალექსანდერი დავინახო.

არ ვკარგავ იმედს 🙂

3. ამსტერდამი – ნიდერლანდები

აქ რა თქმა უნდა გასართობად წავიდოდი რამდენიმე დღე, საუკეთესო ღამის კლუბებია, ბარებში შევიდოდი, დავლევდი 🙂 ერთი სიტყვით თავისუფლებით დავტკბებოდი.

ოოოო...

4. ლას ვეგასი – შეერთებული შტატები.

ჰოდა კალიფორნიიდან გადავიდოდი ნევადაში, მაგრამ აქ მარტო წასასვლელად გული როგორ გამიძლებდა, ბადრი ხომ გიჟდება აზარტულ თამაშებზე, ბევრ კაზინოში შევიდოდით და ბევრ ფულებს მოვიგებდით, თუ არა და გავერთობოდით მაინც. არა რა, გული მაინც შტატებისკენ მიწევს 🙂

5.  ტოკიო – იაპონია

მიუხედავად იმისა რაც მოხდა, ტოკიო მაინც ულამაზესი ქალაქია და დარწმუნებული ვარ როცა ყველაფერი ჩაივლის, კიდევ ბევრი ტურისტი ჩავა მის სანახავად. მათ შორის მეც რომ ვთქვა არ ვიცი, მაგრამ უარს არ ვიტყოდი (ოღონდ რადიაციის გავლის მერე)

ესეც გამოკითხვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხედველობაში რომ არ მივიღოთ ბოლო დროს მომხდარი ამბები ეგვიპტეში და იაპონიაში, თორემ ახლა უკვე ყველგან წასვლა საშიშია 🙂

Advertisements

One thought on “ხუთი ქალაქი

  1. მიუხედავად იმისა რომ ეგვიპტე ძალიან მიყვარს, ჩემთვის ტოკიო შეუცვლელია. ჩემი ოცნებაა ტოკიო და ვგიჟდები იაპონელებზე, და მათi სტილის სხვადასხვაობაზე ხომ საერთოდ. განსაკუთრებით ლოლიტა სტილზე, დეკორზე და გოთიკ ლოლიტაზე. და საერთოდ პატარა უსაყვარლესი მინიატურკები არიან და ასეთივე უსაყვარლესი ანიმეები აქვთ. ლაპარაკზე ვაფრენ საერთოდ და არ არსებობს ანიმეს იაპონურად არ ვუყურო. ვაიმე ანიმეს გმირების ათას კოლექციას შევაგროვებდი. უი გახსენებულზე რამე ანიმე უნდა ვიპოვო კარგი 😛

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s