მე და მოჩვენებები

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მისტიკა, საშიში ისტორიები და პარანორმალური მოვლენები, მე თვითონ არასდროს შევსწრებივარ ასეთ ერთ მოვლენას მაინც. სხვა საქმეა ის, როგორ გადავიტან, მაგრამ სავარაუდოდ ცნობისმოყვარეობა დასძლევს შიშს.

ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მიფიქრია, რომ “რაღაც” დავინახე, ან გავიგონე, მაგრამ ყველაფერს ჰქონია ლოგიკური ახსნა, ან მე ვუძებნი ყველაფერს ახსნას, არ ვიცი.

აი მაგალითად:

1. დაახლოებით 13–14 წლის ასაკში, აღდგომების შემდეგ პერიოდში, ჩემს ოთახში იდგა პატარა ცენტრი (ახლაც დგას პრინციპში). მაშინ კომპიუტერი არ მქონდა და აქტიურად ვიყენებდი. მართალია მპ3 დისკებს არ უკრავდა, მაგრამ დიდი მონდომებით ვაგროვებდი ჩვეულებრივ სიდი დისკებს და მიხაროდა. კარგად მახსოვს, ჩემმა მეგობარმა ჩამიწერა ჩემი პირველი დისკები – რამშტაინის და ევანესენსის. ჰოდა, თემას გადაუხვიე, რატომღაც გულში ჩამრჩა ეს მომენტი. მახსოვრობა კარგი მაქვს, ძალიან მკაფიოდ ვიმახსოვრებ ყველაფერს. გამოვრთე ეს ცენტრი, წითელი ნათურა ჰქონდა ზევით და როცა გამოირთვებოდა, ნათურაც ეთიშებოდა. ნამდვილად მახსოვს გამოვრთე და ოთახიდან გავედი. თან შევხედე ჩამქრალ ნათურას. ორ წამში შემოვბრუნდი ოთახში და დავინახე ისევ ანთებული იყო ნათურა.

იმ პერიოდში მაშინებდნენ თან, აღდგომებზე სულები სახლში ბრუნდებიანო და ძალიან შემეშინდა.  გამოვრთე ჩამრთველიდან და ოთახიდან გავიქეცი🙂 რას გაუგებ ამ ტექნიკას.

2. მეორე შემთხვევაც ტექნიკას უკავშირდება. სონი ვეგა ვისაც გაქვთ, ტელევიზორი, ალბათ იცით, როგორი საშინელი ჩართვის ხმა აქვს, ძალიან უცნაურ ხმას უშვებს. იმ პერიოდში “ზარი” იყო ძალიან პოპულარული, მე და ლიკა რამდენჯერმე ვუყურებდით ხოლმე დღეში🙂 თან ამ ტელევიზორს ზუსთად ისეთი ხმა აქვს ჩართვისას, როგორც ზარში.

ჰოდა ეს ჩემი ძვირფასი ტელევიზორი ერთ ღამეს თავისით ჩაირთო, და თან შიშინებდა. მარტო ვიწექი ოთახში და სისხლი გამეყინა ლამის. ძლივს ავდექი, თან გეგმებს ვაწყობდი, ახლა იქიდან ის საშინელი ბავშვი რომ გადმოვიდეს,  თავში რა ჩავარტყა–თქო. მოგვიანებით მივხვდი, რომ ტაიმერი იყო დაყენებული შემთხვევით და იმიტომ ჩაირთო.

3. რაც დედაჩემი წავიდა, იმის მერე მარტო მძინავს ოთახში. რაც კიწი მოვიყვანე, იმის მერე აღარ მეშინია, მაგრამ იქამდე მქონდა რაღაც ინციდენტები. მაგალითად რამდენჯერმე მკაფიოდ გავიგე აივანზე ფეხის ხმა. ჩემი ოთახის კედელი აივანს ეურთდება.  არადა იმის რეალური ვარიანტი, რომ ვინმე სულიერი მეექვსე სართულის აივანზე გადმოძვრებოდა, მინიმალური იყო.

4. საწოლი და მისი ქვედა მხარე ხომ საერთოდ საშინელებათა ფილმების შთაგონების წყაროა, მათ შორის “ბუგიმენების” სერიების. დღემდე ვერ დავიძინებ ისე, რომ ხელი დაბლა მქონდა ჩაწეული. სულ იმის შეგრძნება მექნება, რომ ვიღაცა მწვდება და შემითრევს. ჩემი საწოლის ქვეშ ატომური სადგური იყო მოწყობილი, ინტერნეტის უამრავი ქსელი გადიოდა, ჩვენგან 6 ადამიანს ჰქონდა გადაყვანილი.  მაშინ ვერ ვხვდებოდი, ალბათ ქარში, ან როცა ისინი ეხებოდნენ ქსელს, საშინელი ხმით ხმაურობდა და მეც ძალიან მეშინოდა.

5. ისევ და ისევ ჩემი ოთახი. კარები საკეტით არ იკეტება, მაგრამ თუ კარგად მიაწექი, ისე გაიჭედება,  მეც მიჭირს ხოლმე გაღება. ერთ ღამესაც, არანაირი ქარი, ნიავიც კი არ იძვროდა, სრულიად სიწყნარეში ჩემი საგულდაგულოდ დაკეტილი კარები ისეთი სიძლიერით გაიღო, რომ ნახევარი საათი საწოლზე ვიყავი წამომჯდარი და ოთახს ვათვალიერებდი.

6. ოოო, ეს კლასიკაა🙂 ლიკა ჩემზე ათასჯერ უფრო მშიშარაა ასეთ ამბებში და რაჭაში უზარმაზარ ოთახში მარტო ჩვენ ორს რომ გვეძინა, ეს უკვე ჰორორია😉 გვაშინებდნენ უზარმაზარი პეპლები, რომლებიც თავზე გვაჯდებოდნენ და ამის გამო ლიკა საწოლიდანაც გადავარდა და მუხლიც იტკინა. ჰოდა, ერთ ღამესაც გვესმის ვიღაც მძიმე ქშენით როგორ ამოდის კიბეებზე. ჩვენებს ეძინათ ყველას, ჭიშკარი დაკეტილი იყო, ასე რომ იმის შანსი, ეს არსება სვერხისტესტვენი ყოფილიყო, უფრო გაიზარდა. სუნთქვაშეკრულები ვუსმენდით. ამოვიდა კიბეებზე და აივანზე დასეირნობს, თან უცნაური ქშენის ხმა ისმის. ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ ჯერ ხმას არ ვიღებთ. ჩუმად ვურეკავთ ბაბუამისს, რომ გამოგვხედოს, თორემ იქნება დაგვესხას თავზე ტვარი.

ამასობაში გაისმა იმის ხმა, ტვარმა როგორ მოიფხანა ყური და ტანი შეიბერტყა. მერე ღრუტუნის ხმაც გავიგეთ. გამოვიდა ბაბუამისი, მაგრამ საწყალი ღორი უკვე გაქცეული იყო.

მეტი არაფერი არ მახსენდება. არასდროს მინახავს ნამდვილი მოჩვენება, ან რამე  სუპერნატურალი. არადა უარს არ ვიტყოდი, ნორმის ფარგლებში.

თქვენ გინახავთ?

5 thoughts on “მე და მოჩვენებები

  1. და მე უკვე შემეშინდა. მართალია ყოველდღიურად ფილმებში თუ სერიალებში თუ წიგნებში (ჩვენს ნაწარმოებებშიც) მაქვს შეხება და უბრალოდ მიუხედავად იმისა რომ შიშს ჭკუიდან გადავყავარ არ შემიძლია შევეშვა ასეთ რაღაცეებს და კომპშიც ათასნაირი დემონური და მოჩვენებების მთელი სურათების თუ რა ვიცი კიდევ რის პორტალი მაქვს და ძალიან მიზიდავს და მაინტერესებს ნებისმიერი რამ მოჩვენებებზე, დემონებზე, ვამპირებზე, ელფებზე და ფერიებზეც კი, მოკლედ ყველანაირი მისტიკური, ფანტასტიკური და საშინელება ჩემში ცხოველ ინტერესს აღვიძებს, მაგრამ ვერაფრით ვიჯერებ რომ არსებობენ. კი ვიცი რომ ათასნაირი საბუთია იმისი რომ არსებობენ და ა.შ და ა.შ მაგრამ მაინც არ მჯერა და განსაკუთრებით არასდროს არ მგონია თუ მე დავინახავ რამეს და მე მომივა რამე. არც შეხება მქონია და რა ბედნიერებაა🙂 არც მინახავს ან თუ რამე მომხდარა ყველაფრისთვის მაინც ლოგიკური ახსნა მომიძებნია და რომ დავინახო ეგრევე გამისკდება გული🙂

  2. მოჩვენებების რა გითხრათ, მაგრამ მე მინახავს მფრინავი თეფში. პატარა ბავშვი ვიყავი მაშინ, თბილისში ვცხოვრობდით და ბებიაჩემის სახლში ვიყავით , ხარფუხში – თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში. მართალია ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მახსოვს, რომ შეიქნა ჩოჩქოლი და ყველა რაღაცას უყურებდა ჰაერში. ჩვენც გავიხედეთ და დავინახე თეთრი ფერის მართლაც თეფშის ფორმის რაღაც ობიექტი. ხომ იცით, ბავშვობაში როგორ იცის გონებაში ჩარჩენა ასეთმა რაღაცეებმა და თან რაღაც უცნაურად გამახსოვრდება ხოლმე. ხოდა მეც ესე დამამახსოვრდა. ფანჯრიდან ძალიან ახლოს იყო, არც ძალიან მაღლა, ასე რომ კარგად დავინახე. აი, წვნიანს რომ ვისხამთ ხოლმე ღრმა თეფშზე, ისეთად მახსოვს ის მფრინავი თეფში🙂

  3. მე ეგეთ რაღაცეებზე ვაბშვობიდან მაქვს გართულება, სულ მაინტერესებდა რამე ზემოფენომენალურის ნახვა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა მერე ოოო…
    სოფელში რომ ვისვენებდი, ტვალეტი იყო სახლის უკანა ეზოში, ყანის უკან ..
    ხოდა აი იქ ჩემი ღამე გასვლა იყო საცოდაობა :დ
    ერთი რამე რომ გაფაჩუნებუილყო კისრის მოტეხვით მოვრბოდი და ოთახში ვიკეტებოდი

    რატომღაც მეც ხშირად მქონია ისეთი შემთხვევბი, რომ მელანდებოდა რაღაც რაღაცეებიი..
    ერთ დღეს ოთახიდან აშკარად დავინახე რომ კარიდორში რაღაცამ ჩაიფრინდა, მთელი ძალა მოვიკრიბე მივედი იმ ადგილას, მაგრამ არაფერი დამხვდა :(((

    ჩემი ოთახის კარებს გამჭვირვალე სტეკლოები ჰქონდათ და დავინახე იმ მინის უკან კაცის ჩრდილი :(( მაგრამ მერე აირია
    ან იყო კაცი ან არა :დ

    ღამე რომ გამომეღვიძა ფანჯრიდან მთვარის შუქი შემოდიოდა და სკამზე დაწყობილ სათამაშოებზე ისე ეფინებოდა, მეგონა რომ ვიღაც იჯდა იმ სკამზე :(( რო ჩავიმალე საბანში დილით ძლივს გამომათრიეს

  4. gamarjobat mec tqveniani var dzalian mizidavs mistika sashishi ambebi da amnairebi martalia didi shishi maqvs magram cnobismoyvareoba mdzlevs, racs heexeba gadamxdenia tu ara egeti istoriebi ara magram gavixseneb ramdenime shemtcvevas simartle gitxrat axlac vawydebi xolme eset shemtxvevebs magram ukve shevechvie tu icit mistiuri arsebebis damaoebis shesaxeb is arsebebi chems saxlshi arian da gadaadgileben nivtebs rac ukve chemtvis chveulebrivi movlenaa tavidan chemi ojaxis wevrebs veubnebodi rom es paranormaluri movlenebi iyo magram mere wavikitxe internetshi rom arseboben mistiuri arsebebi damaoebi romlebic nivtebs gadaadgileben ai magalitad sayvavile roca davtove taros shuashi saxlshi aravin iyo gavedi saxlidan da naxevari saatis shemdeg vnaxe rom es chemi sayvavile taros kutxeshi dgas da sadacaa gadavardeboda rom ar meshvela kidev roca sasisks vwvavdi chems win 4 cali sasiski iyo da tvalsa da xel shua 3 iyo ar vici rogor magram es martla ase iyo da eseti ragaca chemi ojaxis wevrebsac damartniat kidev bevri magalitebia mosayvani mara mezareba…

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s