მეშვიდე დღე

ესეც ასე, დღეს უკვე მეშვიდე დღეა. არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება, სულაც არა, მსიამოვნებს კიდეც იქ სიარული. ჩემი ექთანი ამქვეყნად ყველაზე საყვარელი არსებაა, მეშინია არ შემიყვარდეს 🙂  ერთადერთი წამლები მაწუხებს, საშინელ გულისრევის შეგრძნებას მიჩენს.

დღეს ფეხით წამოვედი კლინიკიდან. ჩემი სახლიდან ათი წუთის სავალზეა, თან კარგი ამინდი იყო. კიწის საჭმელი ვუყიდე, თორემ ისეთი ღორმუცელაა, როცა შია, არაფრით არ მასვენებს. ყველგან თან დამდევს და ისეთი საწყალი ხმით კნავის, თან გვერდზე გადაწეული თავით, რომ გული ვერ მიძლებს.

გუშინ არ დამისვენებია საწყალი დედამიწა, ვაღიარებ. თანაც ძალიანაც რომ მდომოდა, ბიძაჩემს ფეხბურთის ყურება უნდოდა და მეც არანაკლებ. ბიძაჩემი როცა ითარსება, კარგად გვაქვს დაცდილი, ჰოდა თავიდანვე თქვა, შანსი არაა კაცო, ხორვატიას როგორ მოვუგებთო? აწი სულ ასე უნდა ვათქმევინო. ერთი სიტყვით პირველი არხის კომენტატორის დაწყვეტილი ხმის იოგების გარდა ყველაფერი კარგი იყო.

ჩემი უყურადღებობის გამო გვიან გავიგე როდის იყო თამაში და ბილეთები აღარ იყიდებოდა, თორემ მე და ბადრის საქართველოს ნაკრების თამაშები თითქმის არ ჩაგვიგდია და დამენანა ასეთი თამაშის სახლში ყურება, რა სიამოვნება იქნებოდა წარმომიდგენია. ასე რომ მშურს თქვენი, ვინც იქ იყავით და დაიწყვიტეთ ხმის იოგები.

ემოციები რომ ჩაცხრა, ისევ კომპიუტერს მივუჯექი და ტორჩვუდის სეზონ–ფინალს ვუყურე. ამხელა ტვარი არსად არ მინახავს, თან ისეთი, რომ მის ჩრდილში ადამიანები იხოცებოდნენ. აბადონა.

მომეწონა ძალიან ეს შოუ, საინტერესო საყურებელია, თანაც კაპიტანი ჯეკის ორიენტაცია მთლად ვერ გამირკვევია 🙂 სინამდვილები მისი როლის შემსრულებელი ჯოშ ბაროუმენი ცნობილი და ღია გეია, მაგრამ პერსონაჟი მგონი წაუბისექსუალებს თუ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში აბა ეს რას ნიშნავს?

ჰოდა ასე… ესეც მეშვიდე დღე.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s