როგორი ბლოგები მომწონს

სანამ ბლოგს გავაკეთებდი, იქამდე აქტიურად ვიყავი დაკავებული ბლოგების კითხვით, ქართული იქნებოდა ეს თუ უცხოური. ბლოგის შექმნის მერე ვორდპრესის ბლოგები უფრო კარგად გავიცანი.

რამდენიმე კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც კარგი შთაბეჭდილება მექმნება ბლოგზე.

1. დიზაინი.

სანამ შინაარსზე გადავიდოდე, პირველად თვალი აღიქვამს დიზაინს. რა თქმა უნდა ყველა თემატიკის ბლოგს თავისი შესაფერისი თემა უნდა ჰქონდეს. არ მიყვარს ზედმეტად ვიწრო თემები, მაგრამ მე რა მაქვს სათქმელი, ჩემი პირველი თემა ისეთი იყო, რომ არასდროს არ მინახავს სხვაზე. თუ ახსოვს ვინმეს 🙂 ვარდისფერი, გულებში და პეპლებში.

გვერდზე აუცილებლად მინდა ხოლმე რომ იყოს გამოტანილი პოპულარული, ბოლოს დაწერილი პოსტები და კომენტარები. სათაურების მიხედვით ვიგებ რისი წაკითხვა მინდა, ისე კი შეიძლება დამეზაროს არქივებში ჩიჩქვნა.

კომენტარებით ვიგებ ჩემს კომენტარს თუ უპასუხა ავტორმა და მაინცდამაინც იმ პოსტის მონახვა არ მიწევს, სადაც დავტოვე. კიდევ ძალიან მიყვარს, როცა ჩემს კომენტარებს პასუხობენ და კიდევ მიჩნდება იქ შესვლის სურვილი (ალბათ ყველა ასეა)

ე.წ. “ზანგ” ბლოგებზე ძალიან მტკივა თვალები და მიჭირს კითხვა (ეს ჩემი სუსტი თვალების ბრალია), მაგრამ თუ ძალიან დავინტერესდი, მაინც გავიჭირვებ.

მომწონს ოქროს შუალედი სადა და  გაფორმებულ ბლოგებს შორის. ძალიან სადა ცოტა უინტერესოა, ძალიან გაფორმებული დამღლელი. შუალედური იდეალურია.

2. ტექსტი

პირადად მე ძალიან მიჭირს მთლიანი ტექსტის, აბზაცების გარეშე, კითხვა. როცა ტექსტი ხშირადაა დაყოფილი აბზაცებად, გაცილებით იოლად ვიგებ. როცა თავიდან ბოლომდე გადაბმულადაა მიყოლებული, თვალით შეიძლება დავკარგო ის ადგილი, რასაც ვკითხულობდი და მერე მოძებნა ჭირს.

ის ადრეც ვახსენე, რომ არ მიყვარს გაუმართავი და ძალიან ბევრი შეცდომიანი ტექსტები, “ხო” “რო” “იმიტო” “რავი” და მსგავსი დაუმთავრებელი სიტყვები.

შრიფტის ყოველ წუთას ცვლაც აღიზიანებს თვალს. დიდი, პატარა, ფერადი, ბოლდი, იტალიკი, ესეც ნორმის ფარგლებში უნდა იყოს.

ეს ყველაფერი შეიძლება წვრილმანია, მაგრამ მთლიანობაში მაინც ახდენს გავლენას.

3. თემატიკა

ეს უკვე ინდივიდუალურია, მაგრამ მე პირადად ყველაზე მეტად პირადი სახის ბლოგები მიყვარს. ერთგვარი რეალითი შოუა. მინდა ბევრი იყოს ქართული ბლოგები, სადაც დაუფარავად დებენ თავის გადაღებულ სურათებს, ყვებიან თავის ისტორიებს,  პირადი ყველაფერი საინტერესოა, ამიტომ სარგებლობს რეალითი შოუები ასეთი პოპულარობით.

არის რამდენიმე უცხოური ბლოგი, სადაც მარტო სურათებს ვათვალიერებ და კითხვა მეზარება 🙂 არის ქართული პირადი ბლოგები, რომლებსაც სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე. განსაკუთრებით მიყვარს, როცა ვინმესთან ძალიან ბევრ საერთო ინტერესს აღმოვაჩენ ხოლმე და აღმოვაჩინე კიდეც უკვე 🙂

ჰოდა, აი ასეთი ბლოგები მიყვარს.

 

Advertisements

22 thoughts on “როგორი ბლოგები მომწონს

  1. მე შენნაირი ბლოგები მიყვარს :))))) ^_^ :* :* :* :* :*
    ბრაუერს რომ ვხსნი, ფეისბუქის მერე, ჩემს ბლოგს კი არა ამ ბლოგს ვხსნი 😀

  2. წინა კომენტარი ჩემი დაწერია, უბრალოდ ექაუნთში შემოსვლა დამეზარა :დ
    და ჩემი აქუნთით დაწერილზე ბლოგები კი არა ბლოგი უნდა დამეწერა 😀

  3. მეც მომწონს შენი ბლოგი და მახსოვს კიდევაც ამ ბლოგის თავდაპირველი, ვარდისფერი დიზაინი თავისი პეპლებითა და გულებითურთ 🙂 ძალიან მიყვარს აბსურდული კომედიების კითხვა შენს ბლოგზე. ძალიან საყვარლად წერ და ბევრს ვიცინი ხოლმე 🙂 ესე გააგრძელე. მე კი მუდამ შენს ერთგულ მკითხველად მიგულე! 🙂 :*

  4. ზუსტად არის დაწერილი, წესით ნორმალური ბლოგი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

  5. შენი ბლოგის ბეგრაუნდმა თვალები მატკინა. ძალიან მინდოდა ამ პოსტის წაკითხვა და მაინც წავიკითხე, მაგრამ ტანჯვით 😦

    • ჰო ეს დროებითი თემაა, ჩემი მთავარი თემა ხანდახან მბეზრდება ხოლმე, მაგრამ ყოველთვის მაინც იმას ვაბრუნებ 🙂

  6. ვაიმე დიზაინზე იმდენჯერ მიმტვრევია თავი, ალბათ ახლა რაღაც გამომივიდა მაგრამ ხანდახან მეჩვენება რომ ძალიან ბევრი გაფორმება აქვს და ასეა? მე უფრო ღია ფერებს ვანიჭებ უპირატესობას დიზაინში, და როგორც შენ თქვი “ზანგი” ბლოგები არც მე არ მომწონს.

  7. ძირითადად ყველას მასეთი ბლოგები უყვარს თუ რაიმე განსაკუთრებულ ტემაზე არაა რომელიმე და განსკუთრებულ ინტერესს არ იწვევს : ) მაგ დროს ყველა სასურველი მახასიათებელი გავიწყდება (თუმცა დროებით)

  8. გეთანხმები. დიზაინი ჩემთვისაც პირველ ადგილზეა, თუ დიზაინი მომწონს,. მერე მიჩნდება წაკითხვის სურვილი. იშვიათად ვკითხულობ იმ ბლოგებს, რომლებსაც დიზაინი (ჩემი აზრით) არ უვარგათ. ამიტომაც, განსაკუთრებით მიხარია, როცა ჩემი დიზაინი მოსწონთ. თემა ერთნაირი გვაქვს კ სტაწე, მარა ჩემი მწვანეა ^_^

    აბზაცების ამბავშიც გეთანხმები. შრიფტს რაც შეეხება, რატომღაც ძალიან იშვითად ვიყენებ ვორდპრესის ამ ფუნქციას და არც ბევრი ბლოგი მინახია აჭრელებული.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s