მკვლელობა წვეულებაზე

ეს ლეგენდა ამერიკულ კოლეჯებში ძალიან პოპულარული იყო. რამდენიმე წყარო სხვადასხვანაირად ყვება, მაგრამ შინაარსი მაინც ერთი აქვს. მაშ ასე – ჩემი ინსცენირებით – მკვლელობა წვეულებაზე.

ელენა, ნიკი და ჯულია კოლეჯში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, პოპულარულები და ლამაზად ჩაცმის მოყვარულები. ერთ დღეს უცხო გოგომ შემოუღოთ კარები, რომელიც კოლეჯის ადმინისტრაციას მათთან გამოეგზავნა.

უცნაური გოგო იყო, შავად შეღებილი თვალებით, გოთიკური ჩაცმულობით და ძალიან გრძელი, შავი თმებით.

– მითხრეს, რომ თქვენთან საწოლია თავისუფალი – იკითხა გოგომ. დაქალებმა ამრეზით შეხედეს და უხეშად მიუკეტეს კარები.

– ვიღაც გიჟები გვინდა ახლა ოთახში? – ტუჩი აიბზუა ელენამ და თმების ვარცხნა გააგრძელა.

იმ საღამოს კოლეჯში დიდი წვეულება ეწყობოდა, რომელსაც საზაფხულო მეჯლისს ეძახდნენ. მთელი კოლეჯის სტუდენტები იქ იყვნენ შეკრებილები. ელენას, ნიკის და ჯულიას რა თქმა უნდა ყველაზე ლამაზი კაბები ეცვათ და კოლეჯის დედოფლობაზე ჰქონდათ პრეტენზია.

მხიარულება უკვე ეშხში შევიდა, როცა უცნობი გოგო კარებში გამოჩნდა. ისევ ის ტანსამცელი ეცვა, ოღონდ თვალების ფერი შეცვლოდა, ახლა წითლად უელავდა.

მოულოდნელად დარბაზში შუქი ჩაქრა. სტუდენტებმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ ისევ მოვიდა.

– ნიკი, სად არის ნიკი? – აქეთ–იქით იხედებოდა ჯულია – ამ წუთას აქ იყო.

ელენამ და ჯულიამ ნიკის შარფი დაინახეს გასასვლელ კარებთან.

– ალბათ სიბნელით ისარგებლა და ტონისთან ერთად სადმე განმარტოვდა.

– წამოდი, მოვძებნოთ.

ფრთხილად შეაღეს სააბაზანოს კარები. ერთი კაბინა ჩაკეტილი იყო.

– ნიკი, აქ ხარ? მარტო ხარ?

პასუხს არავინ სცემდათ. არც საეჭვო ხმები არ ისმოდა იქიდან, რომ ეფიქრათ, ნიკი მარტო არ იყო.

ჯულიამ ფრთხილად შეაღო კარები და იკივლა.

დაბლა თვალებდათხრილი ნიკი ეგდო და მთელი სახე სისხლით მოსვროდა. ცარიელი გუგებიდან სიბნელე იყურებოდა.

შეშლილი გოგოები კიოდნენ და უკან უკან იწევდნენ. დარბაზში რომ შევარდნენ, შუქი კიდევ ერთხელ ჩაქრა.

ამჯერად ჯულია გაქრა. ელენამ დაინახა სისხლის წვეთები კიბეებზე და კანკალით აიხედა ზევით.

ჯულია თავდაყირა იწვა კიბეებზე და პირში უზარმაზარი დანა ჰქონდა გაყრილი. სისხლი ნაკადად ჩამოდიოდა კიბეებზე.

– თვალები, რომლებითაც შემომხედეთ, პირი, რომლითაც დამცინეთ და გული, რომლითაც შემიძულეთ – ჩასჩურულა ბოროტად ვიღაცამ ყურში და მობრუნებულმა ელენამ მკერდში ძლიერი ტკივილი იგრძნო.

უცნობი გოგო მიბრუნდა და წავიდა. როგორც ლეგენდა ამბობს, ახლა სხვა კოლეჯში გადაინაცვლა.

the end

დაახლოებით ასეთი ვარიანტია ფილმში “prom night” სადაც გოგოს მაგივრად ფსიქოპატი მკვლელი კაცია, თანაც ძალიან სიმპათიური და სექსუალური ჯონათან შაეხი.

ჰოდა ახლა რაღაც კაი ჰორორის ხასიათზე დავდექი.

 

Advertisements

5 thoughts on “მკვლელობა წვეულებაზე

  1. ეჰ შემოგვაკლდა საშინელებათა ფილმები. ამ ბოლო წლებში სისულელეების მეტს არაფერს იღებენ. ადრე უფრო კარგი ჰორორები გამოსდიოდა ჰოლივუდს.

  2. უიმე, რაღაც შემეშინდა ისე დაგიწერია სოფო 😦 😦 სულ გამაჟრიალა რა 😦

    მაინტერესებს ხოლმე საშინელებათა ფილმების ნახვა და თან მეშინია კიდეც, სულ უკან-უკან ვიხედები ხოლმე სკამზე რომ ვზივარ. არა, საჩემო ჟანრი არაა… გულით ავადმყოფი გავხდები, სულ ასეთ ფილმებს რომ ვუყურო. ამიტომ დაილოცა მელოდრამები და ისტორიული ჟანრის ფილმები. 🙂

    • 🙂 ერთხელ მაინც სცადე, იქნება და არ შეგეშინდეს ძალიან 🙂 მე არ მიყვარს სადიზმში გადასული ფილმები, ხერხის მსგავსი, და კატეგორიულადაც არ ვუყურებ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s