ყოფილი ქმრების კლუბი

გუშინ მე და ლიკა “ყოფილი ცოლების კლუბს” ვუყურებდით, პირველად ვნახე სხვათაშორის. ვინც არ იცით რაზეა, მოკლედ გეტყვით. მიყავთ სტუმრად ქმარს გაცილებული ქალი, რომელსაც ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული და თავს აღარ უვლის, ია, სალომე და ნუკი აძლევენ რჩევებს, მერე ტანსაცმელს ყიდულობენ, სალონში მიჰყავთ და ალამაზებენ და ცხოვრების ხალისს უბრუნებენ. ჩვენ დაგვებადა ლოგიკური კითხვა – რატომ არ არიან ცოლებისგან დაჩაგრული კაცები, რომლებსაც ცხოვრება აღარ უნდათ?

მაშ ასე, ჩემი საყვარელი ჟანრის, აბსურდული კომედიის გამოყენებით მოდელირებული გადაცემა “ყოფილი ქმრების კლუბი”

წამყვანები იგივე, იმიტომ რომ კაცებს ქალის აზრი აინტერესებთ მათ დაჩაგვრასთან დაკავშირებით.

ია – მოგესალმებით, დღეს ჩვენს სტუდიაში ერთი ადამიანის ბედი სამუდამოდ შეიცვლება. ის ჩვენთან თავისი ისტორიის მოსაყოლად მოვიდა (ამ დროს მაია პლაგიატისთვის ურტამს თავში და მიდის)

ნუკი – ამ მამაკაცმა მძიმე ცხოვრება გადაიტანა, საუკეთესო წლები იმას შესწირა, ვინც ამას არ იმსახურებდა.

სალომე – ვნახოთ ვიდეო, რომელიც ლაშას ცხოვრების ისტორიას ასახავს.

(ვიდეო ეკრანზე ირთვება, წამყვანები კი პოპკორნს იმარაგებენ)

გამუქებულ კადრებში და სევდიანი მუსიკის ფონზე ჩანს ნახევრად დანგრეული სახლი. ლაშას ნატანჯი სახე აქვს და დახეული ტანსაცმელი აცვია. მოწყენილი სახით აკეთებს სუპს.

– 17 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა მზია გამირიგეს – ამბობს ლაშა კამერის წინ და თავის ხელებს დასჩერებია –  უარის თქმა ვერ გავბედე. იმ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა.

(აჩვენებენ დადგმულ კადრებს, ვიღაც მსუქან კაცს როგორ ურტყამს ქალი და საწოლზე აგდებს)

– ჩემი გაკეთებული არაფერი არ მოსწონდა, სახლში დაქალები მოყავდა, რომ თვრებოდნენ, მცემდნენ – იცრემლება ლაშა – თან ქართულ საქეიფო სიმღერებს უსმენდნენ. ეს კოშმარი იყო.

(აჩვენებენ წამყვანები ამ ვიდეოს ყურების დროს როგორ ამბობენ “ნწ” “ნწ” “ნწ” და იქნევენ თავს)

– არა მარტო მზია, ჩემი სიდედრიც საშინლად მექცეოდა, თავის უზარმაზარ ღიპს მადებდა და მაშინებდა. ღამე ტუალეტში მკეტავდნენ და შუქს მიქრობდნენ. თან ტირილსაც მიკრძალავდნენ. არ ვიცი როგორ გადავიტანე…

ლაშა ცრემლებს დახეული და ჭუჭყიანი მაისურით იწმინდავს და სლუკუნებს.

– შარვლის ჩაცმას მიკრძალავდა, ამხელა კაცი ტრუსებით დავდიოდი ყველგან. რასაც ვმუშაობდი, სულ მზიასთან მომქონდა, ისიც მაშინვე ან ტანსაცმელს და ან დასალევს ყიდულობდა და მადლობასაც არ მეუბნებოდა. ბოლო წვეთი იყო ის, რომ მზიამ სახლში კაცები ამოიყვანა და ერთად დამცინოდნენ ყველანი. ეს ვეღარ გადავიტანე და გამოვიქეცი.

კადრი ლაშას სახლზე გადადის. ყველგან სიბინძურე და სიღარიბეა.

(ოპერატორი ანიშნებს, ჩავედით დაბლა, ქუჩაში სევდიანად მოსიარულე უნდა გადაგიღოო, და ჩადიან. ლაშას “ფერარი” იქვეა გაჩერებული. უი, ეს არ გადაიღოო, იმორცხვებს ლაშა)

კადრი სტუდიაში ბრუნდება.

ია– ვაიმე, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, საწყალი ბიჭი… ის ჩემს თვალში გმირია.

ნუკი – გოგოებო, მოდით ლაშა მოვიწვიოთ სტუდიაში.

საწყალი ლაშა მოლასლასებს, მშიერი და დასაბანია. გაჭირვებით ჯდება.

სალომე – ლაშა, შენ მართლაც ბევრი რამ გადაიტანე ცხოვრებაში, ტირან ქალთან ერთად ცხოვრობდი. გვითხარი, გინდა თუ არა ეს ყველაფერი უკან მოიტოვო? გინდა თუ არა სამუდამოდ დაივიწყო ცოლი და ახალი ცხოვრება დაიწყო? გინდა თუ არა გახდე ისევ ის ლაშა?

გმირული მუსიკა უკრავს. წამყვანები გაოცებულები უყურებენ ორკესტრს, რომლებიც დამნაშავე სახეებით მიტანტალდებიან კულისებში.

ია – მაშ ასე, ნახეთ ჩემი რეპორტაჟი.

ვიდეო – იას ლაშა მაღაზიაში მიჰყავს და  კაბებს ყიდულობს. მერე სალონში მიდიან და თმებს ვარდისფრად უღებავენ და იროკეზს უკეთებენ. გახარებული ლაშა შენელებული კადრებით ხტუნაობს და იას კოცნის.

ნუკი ლაშასთან მიდის და სთხოვს ცოლის რამე ნივთი მოძებნოს, რომ სიმბოლურად გაანადგურონ. ლაშას მზიას უზარმაზარი საცვალი მოაქვს.  ნუკი მისგან პარაშუტს აკეთებს და ფანჯრიდან ხტება.

ია – ესეც ასე მეგობრებო, აწი ლაშას დაჩაგვრას ვერავინ შეძლებს, სხვა თუ არაფერი გაყიდის თავის ფერარის. (ყურში რაღაცას ეუბნებიან) უი, ეს არ უნდა მეთქვა, არა უშავს, ნახვამდის  ძვირფასო მაყურებლებო.

ლაშა, სალომე, ნუკი და ია ჰაეროვნად იქნევენ ხელებს და კამერაც ნელ–ნელა ბუნდოვნდება.

Advertisements

7 thoughts on “ყოფილი ქმრების კლუბი

  1. და შენელებული კადრების ფონზე თმის ფრიალითა და აღტაცებული სახით ლიკა ბრუნდება! ჰა მომესალმე ახლა.

  2. არა გმადლობთ. მე მწვანედ მირჩევნია როგორც დიად აღარ მახსოვს ვის, მაგრამ გაიგებ 🙂

  3. ლიკა დაგვიბრუნდააა !!! 🙂 იმედია აღარ დაიკარგები!

    მეც პირველად ვუყურე მაგ გადაცემას გუშინ და “ჩემი მშვენიერი ლედი” გამახსენდა, ია ფარულავას რომ მიჰყავდა ერთ დროს.ნუ ია თავის ამპლუაში იყო. (კაცები გადამალეთ, ია მალე ეთერშია! 🙂 ფრაზა “დღის შოუს” რეკლამიდან) ისე, ის გოგო როგორ შეცვალეს არა? სულ სხვანაირი გახდა. აი რა საოცრებებს სჩადის მაკიაჟი. ვოცნებობ მართლა ოღონდ და არ დამცინოთ, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში გამიკეთონ მართლა კარგი მაკიაჟი, აი სატელევიზიო გადაცემების წამყვანებს რომ უკეთებენ ვიზაჟისტები, დაახლოებით ისეთი. მინდააააააააა 🙂

  4. ჩაგეთვალა რაააააააა!!!!!!!!!!კარგად ვიცინე,მაგარი ხარ.
    იცი რა მახსენდებოდა?დუმბაძის პერსონაჟები ქსენია და იაკინთე.კაი ხასიათზე დავდექი………………….

  5. ქალების ძალადობის გარეშე, ამ პათოსს მივესალმები, მაგრამ არა ასეთი პრიმიტიული გადაცემების ფონზეეე… ძალინ ვბრაზდები ძალიან რას ,,გვატენის” ეს იმედი ხოლმე ზოგჯერ რა:(((

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s