ერთი დღე არც ისე ცნობილი ბლოგერის ცხოვრებიდან

ჩემი ცხოვრება არც ისე საინტერესოა, რომ აღწერად ღირდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ვნახოთ რა გამოვა. მაშ ასე, ერთი უინტერესო დღე მიმდინარე კვირიდან.

რაც კლინიკაში დავიწყე სიარული, 10 საათზე მიწევს ადგომა, იქამდე პირველ საათამდე მეძინა ხოლმე. როგორც ყოველთვის მეღვიძება ადრე, მერე ვიწყებ ტელეფონის ძებნას, კიდევ ღირს თუ არა დაძინება, საათი რომ ვნახო. ორი საათით ადრეა ხოლმე და დამშვიდებული სინდისით ვიბრუნებ ძილს. თუ ჩემი კატა გულზე არ მაწევს და გადაბრუნების საშუალება მაქვს, მაშინ უფრო ტკბილად მეძინება.

მაღვიძებს შეზიზღებული მაღვიძარა ზარი (ტელეფონზე), თან ისეთი უცოდველი ხმა აქვს, ჩუმად იწყებს, მშვიდად, მაგრამ პირველივე ბგერებზე მეღვიძება. ათი წუთი მჭირდება ფსიქოლოგიურად შესამზადებლად, ამასობაში კიწიც იღვიძებს, იწელება, მოდის ჩემთან და კრუტუნებს, ცხვირს ცხვირზე მიხახუნებს. მერე გადახტება დაბლა და მელოდება როდის ავდგები. რა თქმა უნდა შია. ყოველთვის შია.

როგორც იქნა ვდგები და ჩემს განუყრელ მწვანე და ფუმფულა ხალათში ვეხვევი. ცოტა ხანი უაზროდ დავბოდიალობ, მაგრამ ბევრი დრო არ მაქვს, 11–ზე იქ უნდა ვიყო.

სააბაზანოს პროცედურების მერე ჩემს ოთახში შემოვდივარ, ვიღებ ტანსაცმელს კარადიდან, რაც უნდა ჩავიცვა, მერე სარკესთან მივდივარ, სახეზე ვითხიპნი რაღაცეებს 🙂 სამკაულებს ვარჩევ. სამკაულის გარეშე თუ გავედი, თავი შიშველი მგონია. თმებს დიდი მიხედვა არ სჭირდება, 99% გაშლილს ვატარებ.

საათს ვუყურებ, უკვე ნახევარია. აჩქარებულ ტემპში ვიცმევ, კარადაში შეკვეხილ კიწის ვაძრობ, ჩანთას ვიღებ და 15 რომ აკლია თერთმეტს გავდივარ.

ჩემი სახლის წინ ველოდები სამარშრუტოს, არადა კლინიკა სულ რაღაც 5–10 წუთის სავალზეა ფეხით, მაგრამ მაინც მეზარება .

20 წუთში გამოვდივარ (იქ რაც ხდება იმის მოყოლა არ ღირს). გული არ მიძლებს და  მაღაზიაში შევდივარ. მკაცრი დიეტა მაქვს და ნაღვლიანი თვალებით შევყურებ ნამცხვრებს, ტკბილეულს, მერე მიწის თხილს ვყიდულობ და გამოვდივარ.

სახლში სიმშვიდეა. ვიცვლი და ვჯდები კომპიუტერთან. ბებიაჩემი საჭმელს მიმზადებს, მაგრამ მადა საერთოდ არ მაქვს, არადა საერთოდ იმდენს ვჭამ, იმდენს, ვერ წარმოიდგენთ. ზუსტად ამ პერიოდში ვპოსტავ ხოლმე. ახლაც ასეთი მომენტია.

მერე ვუყურებ ჩემს ჯადოსნურ დაუნლოადების ფოლდერში მოთავსებულ ფაილებს, სერიალებს, ფილმებს, ამ მომენტში ლოსტ გერლი მაქვს გადმოწერილი. რომ მბეზრდება ვდგები და სხვა ოთახში გავდივარ. რამე წასაკითხს ვპოულობ.  როგორც უკვე ვთქვი, სახლში უზარმაზარი წიგნების მარაგი მაქვს, ბიბლიოთეკას შეშურდება ალბათ, მაგრამ რაც საინტერესოა, ყველაფერი ათვისებული მაქვს. ბოლოს ვიქტორია ჰისლოპის “კუნძული” წავიკთხე ინგლისურად და ისეთი კარგი იყო, ახლაც მენატრება.

მერე მივდივარ ფორტეპიანოსთან. დაახლოებით ერთ საათს იქ ვატარებ. ბავშვობიდან ბეთჰოვენზე ვარ ჩაციკლული, განსაკუთრებით პათეტიკურზე, არაფრით არ ვეშვები. ახლა, ამ ბოლო დროს ამოვიდა ყელში და ჩემი საყვარელი სიმღერების საფორტეპიანო ვერსიები და სოლოები ამოვბეჭდე, მაგალითად რობ დოუგანის clubbed to death რომელსაც ულამაზესი სოლო აქვს, ძალიან ადვილი, მაგრამ ეფექტური. კიდევ ქემიკალების demolition lovers და muse- uprising ჰოდა ბედნიერად ვზივარ და ვერთობი. მერე აუდიო ჩანაწერსაც გავაკეთებ ალბათ :)ამასობაში საღამოვდება კიდეც, ბადრი მუშაობს, ლიკას ტელეფონი და ინტერნეტი გამორთული აქვს და ვცდილობ ვაკუუმი როგორმე შევავსო. ისევ კომპიუტერთან ვჯდები, ვკითხულობ ბლოგებს, ვთამაშობ ბიგ ფიშის თამაშებს. მიყვარს ჩემი ოთახი, მყუდრო და საყვარელია. ჩემი პიჟამოებით ვზივარ ხოლმე, ბოროტი ბიძაჩემი დამდევს ფოტოაპარატით, ხან მე და ხან კიწის.  უგრძნობი სახის მიღება არ ჭრის. აი საბუთიც 🙂 (თმების გაკეთებასაც რომ არ გაცდიან)

ძილის წინ რამე ფილმს ვიწერ, თუ ვნახე, და სადღაც 12–კენ ვწვები, რომ ძილი მეყოს. ათი საათი ჩემთვის მინიმუმია.

რა თქმა უნდა ყველა კვირაში იცვლება სიტუაცია და დღის განრიგი, მაგრამ ამ კვირაში ასეთი ცხოვრება მაქვს.

ჰო, მართლა, გამიხარდებოდა, თუ ვინმე დაითაგავდა თავს და თავის ერთ დღეს აღწერდა, მე ვერ ვბედავ ვინმეს დათაგვას 🙂 სათაური რა თქმა უნდა პროპორციულად შეიცვლება 🙂

that’s it!!!

Advertisements

8 thoughts on “ერთი დღე არც ისე ცნობილი ბლოგერის ცხოვრებიდან

  1. -სოფო,ყველაფერი კარგად იქნება და უფრო ლამაზი დღეები გექნება…
    “მთელი ღამე ძილღვიძილში ვარ,გვერდით საწოლში შვილიშვილი მიწევს,რომელიც ყოველწუთს საბანს იხდის…ცხვირით ცუდად სუნთქავს და სულ ვაყურადებ,ძილშიც კი მახსოვს,რომ ვნერვიულობ ოკიანისგადაღმა წასულ შვილზე…ფეხმძიმე ქალიშვილზე,…დილით ადრე ვდგები და სააბაზანოში გავდივარ,იქიდან სამზარეულოში…ყველას ვასაუზმებ და ვაცილებ სამსახურში…წავედი დე!-კარებთან მისული მეძახის ბიჭი, მე და პატარა ვრჩებით სახლში, ახლა დროაა მივალაგო სახლი,დავრეცხო ჭურჭელი და პარალერულ რეჟიმში შემოვირბინო ვირტუალურ სივრცეში,შესვენებაზე მოსულ ბიჭს დავახვედრო ცხელი სადილი…საღამოს მეუღლეს მივხედო…გვიანობამდე ვუყურო ტელევიზორს….და ასე წვეთი წყალივით გავს ყოველიდღე ერთმანეთს.

  2. ასეთი პოსტი ჩემს ბლოგზეც მოიძევება 😀 ტაკ შტო დაწერა აღარ მომიწევს, გავალ ვნახავ ვინმეს და დავთაგავ :))

  3. მმმ… მე დავითაგავ თავს თუმცა ბევრი ვერაფრის დაწერას ვერ შევძლებ :დ
    მე მიყვარს ეგეთი დღეები რაც არ უნდა მოსაწყენად ჟღერდეს ^^

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s