10 დღე კლინიკაში

გუშინ პირველი დღე იყო ბოლო ორი თვის განმავლობაში, რაც არაფერი დამიწერია. საერთოდაც, რაც ბლოგი გავაკეთე, ოთხი თვის წინ, სულ რამდენიმე დღეა ინტერვალებით, როცა არაფერი დამიწერია, იყო დრო დღეში ხუთ პოსტს ვწერდი, მაგრამ მაშინ მკითხველები თითქმის არ მყავდა. დღიური ვიზიტორების რიცხვი 20–ს ძლივს აღწევდა, მაგრამ მაინც მიხაროდა წერა და ვწერდი და ვწერდი.

ჰოდა, არ მიყვარს ბლოგის მიტოვება, პატიოსნად ყოველ დღე სადღაც 12–დან 1 საათის ინტერვალებში ვწერ ხოლმე. არ მიყვარს საღამოს წერა, ტვინი უკვე გადაღლილი მაქვს დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციით და შეიძლება რაღაც უაზრობა გამომივიდეს.

გუშინ პირველი დღე იყო კლინიკაში, თორმეტზე ვიყავი დაბარებული. იქიდან ისეთი დაღლილი მოვედი, რომ არაფრის თავი არ მქონდა. რა მჭირს? ისეთი არაფერი, ჩემმა აქილევსის ქუსლმა (ნაღველმა) რამდენიმე დღის წინ ისეთი შეტევა მომცა, წელში ვერ გავსწორდი🙂 მცირე ხნით დავემშვიდობე მწარეს, მჟავეს, ტკბილს… ეჰ.

დღეს მეორე დღე იყო, დამრჩა კიდევ 8 ვიზიტი. წამლები და ნაღველის ამორეცხვები ყველანაირ ენერგიას მაცლის და საშინელ გულისრევას მიჩენს, მაგრამ გმირულად ვუძლებ მაინც.

გუშინ ჩემს გაჭირვებას კიდევ ერთი დაერთო თან, შუა ქუჩაში ლინზამ ისე მატკინა თვალი და ჩამისისხლიანა, ლამის მოვკვდი. გული მიგრძნობს დიდი დღე აღარ უწერიათ, არადა ლინზების გარეშე ისე ვარ, როგორც ბრმა ჯოხის გარეშე.

ბავშვობიდან დიდი მინუსი მქოდა, რაღაც სასწაულებს ვაკეთებდი, სანთლის მბჟუტავ შუქზე საათობით ვკითხულობდი, ან გაზის სინათლეზე. არა მგონია მთლად ამის ბრალი იყოს, მაგრამ ალბათ ამანაც შეუწყო ხელი. ახლა ერთ თვალში –5 მაქვს, მეორეში –6. ცოტა ხანი ვცადე სათვალის ტარება, მაგრამ ვერ შევძელი, ჯერ ერთი არ მიხდებოდა, მეორეც ჩემს ცხვირს მცირე დეფორმირება მოუვიდა, თან მეზიზღებოდა ყოველ ხუთ წუთში ერთხელ წმენდა და დაორთქვლა. აი ლინზებით ამოვისუნთქე რასაც ქვია.

ერთი სიტყვით პოსტი კი არა ერთი დიდი წუწუნი გამომივიდა, მაგრამ არაუშავს, მეპატიება, წამლები მოქმედებს ჩემზე🙂

4 thoughts on “10 დღე კლინიკაში

  1. ვიტამინები ბევრი უნდა ჭამო და ყველაფერი ქარგად იყნება …. როგორ მახსოვს ბებიაშენი რომ გეჩხუბებოდა სათვალეებზე შენ კი მაინც არ უჯერებდი😀 ისე მეც დამეწყო მინუსი სათვალეებიც კი მაყვს ოღონდ მარტო კომპიუთერთან მუშაობისას ვიყენებ

  2. მე კიდევ პირიქით – ერთი თვე ვატარე ლინზები და იმის მერე მათკენ გახედვაც აღარ მინდა. ნახევარი საათი ვუნდებოდი ხოლმე ჩასმა-ამოღებას… დაილოცოს ჩემი სათვალე. დღეს სახლში დამრჩა და ისე არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს :(:(

  3. ლილაკ
    შენ გიხდება მაინც შე ქალო :დ

    აუჰ კიდე გტკივა ნაღველი ადრე მახსოვს შენი პოსტი შეტევა რომ გქონდა:/
    მე მთელი ცხოვრებაა საბნის ქვეშ მობილურის შუქზე ვკითხულობ :დ წესით უნდა ვატარებდე სათვალეებს მაგრამ ხან მეზარება თან ვერ ვეგუები :დ ლინზებს კიდე ვერ ვხმარობ :დ ცოცხალით თავით ვერ ვიდებ თვალში :დ:დ:დ:დ:დ:დ:დ

  4. ეჰ აბა ჩემს თვალებზე სულ აღარ მაქვს ხმა ამოსაღები:(

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s