ერთი და იგივე კოშმარი

ბავშვობიდან დღემდე ერთი სიზმარი მომყვება. სიზმრების არ მჯერა, იშვიათად მიხდება, ისიც დამთხვევითობის პრინციპით. მიუხედავად იმისა, რომ ამდენ მისტიკურ და ზებუნებრივ ფილმებს თუ სერიალებს ვუყურებ, მაინც მიჭირს ასეთი მოვლენების დაჯერება და არც მჯერა. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს სიზმარი, რომ წლებია გრძელდება და გრძელდება. წელიწადში ერთხელ მაინც მესიზმრება და ყოველთვის ცხადი შეგრძნებები მაქვს.

ახლაც, რამდენიმე საათის წინ, სანამ გავიღვიძე, ეს სიზმარი ვნახე.

ზღვაზე ვიყავი, წინა წლის მოვლენები ვითარდებოდა და თავს საშინლად ვგრძნობდი. ეს კიდევ ცალკე, პირადული კოშმარი იყო, ზღვიდან რომ ჩამოვედი, ერთი თვე გამოწერილივით  ვხედავდი სიზმრებს. ჰოდა, როგორც მაშინ, ახლაც მარტო ვაპირებდი ადრე წამოსვლას, მაგრამ ვიღაც უცხო ადამიანებმა შემომთავაზეს მათთან ერთად სანაპიროზე აშენებულ სახლში ცოტა ხნით დასვენება. ვიჯექით, კოქტეილებს ვსვამდით და ზღვას გავყურებდი.

ცუდი ამინდი იყო და დიდი ტალღები მოდიოდა, თან წვიმდა და ჭექა–ქუხილი იყო. ტალღები დიდი იყო, მაგრამ ჩვენამდე ვერ აღწევდა, მეც არ ვდარდობდი და ვაგრძელებდი ჭორაობას.

მოულოდნელად ქარიშხალი ატყდა და რომ გავიხედე, მთის სიმაღლე ტალღა მოდიოდა ჩვენსკენ, შავი, რაღაცნაირი, საშინელი დასანახი. მაშინვე მივხვდი, რომ ვერც გაქცევას ვერ მოვასწრებდით და ეს ტალღა გადაგვივლიდა.  უკვე მეასეჯერ განმეორებული დეჟავიუ და მეც გამეღვიძა.

არ ვიცი რამ გამოიწვია ამ სიზმრების ციკლი, წყალი სიგიჟემდე მიყვარს, ცურვაც ძალიან კარგად ვიცი, ზღვაზე სანაპირო დაცვის კატერი მაბრუნებდა ხოლმე უკან. არ მეშინია ტალღების და წყალდიდობის.

პირველად ალბათ 12 წლის ვიყავი, მე და დედაჩემი ზღვაზე რომ წავედით ბათუმში. მაშინ ვისწავლე ცურვა, დედაჩემიც ძალიან კარგად ცურავს. აი მაგ პერიოდში მახსოვს, დიდი ტალღები იყო და შორიდან ვხედავდით დიდი ტალღა როცა მოდიოდა, ჯებირებამდე აღწევდა, მაგრამ არ მეშნოდა, პირიქით, მიხაროდა.

იმის მერე სისტემატიურად ვხედავ ჩემსკენ მომავალ ძალიან დიდ, უზარმაზარ ტალღას, მაგრამ შიშის გრძნობა არ მაქვს, ეს უფრო გაოცებაა. იცვლება გარემო და ხალხი, ეს ტალღა არ იცვლება.

არ ვიცი ეს რას ნიშნავს და საბოლოოდ მაინც დიდი ტალღა დამახრჩობს თუ არა არც ეგ ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, წლების განმავლობაში ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ.

Advertisements

4 thoughts on “ერთი და იგივე კოშმარი

  1. ჰმ… სტრანნო…
    მე გარეკილი მქონდა ერთი პერიოდი დაძინება აღარ მინდოდა 5 თვის განმავლობაში ყოველ ღამე ვხედავდი ერთი და იგივე სიზმარს :/ პოსტიც მეწერა მაგაზე აი ლამის მართლა გავრეკე…
    5თვის მერე სხვა რამე რომ დამესიზმრა გაღვიძებულმა სიხარულისგან ვიტირე :დ:დ:დ
    საერთოდ სიზმრებს იშვიათად ვნახულობ მაგრამ თუ ვნახულობ კინოში მგონია ხოლმე თავი ^^ თან უმეტეს შემთხვევაში საკუთარ სიზმრებს ვმართავ ^^

  2. ზღვა(წყალი) თანაც ტალღებით,დიდ ნერვიულობას ნიშნავს.ასევე სიგარეტის მოწევაც.შანსი არ არის მსგავსი ვნახო და ცუდად არ გავხდე,ერთი კვირის უკან ვნახე ზღვა,დღემდე დეპრესიაში ვარ.
    ტანის დაბანა კი გაცივებას ნიშნავს

  3. ზუსტად ასეთ სიზმარს ვხედავ ტალღას რომელიც მზეს ფარავს ისეთი სიმაღლისაა……. არ ვიცი რას უნდა ნიშნავდეს, არადა ჭკუა მეკეტება ზღვაზე პასუხის საპოვნელად ჩავგუგლე და ვნახე რო მარტო მე არ ვყოფილვარ ესეთ დღეში

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s