გასეირნება პარკში

გუშინ დილით მე და ლიკა კლინიკაში წავედით, ჩემი ანალიზის პასუხები უნდა გამომეტანა. სანამ  ველოდებოდით, ვფიქრობდით, ახლა ამ ფურცელზე დიდი წითელი ასოებით რომ ეწეროს “თქვენ მოკვდებით” რა საინტერესო იქნებოდა🙂 ასე არ ეწერა, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგეთ. ჰოდა გამომიწერა ექიმმა წამლები და გამოვედით. კლინიკასთან ბადრი დამხვდა. კარგი ამინდი იყო, ლიკა თავის შეყვარებულთან ერთად წავიდა და ჩვენც გადავწყვიტეთ სადმე გაგვესეირნა.

გადაწყვიტე რუსთავში გასეირნება. სად უნდა წახვიდე?

შეყვარებული წყვილები ძირითადად პარკში დადიან. პარკი ქალაქის მეორე მხარესაა, მთავარი სტადიონის გვერდზე. ტბა, ტყე და კიდევ რა ვიცი,  ერთი სიტყვით არაა ცუდი ადგილი. არის მეორე ვარიანტიც, ე.წ სკვერი, რომელიც პარკის ჩასასვლელთანაა, თეატრის უკანა მხარეს. აქ ისეთი განმარტოვებული ვერ იქნები, როგორც პარკში, მაგრამ რამდენიმე წლის წინ აქ სასწაულები ხდებოდა…

მუსიკაზე რომ დავდიოდი თეატრში, აივანი ამ სკვერს გადაჰყურებდა და ჩემი თვალები ისეთებს ხედავდა…  ახლა ცოტა შეიცვალა სიტუაცია, ყოველ შემთხვევაში გუშინ იქ რამდენიმე ბიჭის და სამი გოგოს გარდა, რომლებიც გაუჩერებლად იღებდნენ სურათებს და ბადრიმ რატომღაც დაასკვნა, ეს სპეციალურად “ადნაკლასნიკებისთვის” იყო, არავინ ყოფილა.

ვინაიდან და რადგანაც ჩემს ჩანთაში აღმოვაჩინე ფოტოაპარატი,  შევუდექი გარემოს შესწავლას.

ეს სტადიონის თავზე გაკეთებული ბურთია. რუსთავის სტადიონი ადრე საშინელი დასანახი იყო, მაგრამ ახლა გააკეთეს და მე და ბადრიც სიამოვნებით დავდივართ ხოლმე “ოლიმპის” თამაშებზე.

ესეც კადრი შორიდან:

ბადრის რამდენიმე კადრი სკვერში:

ერთადერთი ჩაუმსხვრეველი ლამპიონი მთელს სკვერში:

ჩემი ჩანთა და ალუბლის წვენი, რომელიც დაღვრას მაინც ვერ გადაურჩა.

მერე ბადრის ყურადღება რატომღაც ჩემს ფრჩხილებზე გადაერთო, თან დაასკვნა, რომ თითები ცოტათი მომისუქდა, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან თხელი და გამხდარი თითები მაქვს🙂

ესეც ჩემი და ლიკას წინა დღეს ჩარჩენილი სურათები, დიანას გამოგზავნილ ყვავილებს ვანადგურებთ🙂

ესეც ჩემი მარტინსები, სპაიკის “ბათინკებს”  ჰგავს და მიხარია🙂

და ბოლოს მეც

7 thoughts on “გასეირნება პარკში

  1. მარტინსები. რამდენიმე წლის წინ ძალიან მინდოდა, რომ მქონოდა. მერე დამავიწყდა. ახლა ისევ მომინდა :))

  2. რუსთავში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, წარუშლელი შტაბეჭდილებებიც დამიტოვა სხვათაშორის😀

  3. სოფო ბოლო ფოტოზე მაგრად გავხარ “ვამპირის დღიურების” ელენა-კეტრინს.🙂 მეგონა ეს შედარება ექნებოდა ჩემამდე ვინმეს აღმოჩენილი და კომენტარად გამოჭიმული, მაგრამ შევცდი და მიხარია, რომ პირველმა აღმოვაჩინე ეს ფოტო-მსგავსება.🙂

    • ჰე ჰე მეც მივამსგავსე ჩემი თავი მაგრამ ვერ გავბედე თქმა, ვინმეს არ ჩავექოლე🙂

  4. უი ცოტათი კი გავხარ ხომ იცი. მართლა. ჰე ჰე ჩემი მანიკურაცლილი ფრჩხილები🙂 ღმერთო ჩემო ინტერნეტ სივრცე, ეს ხომ თვით სამოთხეა. მართალია უადგილო ამოძახილი იყო, მაგრამ მაინც გულიდან🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s