მე მიყვარს ჩემი კომპიუტერი

ამ ერთი უწყინარი კომპიუტერის ისტორია 4 წლის წინ დაიწყო.

როცა უკვე აქტიურად დამჭირდა ინტერნეტი და მე და ბადრი უკვე დავიღალეთ ინტერნეტ კაფეებში სიარულით, დედაჩემმა გამომიგზავნა ფული და მე, ბადრიმ და ჩემმა ძმამ დიდი ზარზეიმით ვიყიდეთ. ისე მიხაროდა, ისე, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი თვე ინტერნეტი არ მქონდა ჩართული, ბედნიერად ვიქექებოდი, ჩემი უთვალავი დისკებიდან გადამქონდა სიმღერები და კინოები, მერე ჩემმა ძმამ თამაშები მოიტანა, ინდიანა ჯონსს თამაშობდა ხოლმე, მე და ლიკა ვუყურებდით და ამითაც კარგად ვერთობოდით.

მერე ჩაირთო ინტერნეტიც და დამეწყო ისტერიული მანია ფილმების და სერიალების, არ ვიცი, ალბათ ვერავინ ვერ მოთვლის რამდენი  კინო მაქვს ნანახი, ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე თავზე თმა მაქვს. ახლაც მოწყენილი ვზივარ და ვეძებ რამე ისეთს, რაც ნანახი არ მაქვს, თუ ასეთი შემხვდა, ბედნიერების წუთები მაქვს ხოლმე.

ჰო… მერე ვინდოუსის გადაყენებაც ვისწავლე და ჩემს ლამაზ იქსპის ვაყენებ რამდენი წელია, ისე მაქვს თვალი მიჩვეული, სხვას ვერაფერს ავიტან. ძალიან ნელია ჩემი მეგობარი, მაგრამ მაგასაც მივეჩვიე.

რამდენჯერმე დისნეის ვინდოუსიც მქონდა დაყენებული, რა თქმა უნდა ლიკას დისკიდან 🙂 ქრაში აქვს დისნეიზე 🙂 მაგრამ მერე ისევ ამას დავუბრუნდი.

ერთხელ ისე საშინლად დაისპამა და დავირუსდა, რომ ყველა ფაილი წამეშალა და ლამის თან გავყევი, მერე ვისწავლე ჭკუა და ვადაგასულ ანტივირუსებს აღარ ვაყენებდი 🙂

ერთადერთხელ გაუფუჭდა მონიტორი, ბლოკი გადაეწვა, სხვა არაფერი მოსვლია, ჯერ–ჯერობით მაგრად დგას 🙂

ესეც ჩემი დესკტოპი:

ცე დისკი გამოვსებული მაქვს ტორენტებიდან გადმოწერილი ფაილებით, სერიალები, შოუები, რამდენიმე სეზონი ამერიკან აიდოლის და იქს ფაქტორის, საშინლად რომ მენანება წაშლა 🙂

ჰოდა… მალე რომ მომიწევს მიტოვება, ძალიან გული მწყდება… ისე მაქვს თვალი მიჩვეული, ყველაზე მეტ დროს ამასთან ვატარებ… ერთი სიტყვით მიყვარს მე ჩემი კომპიუტერი 🙂

Advertisements

8 thoughts on “მე მიყვარს ჩემი კომპიუტერი

  1. დესკტოპზე ზედმეტ ფაილებს და ფოლდერებს ვერ ვიტან მეც დაახლოებით ეგრე მაქვს მისუფთავებული მაგრამ XP ვერ ვიტან რა ხანია სევენზე ვარ შეყვარებული ^^ ანტივირუსიც არ მიყენია :დ სევენის fire wall უძლებს :დ
    ფილმები და სერიალები ჩემი ტკივილია :დ უბედნიერესი ვარ ხოლმე იმ ფილმს რომ აღმოვაჩენ რაც ნანახი არ მაქვს :დ

  2. და სად მიდიხარ, რატომ ტოვებ კომპს?:) მეც მეგონა, რომ ჩემი ზუზუნა კომპი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახალმა ლეპტოპმა დამავიწყა ❤ არაპატრიოტი ვარ 🙂

    • სად და გადავალ ალბათ მალე ბადრისთან 🙂 ეჰ მეც მინდა ლეპტოპი, მაგრამ პერსონალურს მაინც ვერ შემიცვლის.

  3. კომპს მაინც არაფერი მირჩევნია. ლეპტოპი მაინც ვერაფრით შევიყვარე, ვერაფრით მივეჩვიე. დაილოცოს ჩემი დიდი და ერთგული კომპიუტერი. გინდა ნოუთბუქი მქონია და გინდა საერთოდ არაფერი 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s