მე და ფერები

ესეც ჩემი მეორე ტეგ–თამაში, ისევ ჩემმა სულით მონათესავემ დამთაგა 🙂 alukaЯD- მა, საინტერესოა, რომ სწორედ ამ თემაზე მქონდა რამდენიმე დღის წინ საუბარი ბადრისთან.

როგორც ჩემმა ფსიქოლოგიის ლექტორებმა მასწავლეს, ფერები პირდაპირ კავშირშია სამყაროს აღქმასთან და ადამიანის ხასიათთან. თურმე ფერების მიხედვით მისი ხასიათის რაღაც თვისებების გამოცნობაც შეიძლება. ფერის ფსიქოლოგიაც კი არსებობს, ფერების სიმბოლიზმი.

რაც შემეხება მე, მაქვს ამოჩემებული ფერი, რომელიც ყველგან ფიგურირებს – ტანსაცმელში, ბლოგზე, ეს არის იასამნისფერი, (violet, purple,მეწამური). იასამნისფერი მიიღება წითელის და ლურჯის შერწყმით. ითვლება, რომ ქალური და მამაკაცური საწყისების ერთიანობაა ამ ფერში მოქცეული. საკმაოდ პოპულარული ფერია, განსაკუთრებით ბავშვებში და ორსულებში. ასევე ჰომოსექსუალებში. ითვლება, რომ იასამნისფერი იმ კულტურებშია პოპულარული, რომლებიც ეროტიულ მისწრაფებებს ავლენენ 🙂

ახლა ფერები, რომლებიც ძალიან არ მიყვარს, ასეთი სამია – ყავისფერი, ნაცრისფერი და ყვითელი.

ყავისფერი ზედმეტად მოსაწყენად მეჩვენება, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. არასდროს არ ავირჩევ განსაკუთრებული საღამოსთვის ყავისფერ კაბას. ყავისფერი ბუნების ფერად ითვლება, საქმიანი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ალბათ ამიტომაც არ მომწონს 🙂

ნაცრისფერი ორ ფერს შუაა მოქცეული – შავი და თეთრი, იგივე ბოროტი და კეთილი. ნაცრისფერს ავიტან, თუ ვერცხლისფერში გადადის, მაგრამ მკაფიო ნაცრისფერი არ მიყვარს. ასევე ასოცირდება მოწყენილობასთან და პესიმიზმთან, რაც ჩემგან ძალიან შორსაა.

ყვითელი წინა ორისგან განსხვავებით საპირისპირო პოლუსზეა, ანუ თუ ისინი ზედმეტად მოსაწყენები და უინტერესოებია, ყვითელი ზედმეტად მხიარული და თვალში მოსახვედრია, მაგრამ შემიძლია ავიტანო ყვითელი ნივთები, არ გამაღიზიანებს. არადა ყვითელი სითბოს, მზის, სიხარულის და ბედნიერების ნიშანია.

არანაირი გართულება არ მაქვს ლურჯზე, მწვანეზე, ცისფერზე, მომწონს ნარინჯისფერი, აქტიურად ვიყენებ ჩაცმულობაშიც ამ ფერებს.

შავი და თეთრი – ფერები, რომლებსაც უამრავი სიმბოლური დატვირთვა და განმარტება აქვთ, ორივე ჩემთვის სრულიად მისაღებია, მეუბნებიან რომ ძალიან მიხდება შავი, მაგრამ იშვიათად ვიცმევ.

წითელი – პროვოკაციული და აღმგზნები ტონალობა, რომელიც ჩემთვის სისხლთან ასოცირდება. საშიში და ინტენსიური, რომელიც ძალიან მიზიდავს. მომწონს ჩემს თმაზე ასეთი ფერი.

ჩემმა ერთმა ფეისბუქელმა მეგობარმა ბიჭმა სტატუსად დაიწერა – გოგო რომ ვიყო თმებს წითლად შევიღებავდიო. როგორც დავაკვირდი ბიჭებს მოსწონთ წითური გოგოები 🙂

და ბოლოს, ყველაზე ატაცებული და გაფანატებული ფერი  – ვარდისფერი, რაღა შორს წავიდეთ და ჩემს უახლოეს მეგობარს აქვს ქრაში ვარდისფერზე ბავშვობიდან. ვარდისფერი გოგონების საყვარელ ფერად ითვლება, მე ჯერ არ მინახავს კაცი, რომელსაც ვარდისფერი მოსწონს და აღიარებს ამას 🙂

აბა, რა დასკვნა გამოიტანეთ ჩემს ხასიათთან დაკავშირებით? 🙂

Advertisements

3 thoughts on “მე და ფერები

  1. ჰმ.. მერე იტყვიან ნისნები არ არსებობსო… :დ
    მეც მიყვარს წითური გოგოები სხვათაშორის :დ:დ
    ვარდისფერი რაღაცა უწიპუწი გოგოშკურთან მეასოცირება :დ
    სისხლისფერი ❤❤❤
    ვაბშე მაგარი სტრანნი გოგო ხარ ალბათ კარგად უნდა გიცნობდეს ადამიანი რამე დასკვნები გამოიტანოს :დ
    მაგრამ ძალიან კი მომწონხარ და… ^^ ❤

  2. ვარდისფერი კი მიყვარს მაგრამ უწიპუწი არ ვარ ნამდვილად. აი წითელი თმაზე მომწონს მაგრამ ისე თითქმის არასდროს მაქვს. თეთრი ალბათ ჩემს გარდერობში ათ წელიწადში ერთხელ ჩნდება და რამდენიც არ უნდა ვამტკიცო ვარდისფერი მიყვარსთქო, რომ ვუკვირდები ტანსაცმლის უმრავლესობა შავი მაქვს, როცა ეს ფერი სასტიკად არ მიყვარს 😐 და ბიჭიც მინახავს ვარდისფერების მოყვარული და აშკარად არ შემქმნია კარგი წარმოდგენა. რა ვქნა ალბათ აზიატობაა, მაგრამ ჩემმა შეყვარებულმა ვარდისფერი მაიკები და მსგავსი ჭყეტელა ფერების ტანსაცმელი რომ ჩაიცვას როგორც მიყვარს ეგრევე გადამიყვარდება. კაცი და ვარსდისფერი კაცო? მარაზმში გადადის რაღაც.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s