მეგონა მარტო ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა – პირველი სექსუალური ცხოვრების დაწყების თარიღის კითხვის მაგივრად როდის გათხოვდის კითხვა და მსგავსი მარაზმები, მაგრამ თურმე არც საზღვრებს გარეთ აკლებენ და კარგადაც ვიხალისე ფორუმებზე თუ პარადად დასმულ სულელურ კითხვებზე, რომლებსაც პაციენტები სვავენ.
1. იღგზნებიან თუ არა როდესმე გინეკოლოგები იმაზე, რასაც ხედავენ გასინჯვის დროს?
რაღაც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ამაში, რომანტიკა ნულია 🙂
2. რატომ არ გადიან გინეკოლოგები ოთახიდან როცა მე ვიხდი?
ოოო, შერცხვა სუსტ არსებას 🙂
3. შეიძლება თუ არა გინეკოლოგმა სრული ანესთეზიის ქვეშ გამსინჯოს?
აქ სირცხვილმა უკვე იმ სტადიას მიაღწია, რომ მზადაა ნარკოზი გაიკეთოს, ოღონდ არ დაინახოს, როგორ უყურებს გინეკოლოგი ფეხებშუა 🙂
4. შეიძლება გინეკოლოგი იყოს როგორც კაცი, ასევე ქალი?
ასეთივე წარმატებით შეიძლება იყოს ჰერმაფროდიტი.
5. არ მინდა რომ მშობლებმა გაიგონ ჩემი სექსუალური ცხოვრების შესახებ. ეტყვის ჩემი გინეკოლოგი დედაჩემს რომ სექსი მქონდა?
იქაც იგივე პრობლემებია? demn
აი ის კითხვები, რომლებსაც გინეკოლოგი დაგისვამთ ვიზიტის დროს საზღვარგარეთ:
ა) ხართ თუ არა სექსუალურად აქტიური და რამდენი ხანია?
ბ) გქონდათ თუ არა დაცული სექსი?
გ) გქონიათ თუ არა სექსი ვინმესთან, ვისაც გადამდები დაავადება აქვს?
დ) ხომ არ ეწევით, სვამთ ან იღებთ ნარკოტიკებს?
კითხვა, რომელსაც გინეკოლოგი დაგისვამთ საქართველოში.
ა) რამდენი ხანია გათხოვილი ხართ?
და ამ თარიღს წერს გრაფაში – “სექსუალური ცხოვრების დაწყება”.
6. რას აკეთებენ გინეკოლოგები ვაგინის შიგნით?
ერთობიან.
7. უნდა ვნახო თუ არა გინეკოლოგი ტამპონების ხმარების მერე, რომ გავიგო რამე ხომ არ დაზიანდა?
პასუხი ასეთია-არავითარ შემთხვევაში, იყიდეთ ტამპონები და ივარჯიშეთ მის გამოყენებაში, წაიკითხეთ ინსტრუქცია 🙂
8. ვერ ვახერხებ ტამპონის გამოღებას, უნდა ვნახო თუ არა გინეკოლოგი? (ვაიმე საწყალი)
და გინეკოლოგიური ხუმრობა, რომელიც ძალიან მომეწონა 🙂
ცოლ-ქმარი წვანან ლოგინში და ქმარი ვერ ისვენებს, ცოლთან სექსი უნდა. ცოლი ეუბნება “ძვირფასო, ხვალ გინეკოლოგთან მივდივარ, ასე რომ სექსი ვერ გვექნება” “კარგი საყვარელო” პასუხობს ქმარი. რამდენიმე წუთში ისევ იწყებს ცოლის მოფერებას.
“საყვარელო, ხომ გითხარი, ხვალ გინეკოლოგის სანახავად მივდივარ”
“ვიცი” პასუხობს ქმარი “მაგრამ შენ გინეკოლოგის სანახავად მიდიხარ და არა დანტისტის, ასე არაა?”
ჰეჰეჰე 🙂
🙂 kargad vicine
LooooL :DDDDD
1ivnis mqonda bolo mentruacia 1 fgit da mainteresebs shesazebelia tu ara rom orsulad viyo