სიყვარული და სხვა კატასტროფები

სიყვარული რა შუაშია, უბრალოდ ერთი კინო გამახსენდა🙂 ჰოდა რაც შეეხება ავადმყოფობებს🙂 რომ დავფიქრდი, ბევრი ვერაფერი გავიხსენე საინტერესო. როგორც ჩანს არ ვიყავი ძალიან ცელქი ბავშვი. არასდროს არ მქონია სხეულის მოტეხილობა. (ხვალ რომ გავალ სახლიდან თუ მოვიტეხე კისერი მერე ნახეთ)🙂 არასდროს ვწოლილვარ საავადმყოფოში.

მაგრამ ყოფილა რამდენიმე უბედური შემთხვევა🙂

მაგალითად მთელი ბავშვობა რატომღაც სულ გრიპი და სიცხე მქონდა, იმუნიტეტი- 0. ისეთი საცოდავი ვიყავი, სულ ვიწექი მიკნავებული.

მერე დაიწყო ჩემი ახლანდელი პრობლემაც და ნაღველმა შემომიტია🙂 ჩემი ნორმალური სიცხე 37 გახდა ყოველდღიურად. მწარეზე, მჟავეზე, სასმელზე მიღიზიანდება და სიგნალს მაძლევს. მართალია მკიდია, მაგრამ ხანდახან მახსენებს ხოლმე თავს.

ორი წლის წინ მე და ლიკა არხეინად ვადუღებდით წყალს ჩემს გაზთან, რაღაცაზე ვიცინოდით როგორც ყოველთვის და ეს წყალი მოულოდნელად გადმომესხა ფეხზე. არასდროს არ ვვარდები პანიკაში, არც ყვირილი მახასიათებს ამ დროს, მაგრამ ისეთი ტკივილი ვიგრძენი, რომ ჩემი კივილის ხმა შორიდან ჩამესმოდა.

მთლიანი მარცხენა ფეხი საშინელ დღეში ჩავარდა. მეორე დღეს სახვევები რომ მოვიხსენი უზარმაზარი წყლის ბუშტები მეკიდა. ისევ მე მოვუარე ჩემს თავს, სხვებს გული მისდიოდათ.

კანის გადაძრომის მერე ფეხი გაწითლდა და მთლიანად სისხლიანი იყო. მეორე ხარისხის დამწვრობა იყო, საშინელებათა ფილმებში ბოლოს მთავარ გმირს რომ გადაუტყავდება ხოლმე ფეხები და მაინც მირბის, ეგეთი შეხედულება ჰქონდა🙂

ჩემდა გასაოცრად კვალიც არ დაუტოვებია ისე გამიარა.

აი ერთი წლის წინ წინა ზაფხულს კი ლამის მოვკვდი, ისეთ დღეში ჩავვარდი. რაღაც ნაწლავების ინფექცია თუ დებილობა შემეყარა. ასე ცუდად არასდროს არ ვყოფილვარ. 40-მდე სიცხე, საშინელი ტკივილი მუცელში,  თან ზუსტად გამოცდების პერიოდს დაემთხვა. ყველაზე რთულ გამოცდაზე ისეთი წავედი, უფრო სწორად ბადრიმ წამიღო, ვერ ვაზროვნებდი. კიდევ კარგი, იქ ცოტა მოვედი აზრზე და დავწერე. მთელი ერთი თვე სიკვდილს ვნატრობდი.

პრინციპში სხვა ისეთი არაფერი მომსვლია, ექიმების არ მეშინია, არც კბილის ექიმის🙂

3 thoughts on “სიყვარული და სხვა კატასტროფები

  1. ვაიმე:/
    მე მაგარი ხიფათიანი ბავშვი ვიყავი ყოველთვის:/
    ტკივილებს რაც შეეხება მიჩვეული ვარ იმიტომ რომ გამუდმებით მტკივა თავი არც ერთი წამი არ ჩერდება ახლაც კი ამ კომენტარის წერისას მაგრამ უკვე ყურადღებას აღარც ვაქცევ : )))
    მეც დავიმდუღრე ერთხელ ხელზე ოღონდ😐 ზეთი გადამესხა : |
    ისე ექიმების და სტომატოლოგების არც მე მეშინია : )))

    • უი არა, სად შემიძლია მაგდენი, ოდნავი ტკივილისთანავე გამაყუჩებლებით ვიჭყიპები😦

  2. ვაიმე ჩემი იმუნიტეტის უქონლობა და საშინელი ჯანმრთელობა რომელიც ამ ბოლო დროს უფრო და უფრო აუტანელი ხდება უკვე ისე მიშლის ნერვებს რომ უარესი მემართება უკვე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s