ჩემი მუსიკალური სამყარო

ამ ბოლო დროს რაღაც დავივიწყე კატეგორია “music” ჩემს ბლოგზე, არადა არ არის ამის ღირსი 🙂

როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი და ეს ჩემს ფლეილისტშიცაა ასახული,  ძირითადად ალტერნატივას, პანკს და მოდერნ/სოფთ როკს ვუსმენ. მიყვარს ისეთი სიმღერები, რომელზეც შეგიძლია იხტუნავო და თავი აქნიო 🙂 მაგრამ ხანდახან მეტალსაც ვეტანები. განსაკუთრებით მიყვარს გოთიკ-მეტალი.

თუ სიმღერას მკვეთრად გამოხატული მელოდია არ აქვს, დაბალი შანსია  მოვუსმინო. მიყვარს მელოდიები, რომლებსაც რამდენიმე მოსმენაზე ვიმახსოვრებ. სიმღერისგან ძალიან ბევრს არ ვითხოვ. მინდა გამართოს, მასიამოვნოს და  საინტერესო აზრები გამიჩინოს.

ვისაც გიყვართ სასიამოვნო, მელოდიური, კარგი ვოკალის მქონე ჯგუფების და სოლო-შემსრულებლების შემოქმედება, ქვემოთ ჩამოწერილი სია ზუსტად თქვენთვისაა 🙂

ამჟამად ჩემს ტელეფონში 478 სიმღერაა. ესეც ის შემსრულებლები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვუსმენ და ყველაზე მეტი სიმღერა მაქვს ფლეილისტში: (ანბანის მიხედვით)

3 doors down

ძალიან კარგი ჯგუფი, ალბათ ამათი landing in london ყველაზე ცნობილი სიმღერა იყო, მაგრამ მე მაინც ეს მირჩევნია: (ეს სიმღერა დუეტი არაა, მაგრამ კონცერტზე სარასთან ერთად იმღერეს) უნდა ავღნიშნო, რომ ლაივში ძალიან კარგად მღერიან, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

30 seconds to mars

უნდა ვაღიარო ამ ჯგუფის სიყვარული ჯარედის სიყვარულმა გამოიწვია, მაგრამ ჩემდა გასაოცრად არ აღმოჩნდა ფსევდო-ჯგუფი სულელური სიმღერებით. მართალია ჯარედი ლაივებში არ ბრწყინავს, მაგრამ who cares? სამაგიეროდ ძალიან სიმპათიურია და კარგი სიმღერები აქვს 🙂 (არ დამვიწყებია წინ რა დავწერე, მაგრამ ჯარედისთვის გამონაკლისს ვუშვებ)

განსაკუთრებით მიყვარს ეს სიმღერა. ეს აკუსტიკური ვერსიაა, მაგრამ ორიგინალი ბევრად ჯობია, მოაქვს ემოციები 🙂 კლიპი ჯეკ ნიკოლსონის ცნობილი “ნათების” მოტივებზეა გადაღებული. ბევრ რამეს მახსენებს ეს სიმღერა. უზომოდ ვიყავი ჯარედზე შეყვარებული, უდიდესი ქრაში მქონდა, მაგრამ მერე გადამიარა.

apocalyptica

ამ ჯგუფის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ მისი რამდენიმე პროექტი მომწონს, მაგალითად დუეტი ჰიმის და რასმუსის სოლისტებთან და განსაკუთრებით დუეტი 3 days grace-ის სოლისტთან ადამ გონტიერთან, ძალიან სიმპათიურ კაცთან 🙂  სიმღერა არის ძალიან ძალიან მაგარი.

augustana

შემთხვევით აღმოჩენილი ჯგუფი. პოპულარული გახდა სიმღერით “ბოსტონი”. ძალიან სასიამოვნო ვოკალის მქონე სოლისტი და ერთი სიტყვით კარგი ჯგუფი.

breaking benjamin

ამერიკაში კარგად ცნობილი ჯგუფი, ამათი რამდენიმე ალბომი მაქვს ტელეფონში, მაგრამ მაინც ის სიმღერა ყველაზე ძალიან მიყვარს, რომლითაც აღმოვაჩინე. ცეკვა ეშმაკთან.

chris daughtry

კრისი ერთი ჩვეულებრივი მანქანების შემკეთებელი ხელოსანი იყო. ერთმა დღემ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, როცა ამერიკან აიდოლის კასტინგზე მივიდა. კრისი ამერიკან აიდოლის უდიდესი აღმოჩენა გახდა.  დღეს მისი სიმღერები ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს.

creed

david cook

ამერიკან აიდოლის მეშვიდე სეზონის გამარჯვებული, განსაკუთრებული ხმის მქონე დევიდი და მისი დებიუტ ალბომი, სადაც ყველა სიმღერა ძალიან კარგია.

delain

გადავედით გოთიკ როკზე. ეს სიმღერა ყველაზე ძალიან მომწონს, ხანდახან მეძინება ხოლმე მაგრამ მაინც 🙂 ასევე საინტერესო კლიპით.

De/Vision

გერმანული, ნაკლებად ცნობილი ჯგუფი, რომელიც ძალიან მომწონს, რაღაც განსხვავებული და ინვიდუალური სტილი აქვთ. მათი ჯანრი ე.წ. synth pop-ის, თითქოს კლუბური, ელექტრონული მცირე როკ ელემენტებით.

epica

კიდევ ერთი გოთიკ-მეტალი , წითური სოლისტით. ამ სიმღერაზე ვგიჟდები, სულ რაღაც შავბნელი აზრები მიჩნდება ხოლმე 🙂

fall out boy

აი ეს სწორედ იმ ჯგუფებს მიეკუთვნება, რომ უნდა იხტუნაო და თავი აქნიო აქეთ-იქით 🙂 საყვარელი პიტ ვენტცი, სოლისტი 🙂

foo fighters

ეს ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში. წინა წლის ემტივი-ზე ისინი ფავორიტები იყვნენ.

green day

მახსოვს ერთი პერიოდი, რამდენიმე წლის წინ ამ ჯგუფის ერთი სიმღერა ისტერიულად ტრიალებდა ყველგან, გამაღვიძე როცა სექტემბერი მოვაო, იხვეწებოდა ბილი ჯოელ არმსტრონგი. ახლა ამ სიმღერაზე ვარ გადაკიდებული:

him

მახსოვს წელს ქობულეთში ამ სიმღერის ქოვერს კარგად უკრავდნენ პარკში. ვილე ვალოს მეიქაფიც ძალიან მომწონს.


hoobastank

ძალიან კარგი და მივიწყებული ჯგუფი ძალიან პოპულარული სიმღერით და კარგი კლიპით:

გამომდინარე იქიდან, რომ ვიდეოების ძებნამ დიდი დრო წაიღო, თან იუთუბი მაწვალებს და უმრავლესობა ვიდეოებს, მით უმეტეს ვევოებს არ დებს, ორ ნაწილად უნდა გავყო ჩემი პოსტი. კიდევ ბევრი დარჩა ჩემს სიაში და დანარჩენს მეორე ნაწილს მივუძღვნი.

ჰოდა… გაერთეთ, იქნებ რამე საინტერესო აღმოაჩინოთ თქვენთვის.

Advertisements

3 thoughts on “ჩემი მუსიკალური სამყარო

  1. მდააა აი ჩემს ტელეფონში კი რა თქმა უნდა მძლავრობენ within temptation, epica, delain, sirenia, hipnogaja და კიდევ წვრილ წვრილები 🙂

  2. ერთი ერთში გვაქვს მუსიკალური გემოვნება 🙂 ბრეიქინგ ბენჯამინი კაი ხანია არ გამხსენებია, გაიხარე, აღვადგინო 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s