ჩემი ეროტიული სიზმრები

არის ორი კატეგორიის სიზმრები – პირველი, რომლებსაც ყოველღამე ნახულობ და არაფრით არაა გამორჩეული. როცა იღვიძებ ბუნდოვნად გახსოვს რა ნახე. მეორე კატეგორია – გამორჩეული, სხვანაირი აურის სიზმრები, რომელიც რეალობისგან ძნელი გასარჩევია და გაღვიძებულზე ფიქრობ – ეს მართლა მოხდა თუ დამესმიზმრა.

ხშირად ძალიან გამხარებია, რომ ეს რეალობა არ ყოფილა, ხშირად კი პირიქით.

ჩემი ქრაში ჰოლივუდის მიმართ ყველამ იცის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ რამდენიმე ასეთი ცხადი სიზმარი მასთან დაკავშირებით ვნახე და რამდენიმე წუთი სხვა სამყაროში გავატარე, იქ, რასაც ყოველდღე კომპიუტერის ეკრანიდან ვუყურებ.

ყველაზე ცხადად მახსოვს ალბათ ნახევარი წლის წინ ნანახი სიზმარი ჯეიმს მაკკავოისთან დაკავშირებით 🙂 არასდროს არ მქონია განსაკუთრებული სიმპათია ამ კაცის მიმართ და არც ვიცი საიდან და როგორ აღმოჩნდა ჩემს სიზმარში.

თუ ვერ გაიხსენეთ ჯეიმსი ვინაა, ანჯელინას და მორგანის “wanted” მაინც უნდა იცოდეთ.

ჰოდა… სიზმრის შინაარსი დიდად გამორჩეული არ იყო, მაგრამ ძალიან მკაფიო და ცხადი. მე და ჯეიმსი ჩემს ეზოში ვიჯექით სკამზე და ვლაპარაკობდით. ჩემი მეზობლებიც იქვე იყვნენ და საერთოდ გაგებაში არ იყვნენ ვინ იყო ჯეიმსი,  ალბათ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ეგონათ მეზობელი კორპუსიდან. რაც მთავარია მე ვიცოდი ვინც იყო და ის განცდა მქონდა, ძალიან პოპულარული ადამიანის გვერდით რომ გაქვს. თან არც მჯეროდა, რომ ეს ის ჯეიმსი იყო, ანჯელინასთან ერთად რომ აბრუნებდა ტყვიებს და ის ჯეიმსი, პენელოპეს წყევლა რომ მოხსნა და ჩვეულებრივ გოგოდ აქცია.

თვითონ განსაკუთრებით თბილად იყო განწყობილი ჩემს მიმართ, თითქოს ვუყვარდი კიდეც, ჩემი ხელი ეჭირა და ეფერებოდა. მეც ვიფერებდი და ამაყად ვიყურებოდი აქეთ-იქით 🙂

იმის მერე სადაც მოვკრავ თვალს, ვაა ჯეიიიმს ეგეთი ვარ, თითქოს კარგი ხნის ნაცნობები ვიყოთ 🙂

მეორე სიზმარი რამდენიმე თვის წინ ვნახე, არც ამ ადამიანზე ვარ მაინცდამაინც გადარეული, საინტერესოა რომ სულ იმათ ვხედავ, ვინც ნაკლებად მაინტერესებს, არასდროს არ მინახავს ზაქარი ან გეილი. demn.

ჰოდა… მე და იანი, რომელსაც ახლა თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს.

სავარაუდოდ ვამპირის დღიურებიდან ჩამყვა, ალბათ რამდენიმე სერიას გადაბმულად ვუყურე. მე და იანი რაღაც მიტოვებულ ქოხში ვიყავით, რომელიც ტყით იყო გარშემორტყმული და ვიღაცას ვემალებოდით, სავარაუდოდ მაქციებს. ისევე, როგორც ჯეიმსის შემთხვევაში, იანიც ჩემზე იყო შეყვარებული და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დავეცავი.

ამ შემთხვევაშიც ის განცდა მქონდა, პოპულარულ ადამიანთან ყოფნის, გულში ვფიქრობდი, იანის ფანები ჩამქოლავენ-მეთქი 🙂 ისე როგორ უნდა გაამტყუნო, შეხედეთ 🙂

და კიდევ ერთი, ამ შემთხვევაში არ მიკვირს ამ ადამიანის დასიზმრება, დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში, რაც დღეში სმოლვილის 6-7 სერიას ვუყურებდი და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 10 სეზონია, სიზმარში ბევრჯერ ვყოფილვარ ლანა ლენგი, ლექს ლუთერი, ბევრჯერ გადამირჩენია სამყარო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს ცხად სიზმარში ტომ ველინგი დამესიზმრა.

ტომს ჩემს თვალწინ მოემატა ათი წელი. ბოლოს ისე შეეჩვია სმოლვილს, რომ ბოლო სეზონს უკვე თვითონ იღებს. არასდროს არ მომწონდა ტომი, როგორც კაცი, ძალიან საყვარელ და თმების მოსაჩეჩ ბიჭად მიმაჩნდა, მაგრამ სიზმარში ტომიც ჩემს თაყვანისმცემლად მომევლინა. მე სკამზე ვიჯექი, ის მუხლებზე იდგა და სიყვარულს მიხსნიდა. მეც განაბული ვიჯექი და თვალებს ვუხამხამებდი სუპერმენს.

ჰოდა… რა ვქნა ეხლა რომელი ავირჩიო? ჯეიმსი, ტომი თუ იანი? 🙂

 

Advertisements

12 thoughts on “ჩემი ეროტიული სიზმრები

  1. ვაიმე იანიი:((((
    მეც ჩამითრია ვამპირების დღიურმა და მეკეტბა უკვე იანზე ^_^
    ვაიმე თვალები ^_^
    თან + ისიც, რომ უარყოფითი გმირები უფრო მიზიდავს დეიმონიიი :**** 😀
    აბა სტეფანის ყბა მაღიზიანებს 😀

  2. სად მოძებნე ეს სამივე ცისფერთვალება კაცი? რათქმაუნდა იანი უნდა აირჩიო.აი მერე კი მე ჯეიმს მაქევოის ავირჩევდი. რაღაც მიყვარს ეს ბიჭი. კარგი მსახიობია ძალიან. “პენელოპეში” ძალიან საყვარელია, თან მოზრდილი აქვს თმები და ძალიან უხდება ჩემი აზრით. ჯეიმსი ძალიან მიყვარს “Becoming Jane”-ში განსაკუთრებით.ძალიან კარგად ასრულებს როლს და საერთოდ რავიცი, მე მომწონს ეს მსახიობი. 🙂

  3. მმმ… ისა იანის და სუპერმენის რა გითხრა და ჯეიმსი <3<3<3
    უმმმ…. როგორ მიყვარს სიზმრები და რა ექშენებით ვნახულობ ხოლმე არ იცი შენ :დ
    მარა იშვიათად სამწუხაროდ : ((

    • ეჰ,რ ამდენჯერ გადამირჩენია სამყარო სიზმარში და რამდენჯერ ისეთი ტრილერი დამსიზმრებია, კარგი ჰოლივუდური კინო გადაიღებოდა, მაგრამ რა ხეირი 🙂 სცენარისტი მაინც ვიყო 🙂

      • მეც ეგრე ვარ იმენა დაღლილს გამიღვიძია :დ
        აუ მომენატრა ერთი კაი ჰორორი სიზმარი :დ

  4. რა მოხდება საერთოდ კარგი სიზმარი მესიზმროს? ადრე ისეთი ბედნიერება იყო, ხან რა მესიზმრებოდა ხან რა. ძირითადად ძალიან ბევრ ტანსაცმელს ვყიდულობდი და ისეთ ფესაცმლებს, რომ ვიღვიძებდი ცუდად ვხდებოდი და ახლა მთელი ღამე თავზე მექცევა ქვეყანა. არ არსებობს არ გავიდეს დღე აპოკალიფსი არ მესიზმროს სხვადასხვა ინტერპრეტაციით 😦

    • ეგ მგონი რაღაცის ნიშანია… რაღაც ცუდის… ნეტავ მისტერ ბორატი ხომ არ გვესტუმრება უახლოეს მომავალში? :p

  5. როგორ მეგონა რომ ვინმეს სიზმარი შემშურდებოდა და აი, იანზე რომ დაგესიზმრა იმ სიზმრის შემშურდა. აბა მე ძილში სულ იმას ვხედავ როგორ მახრჩობს უზარმაზარი ძაღლი და როგორ ვცეკვავ ბალეტს სარკეებიან ოთახში. არ ვკაიფობ მართლა ასეთები მესიზმრება!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s