ექსპერიმენტების მოლოდინში

როგორც ყოველთვის, როცა რაღაც პერიოდი საინტერესო არაფერი ხდება, საშინელი მოწყენილობა მიპყრობს და ექსპერიმენტების ხასიათზე ვდგები. უმეტეს შემთხვევაში ამის მსხვერპლი ჩემი თმები ხდება ხოლმე, რომელსაც ხან ვიჭრი (მოკლედ არა), ხან ათასფერად ვიღებავ, ერთი სიტყვით კარგ დღეს არ ვაყენებ.

ახლაც ვფიქრობ რა გავაკეთო, დიდი ხანია რაც თმები ჩემს ფერზე დავიბრუნე და ხელი არ მიხლია, ისევ მოწყენილობამ შემომიტია 🙂 ახლა სურვილი მაქვს პირიქით ძალიან გრძელი მქონდეს თმები, ოღონდ ისე არა, ზედმეტად უაზრო სიგრძეში რომ გადადის. აი ეს ზედმეტია ნამდვილად 🙂

უჯრაში მაცდურად არის განლაგებული მუქი ვარდისფერი, იასამნისფერი და ლურჯი საღებავები და თითქოს მეძახიან მოდიო 🙂 (თუ ეს ხმები რომ მესმის სხვა რამის ბრალია?) ჰოდა ჯერ-ჯერობით კი ვუძლებ ცდუნებას, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება ვეღარც გავუძლო.

წითელმა, ყვითელმა, ნაცრისფერმა და ლურჯმა საღებავებმა და ხშირმა გაუფერულებამ ცოტა არ იყოს დააზინა ჩემი თმა, სულ ცოტა, მაგრამ ესეც ვერ ამიტანია, ყოველთვის კარგი ხარისხის თმა მქონდა. რაც მთავარია არასდროს არ სჭირდება გასწორება.

აი ახლა ასე გამოიყურება ჩემი თმები:

 

როგორ მშურს ამ სელებრითების, რა ლამაზი და რბილი თმები აქვთ, მგონი რა საშუალებებს აღარ იყენებენ, ეჰ 😦

Advertisements

5 thoughts on “ექსპერიმენტების მოლოდინში

  1. ლურჯი საღებავისთვის შევაჯერე ესე იგი ნახევარი თბილისი და ვერსად ვიშოვე : ((((( მერე გადავწყვიტე ტონიკით შემეღება მაგრამ ცუდიაო მითხრეს… სად ყიდულობ ამ ფერად საღებავებს? :დ თუ იწერ?

    • დაქალმა გამომიგზავნა რუსეთიდან. ტონიკი სცადე, ერთი-ორი კვირა ძლებს მართალია, მაგრამ მერე დაამატებ ისევ.
      ისე ამაზონზეც უხვადაა სულ ფერად-ფერადები, იქაც ნახე.

  2. მეც ეგრე ვარ, თმებს რაღას არ ვუშვები, მაგრამ, საბედნიეროდ, ხარისხი საერთოდ არ გამფუჭებია ❤ ეხლა კიდევ ვფიქრობ, რა გავიკეთო და ჯერ ვერ გადამიწყვეტია : ))

  3. კიდევ კარგი აღარაფერს ვუშვრები, თორემ კარგ დღეში რომ არ ჩამივარდება ფაქტია. იმდენად დაზიანებადი თმა მაქვს, ძალიან მინდა მაგრამ ვერ ვბედავ შეღებვას. ისევ ის იყოს რაც არის ჯობია.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s