ჯადოსნური სამკურნალო წიგნი

გუშინ რაღაც სამკურნალო წიგნი ჩამოვარდა ხელში, საკმაოდ ძველი და სანამ ტელევიზორში რეკლამები გადიოდა გადავათვალიერე. გადავათვალიერე და იმდენი ვიცინე, იმდენი, ჯერ ხომ გავწითლდი და ვეღარ ვსუნთქავდი, მერე ლამის გული გამიხდა ცუდად და ჩემებმა წამართვეს, რამე არ მოგივიდესო, ჰოდა რამდენიმე ამონარიდს გავაკეთებ, ნამდვილი აბსურდული კომედიაა.

შიგნოულობანი – გონიერება მკვდარი კაცის მძორში თუმცა არ არსებობს, მაგრამ უგუნური კაცის ცხოვრება და ღოღიალი შესაძლებელია.

აი, მკურნალობის გარდა მორალიცაა ჩადებული აქ.

ხახაში დაცოხნილი საჭმლის ლუკმა გაიწოვება და მსხვილი ნაწლევებიდან ნეხვად ქცეული გამოიყრება გარე.

დაცოხვნა და ნეხვი რა უბედურებაა, ცხოველები ვართ?🙂

რა არის შარდი? შარდი ანკარა სითხეა.

თქვენ იცოდით, რომ შარდი ანკარა სითხე იყო?

თირკმელები ანუ ჭაჭები კაცს ორი აქვს.

აა, ჭაჭები ჩამწყდაო, ამაზეა ნათქვამი?

ადამიანს აქვს ხუთი გრძნობა და ორღანო – თვალი, ყური, ცხვირი, ენა და ტყავი.

ტყავი ორგანო ყოფილა, რა საინტერესოა.

თუ კვერცხი კაცმა რიგიანად გააკეთა და ხახაში კარგად დაფქვა, ადვილად მოსანელებელი საჭმელია.

ნაჭუჭიანად ნეტავ?

გადავედით გინეკოლოგიაზე.

თესლების ბუდე მდებარეობს საჯიჯაყვეში, სადაც თესლი გამოვარდება თუ არა შექანდება მუცლის სივრცეში.

დაორსულება არც კაცის ნებაზე ჰკიდია და არც ქალის.

რა ნიშნით იცნობა ქალი ორსულია თუ არა?

1. სამთვარიო თუ შეუწყდათ.

2.  ხშირად შარდის დაქცევის წადილი.

3.  მუცელი გაეზრდება🙂

სხვადასხვა სნეულებები:

თავის კანის ზღმურდლი (სავარაუდოდ ფსორიაზი)

ხახიდან მყრალი სუნის აღმოქშინვა, რომელიც სოფლის დედაკაცებს ახასიათებთ.

მუცელა (რაღაც დაავადებაა)

ხახიდან სისხლი ნთქევა (იუუუ)

მტყელი ჭია

სამხედროს გამოვარდნა – როდესაც ადამიანს გვამის თავი გამოუვარდება, ეს მოხდება ჭინტვით ფეხის ადგილზე გასვლისგან. (ბუასილი ნეტავ?)

ჭაჭების ანთება.

გულის ძგერა დაემართება მრისხანე ადამიანებს.

მუწუკი არის სიმსივნე ჩიტის კვერცხის ტოლა.

სუსუნატი, მღიელი, სირსვილი, მჭამელი (ჩემთვის უცნობი დაავადებები)

და თქვენ გინდათ ტკივილიგან გათავისუფლდეთ? ეს ძალიან ადვილია:

აიღეთ გვირილის ყვავილი, ვარდკაჭაჭას ყვავილი, ხე ვირუას ყვავილი, ცისკარა ბალახის ფოთოლი, ხაშხაშას ყვავილი. დაამატეთ ონტოფას ძირი და კირ მარილა. დაიდეთ მტკივან ადგილზე.

თავზე ფსხრიკისა და ზღმურდლისათვის: (რა ჯანდაბაა?)

და ბოლო, ჩემი ფავორიტი:

როგორ შევიჩეროთ სისხლი დენა, თუ არ გვინდა რომ ამან კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს და მოხდეს ინფექციის შეჭრა, რომელიც იწვევს ჭრილობის გართულებას?

დავიდოთ ბამბა.

4 thoughts on “ჯადოსნური სამკურნალო წიგნი

  1. ყველაფერს უცნაურს შენ როგორ უნდა მიაგნო🙂 აუ მეც მაგრად ვიცინე. განსაკუთრებით მომეწონა ხახაში დაცოხნილი საჭმლის ლუკმაზე, შარდზე, თესლის ბუდეზე და თავის კანის ზღმურდლზე აღმომხდარი ფრთიანი გამონათქვამები.არა ეს ზღმურდლი რა უბედურებაა მართლა?🙂
    რა სიტყვებით იცოდნენ ისე ადრე ლაპარაკი… და ხალხიც რომ გებულობდა…

    მდაა…

  2. სწორედ ამის წაკითხვის მერე გამიჩნდა ეჭვი რომ ქართული არასდროს მცოდნია. აი ასე. და მე დავბრუნდი. დავბრუნდი! ვაიმე რა კარგია თან რა მოულოდნელად დავბრუნდი და რამხელა გაოცებით😐

  3. ყველაზე მეტად მაინც ქე რომ ჩვენ ვიცით მისმა ახალმა სინონიმმა მომხიბლა :დ სამთვარიო :დ:დ:დ აწი სულ ეგრე დავუძახებ :დ

    და აი ბოლოზე ძალიან ცუდათ გავხდი იმდენი ვიცინე :დ:დ:დ

  4. ვაიმე აღარ შემიძლიაააა… შარდის დაქცევის წადილი მააქვს :)))

    მტყელი ჭიააააააააა :D:D:D ვაიმეეე ვაიმეეეეეე :D:D:D:D:D:D:DD

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s