my closet

გუშინ ჩემმა ტანსაცმლების კარადამ დიდი ცვლილებები გადაიტანა. ყოველ ორ თვეში ერთხელ ისე ირევა, რომ რამის მოძებნა უკვე შეუძლებელი ხდება ხოლმე, ამიტომ მიწევს თავიდან დალაგება. თან კიდევ ერთი მიზეზი მქონდა – ზამთრის ტანსაცმელმა კარადიდან ჩემს ვარდისფერ ჩემოდანში გადაინაცვლა და ზაფხულის ტანსაცმელმა პირიქით.

ბადრი შეესწრო მცირე ხნით ამ პროცესს და ბოროტი სახით მითხრა, ახლა კარადას კი არ უნდა ალაგებდე, ბარგს უნდა ალაგებდე ჩემთან გადმოსასვლელადო 🙂 მაგრამ მე მაინც პატიოსნად დავალაგე და რამდენიმე სურათს გამოვამზეურებ 🙂

ჩემი ჯინსების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, როგორც ალბათ უმრავლესობას. მიყვარს ჩვეულებრივი, სწორი შარვლები, ხანდახან დახეულებზეც არ ვამბობ უარს.

ფერად-ფერადი გრძელმკლავიანი მაისურები. ამათ გუშინ დავაცალე იარლიყები. (ჩემი კატა როგორც ყოველთვის უადგილოდ)

საზაფხულო კაბები და სარაფნები, უმრავლესობა ჩემი შეკერილი. ვგიჟდები ასეთი რაღაცეების ჩხლართვაზე 🙂 მსიამოვნებს რაღაცის შექმნის პროცესი, თან არც ისე ცუდად არ გამომდის მგონი 🙂

ე.წ. ბოლეროები 🙂

რა თქმა უნდა ზაფხულში არ შემიძლია შორტების და მოკლე ქვედაბოლოების გარეშე, მართალია ბოროტი ბიძაჩემი სასტიკად მიშლის, მაგრამ სახლიდან რომ გავდივარ, მერე ვისწორებ მუხლებამდე ჩამოწეულ ქვედაბოლოებს 🙂

ჩემი შარფები 🙂 ძალიან მიყვარს, მაგრამ ხშირად ვერ ვხმარობ.

ჩემი საყვარელი კუთხე კარადაში, ბადრის ნაჩუქარი სათამაშოები, ყურებზე გასაკეთებელი, საჩუქრის ყუთები, და ათასგვარი სისულელე + სათვალეების კოლექცია (მცირე)

და რა თქმა უნდა ჩანთები. ჩანთების ხშირად ყიდვის გამო ხშირად დამცინიან.

და ჩემი შეკერილი სამი საღამოს კაბა 🙂

ჩემი ბანკეტის კაბაც აღმოვჩინე.

ზუსტად 2 საათი მოვუნდი დალაგებას და ისეთი დაღლილი ვიყავი, ფეხზე ძლივს ვიდექი. ბადრის სახლში დიდი კარადების პერსპექტივა ცოტას მამშვიდებს, მიყვარს დიდი კარადები 🙂

 

Advertisements

5 thoughts on “my closet

  1. ეჰ როგორ მეზარება განახლება მეც. და გადალაგება. მეზარება სასტიკად. უი სადაა ნეტავ ჩემი ბანკეტის კაბა?

  2. awwww ^^
    მეზიზღება საყიდლებზე სიარული :დ
    ამიტომაც დაქირავებული მკვლელივით ჩემს კარადაში სულ ერთნაირი რაღაცებია თითქმის :დ:დ
    არც სამკაული შარფები კაბები სათვალები და სხვა უწიპუწები მიყვარს :/
    მოკლედ ქალის გარდა მგონი ყველაფერი ვარ Fაქ 😀

  3. მეც არ ვარ გადარეული თანსაცმელზე ერთი ორი სათვალე მაქვს ბიზიუთერიას სულ არ ვხმარობ… ქარადაში დალაგება ხო საშინელებაა ჩემთვის და დედაჩემს მივანდობ ხოლმე მაგ საყმეს მე ხომ ვმუშაობ და თითყოს და არ მცალია საამისოდ 😀 😉 კაშნები მევასება მარა არც მე ვხმარობ…. ჯინსის შარვალი ფავორითია ჩემს ქარადაში

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s