ჩემი ტრანსფორმაცია 10 წლის განმავლობაში

ჩვენს სკოლაში, ისევე, როგორც ალბათ ყველა სკოლაში ძალიან პოპულარული იყო ე.წ. მეგობრობის დღიურები, იგივე “სხვათა აზრები”. დღემდე შემომრჩა 2002-2003 და 2004 წლის ლიკას რვეულები.

იმ პერიოდში  გემოვნების ჩამოყალიბების და განვითარების არც ისე ბევრი საშუალება გვქონდა, როცა ერთი ტელევიზორი გვედგა, რომელიც ორ არხს აჩვენებდა ხან შავ-თეთრად და ხან ფერადად, რადიოს ელემენტების დაჯდომის გამო ხმა დაბლა ეწეოდა და ყურს ახლოს თუ არ მიადებდი, ვერაფერს გაიგებდი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ისეთი მუსიკალური )და არამარტო) გემოვნება მქონდა, ახლა რომ ვკითხულობ, სირცხვილით ვიწვები.

დავიწყოთ 2002 წლით.

1. დაასათაურეთ.

2. რა შეხედულება გაქვთ ჩემზე?

3. თქვენი ჰობი.

4. საყვარელი მსახიობი და კინო.

5. საყვარელი მომღერალი და სიმღერა.

6. საყვარელი ფერი.

7. საყვარელი მწერალი და წიგნი.

8. მომავალი პროფესია.

9. გაიხსენეთ სასაცილო მომენტი თქვენი ცხოვრებიდან.

10. გსურთ თუ არა დროში მოგზაურობა და რომელ ხანას მიაკუთვნებდით თქვენს თავს? (ეეჰ, ლიკააა 🙂 )

ვავსებ ნიკოლ კიდმანის სურათზე. ეს ის დროა, რადიო საქართველოს ხმას რომ ვუსმენ და ჭკუაზე აღარ ვარ.

1. გ ა მ ა რ ჯ ო ბ ა

2. ერთუჯრედიანი, ეგოისტი, ცოტა ჭკვიანი (საპირისპიროდ)

3. ხატვა.

4. მსახიობი – ვგიჟდები ნიკოლ კიდმანზე. ფილმი – საუკეთესო მეგობრის ქორწილი.

5. მერაბ სეფაშვილი, ქუჩის ბიჭები, სიმღერა – “ეს ღამე” სეფაშვილი ჯაბუა (ვაი ვაი ვაი სირცხვილო)

6. წითელი ძალიან მიყვარს.

7.  დიუმა, ჰიუგო, ემილ ზოლა. წიგნი ემილ ზოლას “ქალთა ბედნიერება” ( ეს ახლაც ძალიან მიყვარს)

8. ჟურნალისტი.

9. ის მახსენდება, ჩემთან რომ ვიყავით სახლში და რძეს რომ ვსვამდით.

10. ალბათ საფრანგეთის მე-17 მე-18 საუკუნეებს.

მდაა…  სეფაშვილი ჯაბუა არ ვიცი, მაგრამ ჟურნალისტობა თუ მინდოდა, ნამდვილად არ მახსოვდა. საინტერესოა 🙂 ამ დროს ვიყავი 14 წლის. ახლა 14 წლისები ფინქ ფლოიდს და ფარფლებს უსმენენ. რა ვქნა, დრო იყო ასეთი 🙂

შემდეგი ეტაპი 2003 წელი.

ვავსებ მძინარე მზეთუნახავის სურათზე.

1. ნაღდი მძინარე მზეთუნახავია.

2. ერთხელ ვიყავი მე-2 კლასში, შემოვედი და ვიღაც გაპუწული გოგო დგას. თურმე ჩემი კლასელია, მე მეორე კლასამდე ვერ ვამჩნევდი.

3. ჰობი… მექათმეობის ფერმა მაქვს გახსნილი, ორფეხა ქათმებს ვაგროვებ.

4. “ალისფერი ვარდი” სტივენ კინგის 5 საათიანი. მსახიობი ძალიან მიყვარს ჯონი დეპი, საყვარელი ტიპია, კიდევ მიყვარს ნიკოლ კიდმანი.

5. ბექსტრით ბოისი, საყვარელი სიმღერა – show me the meaning

6. შავი ფერი მიყვარს, ნუ მწვანე და ცისფერიც შეიძლება.

7. ემილ ზოლა, ქალთა ბედნიერება.

8. დიპლომატი.

9. ამაზე სულ რძე მახსენდება, შენ მიხვდები.

10. ძველი საფრანგეთი, მეფის კარზე.

ჰა ჰა, ამ პერიოდში დიუმაზე და მუშკეტერებზე ვარ ჩაციკლული, პარალელურად გადავდივარ ფორტუნა პლიუსზე და ვუსმენ ბიესბის. ისე ბიესბის რამდენიმე ახალი სიმღერა ახლაც მაქვს მობილურში და ბადრი სულ დამცინს 🙂 წიგნი არ იცვლება, ეტყობა მართლა ძალიან მიყვარდა ეს ემილ ზოლა და მისი დენიზა და ოქტავ მურე.

მართლა კარგად წასაკითხი წიგნია, კონკიას ისტორია, რომელიც დიდ ქალაქში ჩადის და მაღაზიაში უნდა მუშაობის დაწყება. ბიძას პატარა დახლი აქვს, სადაც ქსოვილებს ჰყიდის, მაგრამ მის მოპირდაპირე მხარეს ახალი მაღაზია – “ქალთა ბედნიერება” იპყრობს ქალების ყურადღებას. მისი უფროსი, სიმპათიური და მექალთანე ოქტავ მურე აფართოვებს და ადიდებს ამ მაღაზიას და ბოლოს უზარმაზარ მექანიზმად აქცევს, რომელსაც მილიონობით შემოსავალი მოაქვს. დენიზა აქ დაიწყებს მუშაობას. ყველა ამცირებს და უსაშინლეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება, მაგრამ… რა თქმა უნდა ნელ-ნელა მურეს ყურადღებას მიიპყრობს იმით, რომ არ თანხმდება მის წინადადებას და ღარიბი და გაჭირვებული კონკია ამ მაღაზიის დედოფლად იქცევა.

ჰო, კიდევ ამ პერიოდში ჯონიზე ჩავიციკლე, sleepy hollow-ს ვუყურე ღამით და პირველად აქ ვნახე, ნიკოლ კიდმანს კიდეც რას გადავაკვდი არ მესმის. ჰო, ალისფერი ვარდი ჩემს ჟანრში კარგი კინოა, მიყვარს კინგის ეკრანიზაციები.

შემდეგი ეტაპი 2004 წელი.

1. არასდროს იტირო იმის გულსითვის ვისაც არ უყვარხარ, ხოლო ვისაც უყვარხარ არასდროს გატირებს შენ.

2. ჩემი მეგობარი როგორი იქნები?

3. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ როგორც ასეთი ჰობი არ მაქვს, ყველაფრით ვარ დაინტერესებული, მუსიკით, ხატვით, ცეკვით…

4. ჯონი დეპი ჩემი კერპია, მეტ დეიმონი, ჯულია რობერტსი, ჯოშ ჰარტნეტი, ნიკოლას კეიჯი და რა თქმა უნდა ჯად ლოუ.

5. ჩემი ყველაზე საყვარელი მომღერალია სტინგი, ვგიჟდები მის ყველა სიმღერაზე.

6.  იასამნისფერი.

7. ემილ ზოლა ქალთა ბედნიერება, გურამ ფანჯიკიძე სპირალი, მომწონს ფრანგი მწერლები.

8. საერთაშორისო ურთიერთობა ან დიპლომატია.

9. ეჰ, ვერ ვიხსენებ, რძე უკვე მოძველდა.

10. საინტერესოა იქნებოდა დინოზავრების ეპოქაში მოხვედრა, ნეტავ როგორი ვიქნებოდი? შინაგანად 21-ე საუკუნის ადამიანი ვარ.

აჰაა, როგორც იქნა, შედარებით პროგრესია, სტინგის ეპოქა დაიწყო, როკი მეზიზღებოდა, მაგას როგორ უნდა მოუსმინო -თქო ვამბობდი.  მერე ჩამოვიდა ჩემი ძმა რუსეთიდან, გადამიყარა ბიესბის და საუნდის კასეტები და ლინკინ პარკის მეტეორა და რამშტეინის კასეტები მომცა. აი მერე დაიწყო როკის ეპოქა ჩემს ცხოვრებაში.

ლინკინ პარკი და მეტეორა დღესაც ჩემთვის ნომერ პირველია, რამშტაინს დიდხანს ვერც ვუსმენდი, მერე ნელ-ნელა შემოვიდა ცივილიზაცია, სხვადასხვა როკ თუ ალტერნატიული ჯგუფები,  და მეც შევიცვალე.

მგონი ფიზიკურადაც შევიცვალე, არა?

2002:

2003:

2004: მე და დიანა

2005:

2006:

2007:

ახლანდელი სურათები კი იცით ბლოგიდან 🙂

ჰოდა… მომწონს მე ჩემი ტრანსფორმაცია 🙂

Advertisements

8 thoughts on “ჩემი ტრანსფორმაცია 10 წლის განმავლობაში

  1. მეც მქონდა ბავშვობაში “მეგობრობის დღიური”; უფრო სწორედ რამოდენიმე მქონდა და ერთი ეხლაც მაქვს შენახული.ისე პლაგიატი გამომივა, მარა მეც დავწერ ამ თემაზე პოსტს.(საავტორო უფლება შენია სოფო 🙂 ) მაგარი რაღაცეები წერია ჩემსაში და ეხლაც სიცილით ვკვდები რომ ვკითხულობ. მართლა მაარგალიტებია თავმოყრილი.:)

  2. და მე დავუარე ყველა პოსტს და რა აღმოვაჩინე? დედააა, სირცხვილო. მაგრამ რატომ ჩვენ მაინც განვითარებული ბავშვები ვიყავით გონებრივად. აგერ მაქვს ამის დასტურად ორი ცალი სავსე რვეული ჩვენი გადაკეთებული ლექსებით, რომელზეც დღემდე სიცილით ვკვდები და სხვათა შორის, არც ისე წარუმატებლად გადაკეთებული 😉

  3. რა მაგარი სურათები დაგიდიაააა 😀 რა რდო იყო ძველი ფოთოაფარათებით რომ ვიღებდით სურათებს მერე დავრბოდით ლენტას ვამზგავნებდით ვუyურებდით მერე ვბეჩდავდით და რას გვიტეხავდა ცუდი სურათი თუ გამოდიოდა 😀 უი მე ხომ შენი ფოთოგრაფი ვიyავი 😀

    • ეეე, ქართული უნიკოდი დაგიყენებია იეიიიი 🙂 ჰო რა დრო იყო ისე ლენტები და მთელი ამბები 🙂 დაილოცოს ციფრული 🙂 მომენატრა შენი ძველი სახლი 😦

  4. მეც მენატრება ჩემი სახლი ძაან ძაან და ის ფერიოდი მართო რომ ვცხოვრობდი კარგ დროს ვატარებდით ხოლმე 🙂 😉

  5. ეეეე მართლა კარგი დრო იყო,მაშინ უბედნიერესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.მე მგონი სამი უნდა მქონდეს მასეთი დღიური,თან ორ–ორჯერ რომ ვავსებდით ხოლმე იმხელები იყო.მართალია გემოვნება შეგეცვალა,მაგრამ ისევ ის ჩემი საყვარელი დაქალი ხარ ,რაც წლების წინ იყავი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s