კეთროვანთა კუნძული

გუშინ მომივიდა ჩემი ამანათი ამაზონიდან, რომელიც ნახევარ კილოს იწონიდა. ეს არის ვიქტორია ჰისლოპის “კუნძული”, არ ვიცი გსმენიათ მის შესახებ თუ არა, მაგრამ პატარა რივიუს გავუკეთებ. დედაჩემი რამდენიმე წელია რაც საბერძნეთშია, მაგრამ ისე კარგად ისწავლა ენა, რომ ბერძნებზე უკეთესად ლაპარაკობს და კითხულობს. რაც იქაა, უამრავი წიგნი წაიკითხა ბერძნულ ენაზე. მაგრამ ეს წიგნი განსაკუთრებით მოეწონა და მთხოვა, გამოიწერე და წაიკითხე, ძალიან მოგეწონებაო. მეც დავინტერესდი რა იყო და ინფორმაციაც მოვიპოვე🙂 ვიქტორია ჰისლოპი არის 52 წლის ბრიტანელი მწერალი, რომლმაც ამ რომანით ბრიტანული ჯილდო აიღო საუკეთესო დებიუტში და ასევე წლის საუკეთესო წიგნის ნომინაცია მიიღო. სულ ორი რომანი აქვს დაწერილი “კუნძული” და “დაბრუნება” “the island” დაწერილია 2005 წელს. მოქმედება ვითარდება კრეტაზე, სადაც ალექსი ჩადის დედის სანახავად. მას აინტერესებს მისი აზრი თავის საქმროსთან დაკავშირებით. ედი, რომელიც ფინანსურად სტაბილური პიროვნებაა და ამასთან ძალიან სიმპათიური, საერთოდ არ იზიარებს მის ინტერესებს და ალექსი ეჭვობს, რომ ეს ის არაა, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრება უნდა გაატაროს. დედამისი, სოფია, რომელიც ძალიან ჩაკეტილი ადამიანია, არასდროს არ იხსენებს თავის ახალგაზრდობის ამბებს, როცა ის პატარა სოფელ პლაკაში ცხოვრობდა. მისი წარსული საიდუმლოებითაა მოცული და სწორედ ამის გარკვევა უნდა ალექსს. სოფია მას პლაკაში თავის მეგობართან აგზავნის და ატანს წერილს, სადაც სთხოვს რომ მის მაგივრად მოუყვეს ალექსს ყველაფერი და საიდუმლოს ფარდა ახადოს. ალექსი ამ სოფლის სიახლოვეს აღმოაჩენს ძალიან პატარა მიტოვებულ კუნძულს – სპინალონგას. ეს კუნძული დედამისს არასდროს არ უხსენებია. გადაწყვეტს რომ მოინახულოს და ცოტა ხნით გადავა ამ კუნძულზე. პლაკაზე მცხოვრებლები მოუყვებიან ამ კუნძულის ისტორიას. მეოცე საუკუნეში, სპინალონგა კეთროვანთა კოლონიად იყო ქცეული. აქ ამ საშინელი სენით დაავადებულებს ასახლებდნენ, რადგან სიცოცხლის ბოლო დღეები გაეტარებინათ და სხვისთვისაც არ შეექმნათ საშიშროება. ალექსი ათვალიერებს მიტოვებულ კუნძულს და თან წარმოუდგენია, რა განცდები ჰქონდათ აქ მომაკვდავ ადამიანებს. მისდა გასაკვირად ალექსი მიტოვებულ კაფეს და სხვადასხვა ადგილებს აღმოაჩენს და მიხვდება, რომ კეთროვნები აქ არამარტო გულზეხელდაკრეფილები ელოდებოდნენ სიკვდილს, არამედ ცდილობდნენ რაღაცით მაინც გაემხიარულებინათ დარჩენილი დრო. როცა კეთრის განკურნება შესაძლებელი გახდა, ეს ადგილი სწრაფად დაცარიელდა და იმის მერე აქ ტურისტების მეტი არავინ მოდიოდა. დედამისის მეგობარი შესთავაზებს  ალექსს, რომ რამდენიმე დღით იქ დარჩეს და ამ დროის განმავლობაში ის მოუყვება იმ ტრაგიკულ და საიდუმლოებით მოცულ ისტორიას, რომელსაც დედამისი ამდენი წლის განმავლობაში არ ამხელდა. ალექსი ედს შეტყობინებას უგზავნის, რომ რამდენიმე დღე არ დაბრუნდება და გადაწყვეტს, რომ ყველაფერი ბოლომდე გაარკვიოს. გუშინ დავიწყე კითხვა და პირველი თავი მოვრჩი. აი ზუსტად აქამდე, როცა ალექსი ფოტინს ეუბნება “I’d love to stay” არც ისე ადვილი ენითაა დაწერილი, თან მაინცდამაინც არ ვგიჟდები ინგლისურად კითხვაზე, მაგრამ ისე საინტერესოდ მიდის, ხანდახან მგონია ქართულად ვკითხულობ. ერთი სიტყვით, ალბათ რამდენიმე დღეში მოვრჩები, ისეთი სულწასული ვარ🙂 მაგრამ ვისაც დაგაინტერესებთ, ამაზონზე 4 დოლარი ღირს, 500 გვერდიანი წიგნია და ძალიან საინტერესო და საიდუმლოებებით მოცული.

2 thoughts on “კეთროვანთა კუნძული

  1. ფაქტიურად სერიალია. მგონი საინტერესოა.

    საბერძნეთი ძალიან მაინტერესებს. მგონია, რომ ლამაზი ქვეყანაა. განსაკუთრებით ის მინდა, სულ თეთრი და ცისფერი რომ არის. არ ვიცი რა ადგილია, მაგრამ ძალიან ცნობილი ადგილია.

    • დამავიწყდა მიწერა, ბერძნები სერიალს იღებენ ამაზე ახლა და ეს ყველაზე ძვირადღირებული პროექტი იქნება საბერძნეთის სერიალების ისტორიაში🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s