ოჯახის კაცი

მიყვარს, მიყვარს, მიყვარს…. ვგიჟდები აბსურდულ კომედიებზე და განსაკუთრებით ამ საოცარ ანიმაციაზე!

დეგრადირებული გრიფინების ოჯახის თავგადასავლები – დედა, სექსუალური და წითელთმიანი ლუისი, მამა- მსუქანი და გონებაჩამორჩენილი პიტერი, შვილები – გარდატეხის ასაკში მყოფი კრისი, რომელიც თავის მუწუკებს ელაპარაკება ხოლმე და ულამაზო და სათვალეებიანი მეგი. კიდევ ბრაიანი, ძაღლი, რომელიც ძალიან ინტელექტუალურია და წიგნებს წერს, თან ლუისზეა შეყვარებული.

ერთი წლის სტიუი განსაკუთრებული ფენომენია, ყველაფერი იცის, დროის მანქანასაც თავისუფლად ააწყობს, ვერ იტანს დედას, ერთადერთი ვისთანაც მეგობრობს ბრაიანია. აქვს მცირე გეი გადახრები და ძალიან მწარე ენა.

პროექტის ავტორი სეტ მაკფარლენია, ასევე თვითონ ახმოვანებს პიტერს/ბრაიანს/სტიუის და სხვა ეპიზოდურ პერსონაჟებს.

კრისს სეტ გრინი ახმოვანებს, მეგს კი მილა კუნისი.

ჩემი ფავორიტი მომენტები:

პიტერის აკვიატება – სიმღერა ლურჯ ფრინველზე

პიტერმა დებილი ცხენი იყიდა და სახლში მოიყვანა:

სტიუი მარტო დარჩა სახლში და სოდიანი წყლის დალევა მოუნდა:

სტიუიმ პირველად დაინახა ვაგინა🙂

ესეც პიტერის პროსტატის გასინჯვა. ამ ღნავილზე ვგიჟდები:

და ესეც ყველაზე ცნობილი მაამ, მაამ, მამიი, მამიიი:

8.7 აქვს იმდბ-ზე და 4 ემის მფლობელია, პლიუს უამრავი სხვა ნომინაცია, ახლა მეათე სეზონი მიმდინარეობს და ერთი სიტყვით იმდენს მაცინებს, რომ სიცოცხლეს მიხანგრძლივებს.

ესეც მეიქინგი, სადაც სეტი სამი განსხვავებული ხმით ლაპარაკობს. ძალიან ნიჭიერი კაცია.

One thought on “ოჯახის კაცი

  1. ვაიმეეეე “და ესეც ყველაზე ცნობილი მაამ, მაამ, მამიი, მამიიი:” აი ესაა რაღაც სასწაული. ეს მომენტი არასოდეს მბეზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მულტფილმს არ ვუყურებ, ეს მომენტი არის სასწაული :დდდდ
    იმაზე ვკვდები, ბოლოს “hi”-ს რომ ეტყვის და სიცილით რომ გავარდება. აი მაგ სიცილზე მეც ვხორხოცებ. :დდდ

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s